
გაზაფხული უკვე ძალიან ახლოსაა, ესე იგი, დროა, ახალი მოდური ფეხსაცმელი შეიძინოთ. არჩევანში რომ არ შეცდეთ, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ დამდეგი სეზონის მთავარ მოდელებს. წაიკითხეთ და აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი.
ჩელსი კვადრატული ცხვირით
ჩელსი იდეალური ვარიანტია გრილი გაზაფხულისთვის. ამ ჩექმებს არ ეშინიათ ჭუჭყიანი გუბეების ან ცივი ქარის. მისი ჩაცმა თამამად შეგიძლიათ კაბებთან, შარვლებთან ან კიულოტებთან, მოდურად გამოიყურება მოკლე ჯინსებთან, მაღალი აქცენტური წინდებით.
2. ძალიან მაღალი ჩექმა
რაც უფრო მაღალი, მით უკეთესი – აი, მომავალი გაზაფხულის კანონი. თუმცა, ეს არა ქუსლს, არამედ თავად ჩექმას ეხება. ბოტფორდების სხვადასხვა სახეობა მოდის გასული კვირეულების მთავარი ვარსკვლავი გახდა. Stella McCartney-იმ, Dion Lee-იმ, Burberry-იმ და Inshade-მა ამ არაერთგვაროვან ჩექმაზე არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, ხან ისინი ქუსლით შეავსეს, ხან პლატფორმა მოარგეს, ხან ცხვირი ტრენდულად მოასამკუთხედეს.
3. ნახევარჩექმა და ჩექმა განიერი ყელით
განიერი ყელი გასული სეზონის ვარკვლავი იყო, მოდის მბრძანებლებმა კი გადაწყვიტეს, იგი წელსაც ტრენდული ყოფილიყო. დიზაინერებმა გადაწყვიტეს, ყელი ნახევარჩექმებისთვისაც გაეფართოებინათ. Roksanda-მ და Alexandre Vauthier-მა გამოუშვეს მოკლე მოდელი ნაკეცებით, რომლებშიც სტილისტებმა თამამად ჩაკალთეს განიერი შარვლები.
4. კაზაკი
წვეტიანი და მრუდექუსლიანი ჩექმა ამ გაზაფხულის ოფიციალურ ჰედლაინერად იქცა. კოვბოის ფეხსაცმელზე უარი ვერ თქვეს მოდის ყველაზე კონსერვატიულმა სახლებმაც კი. Bally-ში გადაწყვიტეს, სრულად გადაშვებულიყვნენ ველური დასავლეთის ესთეტიკაში და მოდელი ნამდვილი კოვბოების საყვარელი ფიგურებით გააფორმეს, Isabel Marant-ი კი ახლაც გლამურის კვარცხლბეკზე დარჩა და წარადგინა თეთრი ჩექმები თვლებიანი დეკორით.
5. ბრუტალური ჩექმები თასმებით
უხეში ჩექმების კარადაში დამალვის დრო არაა! დიზაინერები ამბობენ, რომ მათი ჩაცმა კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება, თუმცა, არა პალტოსთან, არამედ საგაზაფხულო კაბასთან ერთად. სხვათა შორის, შავი ფერის მბრძანებლობა ამ ფეხსაცმელზე ოფიციალურად უარყვეს. ახლა თამამად მოისინჯეთ ლურჯი, აგურისფერი, ხორცისფერი და მდოგვისფერი მოდელები.
6. ჩექმა-წინდები
რამდენიმე წლის წინ, მოდაში კედ-წინდები იყო, ამ სეზონზე წინდების სილუეტი გვიბრუნდება, თუმცა, ამჯერად ქუსლებით. არასტანდარტული მოქსოვილი ჩექმა საყვარელ ტრიკოტაჟურ კოსტუმებსა და ელეგანტურ კაბებს შესანიშნავად შეავსებს. როგორც ჩანს, ეკლექტიკა ამ გაზაფხულის მთავარ ტრენდად იქცა.
7. “მამაკაცური” ფეხსაცმელი
ოქსფორდები, ბროგები, დერბი და სხვა მოდელები, რომლებიც მყუდროდ მოკალათდა არამხოლოდ მამაკაცის, ასევე ქალის გარდერობში, ნებისმიერი ბიზნესვუმენის ლუქის პიკანტურ მარცვლად იქცევა. Louis Vuitton-მა, Vien-მა და Chanel-მა შემოგვთავაზეს, ოდნავ გაგვეზავებინა კლასიკური ჩექმის სიუხეშე, პოდიუმზე აუშვეს დერბი და ბროგები, ოღონდ მკვეთრი ლურჯი და მწვანე მოდელები. ოფიციალურ დრესკოდს ეს მოდელები არ დაარღვევს, ლუქს კი ცეცხლს ნამდვილად შემატებს.