
დიდი მონდომებით ირჩევთ მაღაზიაში საფრის ფერს, ტექსტურას, სიმკვრივეს, თუმცა, შემდეგ მაინც აღმოაჩენთ, რომ ყოველდღიურობაში იგი საერთოდ არ გიხდებათ. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რას აკეთებთ არასწორად, და გასწავლით, როგორ უნდა შეარჩიოთ ტონალური კრემი სწორად.
შეცდომა №1: ტონალურს მაჯაზე ტესტავთ
მაჯის კანის ფერი თითქმის არასდროს ემთხვევა სახისას. დატესტეთ კრემი ყვრიმალზე ან ყბის ზონაზე, ასე ვერ შეცდებით.
შეცდომა №2: ტონალურ კრემს მაკიაჟზე ტესტავთ
მაშინაც კი, თუ თქვენი ახლანდელი კრემი იდეალურად გიხდებათ, მისი პიგმენტები შეიძლება ახალი კრემის შემადგენლობასთან კონფლიქტში შევიდეს, შედეგად კი ვერ ხედავთ იმ ფერს, რომელსაც კრემი სუფთა კრემზე იძლევა.
შეცდომა №3: ფერს მაღაზიაში უყურებთ
უნდა გესმოდეთ, რომ მაღაზიაში განათება დღის შუქს არაფრით ჰგავს, რომელზეც დროის უმეტესი ნაწილი უნდა გაატაროთ. ამიტომაც ლოგიკურია, რომ მაღაზიის ხელოვნური განათება ამრუდებს ფერს. წაისვით ტონალური კრემი კისერზე, გადით გარეთ და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტეთ, შეიძენთ თუ არა ამ კრემს.
შეცდომა №4: ორ ტონს შორის მუქს ირჩევთ

თუ ვერ ჩამოყალიბდით, ორ მეზობელ ტონს შორის რომელი აირჩიოთ, ან ორივე აიღეთ და შეურიეთ, ან შეჩერდით ღია ფერზე. საინტერესოა, რომ მსხვილი მაღაზიების კონსულტანტები, როგორც წესი, უფრო მუქ ფერს გვირჩევენ, სახე “უფრო ჯანმრთელად, თითქოს გარუჯული” რომ გამოიყურებოდეს. ნუ მოუსმენთ მათ!
შეცდომა №5: მის გადანაწილებას არ ცდილობთ
სახლში კი აღმოაჩენთ, რომ კრემი არ ნაწილდება კარგად, როგორც არ უნდა მოინდომოთ. სთხოვეთ კონსულტანტს, წაგისვათ ტონალური კრემი სპონჟის ან ფუნჯის გამოყენებით, რომ ნახოთ, როგორ იმოქმედებს იგი თქვენს კანზე.
შეცდომა №6: კრემს საღამოს ყიდულობთ
კანი დღის განმავლობაში იცვლება: შეიძლება გაოფლიანდეთ ან გაიყინოთ, ნასვრეტები მტვრით გაივსოს, ირბინოთ და გაწითლდეთ ან დაიღალოთ და “გამწვანდეთ”. მოკლედ, “საჭირო ტონი” იდეალისგან შორს აღმოჩნდება. შეიძინეთ კოსმეტიკა იმ დილით, როცა გამოიძინებთ, ასე კანი არ მოგატყუებთ.
შეცდომა №7: ზედმეტად სქელ კრემს იღებთ
გახსოვდეთ, ტონალური კრემი ბათქაში არაა. თქვენი საკუთარი კანი მის ქვეშ უნდა ლანდავდეს, უბრალოდ, მისი ტონი უფრო თანაბარი და ლამაზი ხდება. ნაკლის შესანიღბავად არსებობს კონსილერები და კორექტორები.