მისტიკური და საშიში პლანეტა კეტუს თვე – თებერვლის ნუმეროლოგიური პროგნოზი

0
827
Photo credit: Shutterstock

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მომავალი თვის პროგნოზს, ზუსტი ნუმეროლოგიის გათვალისწინებით. როგორც ჩანს, არც ისეთი იოლი თვე გველის.

ნუმეროლოგიის (მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანის ბედისწერაზე ციფრთა გავლენას) თვალსაზრისით, ცივ თებერვალს მართავს მთვარე, ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური პლანეტა. ამ პლანეტას ციფრი 2 ასახავს. მთვარე ადამიანის თითოეულ ემოციას მართავს. მეტწილად, მის გავლენას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ექვემდებარებიან. მენსტრუალური ციკლიც კი მთვარის ენერგიაზეა დამოკიდებული, ის ხომ ჩვენს პლანეტაზე ყველა სითხეს მართავს. მისი ენერგია თბილი, დედობრივია.

აი, ციფრი 2 კი ყოველი წლის თებერვლის ციფრია. 2021 წლის თებერვალს თავისი უნიკალური ციფრი აქვს, კერძოდ, 7(2+0+2+1=5; 2+5=7). მის მისაღებად, ჩვენ ამ წლისა და თვის ციფრები შევკრიბეთ. ციფრ 7-ს მართავს მისტიკური ჩრდილოვანი პლანეტა კეტუ, ე.წ. მთვარის სამხრეთული კვანძი, იგივე დრაკონის კუდი. კეტუი რეალური ასტრონომიული სხეული არ გახლავთ, ესაა განსაკუთრებული წერტილი ცის კამარაზე. თუმცა, ეს კეტუს ხელს არ უშლის ადამიანის ცხოვრებასა და ბედისწერაზე გავლენის მოხდენაში. გავლენა საკმაოდ მძიმეა… მეორე მხრივ, კეტუ თითოეულ ადამიანს ეხმარება იმის გახსენებაში, თუ ვინ იყო, რისი გაკეთება შეეძლო, რა ნიჭი გააჩნდა, ყველა ეს მაჩვენებელი ხომ თითოეული ჩვენგანის სულის კოდში ინახება. ეს ის გზაა, რომელიც უკან მოიტოვეთ. გამოცდილება, რომელიც დააგროვეთ და რომლის გამოყენებაც ხვალინდელი დღის საკეთილდღეოდ შეგიძლიათ. თებერვალი მშვიდი, თუმცა შინაგანად რთული იქნება. ბევრი კითხვა, ცოტა პასუხი. მშფოთვარე იდეები და ფიქრები, რომლებიც თავში უეცრად გაჩნდება. წარსულის ადამიანები, რომლებიც დაგავიწყდათ. ეს თვე სურპრიზებს მოგიტანთ, ისინი კი ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. მთავარია, ადეკვატური, მშვიდი რეაქცია გქონდეთ და არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ კონფლიქტებში. გამოცდილება იმისთვისაა, რომ დასკვნა გამოიტანოთ და ერთსა და იმავე მახეში არ გაებათ, არა? თავს გაუფრთხილდით!

სიყვარული

ეს თვე წარსულს გაგახსენებთ. როგორი გზა გაიარეთ? როგორი პარტნიორები შეგხვდათ ამ გზაზე? როგორი ურთიერთობები გამოიარეთ? და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კითხვა – რა დასკვნა გამოიტანეთ? თებერვალში ნამდვილად მოგიხდებათ საკუთარ თავში ჩაღრმავება, პასუხების ძებნა და მათი გამოყენება მიმდინარე სიტუაციებში. რეალურად, ყველა პასუხი ჩვენშია, თქვენ ისინი კარგად იცით, უბრალოდ, ოდნავ უფრო ჩაღრმავდით  და პარტნიორთან ურთიერთობას ახალ ფერებს შემატებთ. მარტოხელა ადამიანის ცხოვრებაში კი შეიძლება უეცრად დავიწყებულმა ურთიერთობამ ამოყოს თავი.

კარიერა

მხოლოდ გამოცდილება დაგეხმარებათ ამ თვის მშვიდად გადატანაში, თუმცა, დაწინაურებასა და სერიოზულ პროექტებს ნუ დაელოდებით. შეინარჩუნეთ პოზიციები, გულდასმით შეასრულეთ მოვალეობები და არ ეკამათოთ ხელმძღვანელობას. პლანეტა კეტუს შეუძლია, თვითრეალიზაციის სფეროში გამოცდა მოგიწყოთ. თქვენი გამოცდილება ახლა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიჭია, არ დაგავიწყდეთ!

ოჯახი

ოჯახში სიტუაცია მშვიდი და უპრობლემო იქნება. თუმცა, აქაც არის ერთი “მაგრამ”… ყურადღება მიაქციეთ უფროსი ნათესავების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით, მოხუცებს. ახლა ისინი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, რომ თებერვალი ის თვეა, რომელშიც ადამიანები ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ. ბანალური გაციებაც კი შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს უფროსი ადამიანებისთვის.

კარგი დღეები: 1,4,12,14,24

ცუდი დღეები: 6,7,10,13,20