რა ხდება თქვენს სხეულში, როცა ყოველდღე ყავას სვამთ ან მასზე უარს ამბობთ

0
1296

რით იწყება თქვენი დილა? თუ ფინჯანი ყავით, რომლის გარეშეც ვერ იღვიძებთ, დროა დაფიქრდეთ, როგორ მოქმედებს ორგანიზმი სასმელზე, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანი ჭარბი რაოდენობით იღებს. ყველაზე მთავარი საკვები „დოპინგის“ შესახებ უამრავი მითი არსებობს, მაგრამ როგორ მივხვდეთ ყავა პირადად თქვენთვის სასარგებლოა თუ არა? Girl.ge–ს რედაქცია ანა ივაშკევიჩთან, დიეტოლოგთან და პროექტ Beauty Ballers–დამფუძნებლთან ერთად ეცდება გაარკვიოს, თუ რა ხდება სხეულში, როცა ყავაზე უარს ამბობთ.

რა არის ყავა

სასმელი რამდენიმე სახის მცენარის შემწვარი თესლისგან (მარცვლეულისგან) მზადდება, ხოლო მისი სიძლიერე შეწვის ხარისხზეა დამოკიდებულია. სხვათა შორის, ფინჯან ყავაში იგულისხმება ყავის აპარატში მომზადებული სასმელი, თურქული ყავა ან ახალდაფქულ მარცვლებზე დასხმული ცხელი წყალი რძის ან ნაღების გარეშე (ეს უკვე საჭმელია და არა სასმელი). ხსნადი ყავა ამ სიაში არ შედის, რადგან უფრო სუსტია, ვიდრე მარცვლეული, თან მასში არომატული ნაერთები და ყველა სასარგებლო ნივთიერება ხანგრძლივი გადამუშავების გამო პრაქტიკულად იკარგება.

ყავის მთავარი მინუსები

  • უზმოზე ყავის დალევა არ ღირს, რადგან ქოლეცისტოკინინის გამომუშავებას იწვევს, რომელიც საჭმლის მონელებას ააქტიურებს. თუ თქვენს კუჭში საჭმელი არაა, მოსანელებელი არაფერია და პროცესი გულძმარვას და გასტრიტის ნიშნებს იწვევს.
  • ყავა კუჭის წვენის მჟავიანობას, არტერიულ წნევას ზრდის და ძილს არღვევს.
  • ყავაში შემავალი კონსერვანტები ნივთიერებათა ცვლაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ცელულიტს წარმოშობს. სჯობს ყავა სკრაბის სახით გამოიყენოთ.
  • გამამხნევებელ ეფექტს საპირისპირო მხარეც აქვს: ყავა დალევიდან 1 საათში შრომისუნარიანობას ზრდის, კიდევ 1 საათში ძილიანობას იწვევს.
  • ყავა ორსული და მეძუძურე დედებისთვის რეკომენდებული არაა. კოფეინი სისხლში გროვდება, პლაცენტაში აღწევს და ძუძუს რძეში რკინის და სხვა მინერალური ელემენტების რაოდენობის შემცირებას იწვევს.
  • მიჩვევას იწვევს: ყავის ჭარბად მიღება გაუწყლოებას იწვევს, ამიტომ როცა ბევრ ყავას სვამთ, წყლის ბალანსის აღდგენა ძალიან რთულია.

ყავის მთავარი პლიუსები

  • ყავა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმიდან თავისუფალ რადიკალებს გამოდევნიან.
  • ყავის ანტიოქსიდანტები გვეხმარება ონკოლოგიურ დაავადებებთან, გულის ზოგიერთ დაავადებასთან, ორივე სახის შაქრიან დიაბეტთან და პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლაში.
  • ზოგიერთი კვლევა ადასტურებს, რომ ნამდვილი ნატურალური ყავა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას სტიმულირებს.
  • ყავა თავის ტკივილს ამცირებს ან საერთოდ აქრობს, რადგან ტვინის სისხლძარღვებს აფართოებს.

რატომ არ ღირს ყავის დალევა გაღვიძებისთანავე

მთავარი ჰორმონი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი დღის განმავლობაში აწარმოებს, არის კორტიზოლი. სწორედ ეს ჰორმონი გვეხმარება დილით გაღვიძებასა და საღამოს დაძინებაში. დილით ჰორმონის დონე ძალიან მაღალია და თუ ამ დროს ყავას დალევთ, სასმელი მის წარმოებას დაბლოკავს და ცოტა ხანში კვლავ დაძინება მოგვინდება. ჩვეულებრივ, კორტიზოლის წარმოება დილის 6-დან 9 საათამდე ხდება, პიკი კი დილის 8-9 საათია. სჯობს ყავა 10 საათზე ან სადილობის შემდეგ დალიოთ.

რა შეიცვლება, თუ ყავაზე უარს იტყვით

იმის მიუხედავად, რომ სასმელს უტყუარი დადებითი მხარე აქვს, ყველას არ უხდება. ყავის ჭარბი რაოდენობით ყავამანების მხოლოდ 10% არ იღებს, დანარჩენნი, როგორც წესი, საშუალოდ დღეში 4 ფინჯან ყავას სვამენ, რაც დასაშვებ ნორმას აჭარბებს.

თუ ყავაზე უარს იტყვით:

თქვენი ორგანიზმი ვიტამინების უკეთ ათვისებას ისწავლის

კოფეინი B ვიტამინს კლავს, ორგანიზმში რკინის, კალიუმის, თუთიის და კალციუმის რაოდენობას ამცირებს. 1 ფინჯანი (150 მლ) ყავა კალციუმის ათვისებას მთელი 3 საათით აფერხებს. უფრო მეტიც, კოფეინი ორგანიზმიდან კალციუმს გამოდევნის და შედეგად ძვლები სუსტდება.

ჭარბ წონას თავიდან აიცილებთ

როგორც უკვე ვთქვით, კოფეინი კორტიზოლის წარმოებას ზრდის და თირკმელზედა ჯირკვლებზე მოქმედებს. თირკმელზედა ჯირკვლები ფარისებრ ჯირკვლებთან ერთად მოქმედებს, რომელიც ნივთიერებათა ცვლაზე ზრუნავს – ყავის გამო ის ნელდება და თქვენ წონაში მატულობთ.

იმუნიტეტი გაძლიერდება

კოფეინი იმუნური სისტემის საუკეთესო მეგობარი არაა, კვლავ ფარისებრი ჯირკვლის გამო. ფარისებრი ჯირკვლის შეზღუდული წარმოება იმუნიტეტის დასუსტებას იწვევს, რაც დაავადების მიზეზი ხდება. თუ სხვადასხვა დაავადებების მიმართ მგრძნობიარე ხართ, ყავისგან თავი შორს დაიჭირეთ ან დროებით მაინც, სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.

ღვიძლის პრობლემები არ გექნებათ

ყავა საუკეთესო გზით არ ითვისება. ღვიძლი მუშაობს ფერმენტების წარმოებაზე, რომლებიც ყავას ანადგურებენ. სწორედ ამიტომ, როცა ფერმენტები სხვა მავნე ქიმიკატების გასანადგურებლად აუცილებელია ღვიძლს მოულოდნელად შეიძლება „დაეზაროს“. ბევრ ყავის მსმელს „ზარმაცი“ ღვიძლი აქვს.

უფრო ენერგიული გახდებით

იმის მიუხედავად, რომ ყავით ძალების მოზღვავებას გრძნობთ, ბოლოს ეს მოქმედებას შეწყვეტს. ყავა სხეულს ადრენალინის წარმოებას აიძულებს და თუ მუდმივად დალევთ, სულ უფრო და უფრო მეტ კოფეინს მოითხოვს, რომ ორგანიზმმა სათანადო ეფექტურობით უპასუხოს.

თავს უფრო სექსუალურად იგრძნობთ

კვლავ ფარისებრი ჯირკვლის შესახებ. ორგანიზმის ეს ნაწილი პასუხისმგებელია ჰორმონებზე, რომლებიც ლიბიდოს მართავს, მაგალითად, ტესტოსტერონზე. როგორც კი კოფეინით ფარისებრ ჯირკვლებზე ზეწოლას შეწყვეტთ, სექსუალურ ცხოვრებაში გაუმჯობესებას იგრძნობთ.