შინაურული ნიღაბი თხევად საფუძველზე. წმენდს და აახალგაზრდავებს

0
954

კანის პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს. მავნე საკვები, სტრესი, დერმატოლოგიური დაავადება უკვალოდ არ ქრება. ისინი კანზე ლაქებს ტოვებენ. ჯანრთელი და მოვლილი სახე თითოეული ქალის ოცნებაა. სასურველი შედეგის მისაღწევად გამოიყენეთ შინაურული სახის ნიღბები ვაშლის ძმრით.

ვაშლის ბუნებრივი მჟავე ხალხში სასარგებლო თვისებებით ცნობილია. თუ ვაშლის ძმარს ნიღბის შემადგენლობაში ჩართავთ, ის კანს პიგმენტური ლაქებისგან, აკნეს კვალისგან გაწმენდს და წვრილ მიმიკურ ნაოჭებს გააქრობს. ასეთი კოსმეტიკური საშუალება თეთრები დაგიჯდებათ, ხოლო ყველა შემადგენელი ნაწილი ხელმისაწვდომია. აი, სახის ნიღბების რამდენიმე რეცეპტი.

რისთვის არის საჭირო სახის ნიღაბი ვაშლის ძმრით

ვაშლის ძმრის გავლენა კანზე

ვაშლის ძმარს გემოს თვისებების გამო უძველესი დროიდან აფასებდნენ. ამის გარდა ნატურალური მჟავა შესანიშნავად უმკლავდება ბაქტერიებს და სოკოებს, რომლებიც კანის ზედაპირზე აქტიურად მრავლდებიან.

არ დაგავიწყდეთ, რომ ვაშლის ძმარი კანისთვის მნიშვნელოვან ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს. თუ მჟავას სწორად გამოიყენებთ, ის მჟავე–ტუტე ბალანსს დაარეგულირებს. თქვენი კანი გლუვი და ხავერდოვანი გახდება.

ნიღბის რეცეპტები ვაშლის ძმრით

აკნეს საწინააღმდეგო ნიღაბი

თუ სახის ცხიმიანი ბზინვარებით დაიღალეთ, ხოლო აკნე არ გადადის, ეს ნიღაბი გამოიყენეთ. ის კანს უფრო გლუვს ხდის, ფორები ვიწროვდება, ხოლო სახე სუფთავდება.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ შვრიის ფანტელები
  • 2 ჩ/კ თაფლი
  • 4 ს/კ ვაშლის ძმარი

გამოყენება:

შვრიის ფანტელები ფქვილის მიღებამდე დაფქვით. თაფლი და ძმარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ. სახიდან კოსმეტიკა მოიშორეთ და ნიღაბი წაისვით. 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა დამატენიანებელი, უცხიმო კრემის წასმით დაასრულეთ.

ნიღაბი ელასტიკურობის აღსადგენად

ნიღაბი კანის მოქნილობას აღადგენს, კარგად კვებავს და სახის, ყელის და დეკოლტეს ზონის დაღლილ კანს აახლებს.

ინგრედიენტები:

  • 1 პატარა კიტრი
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 1 კვერცხის გული
  • 1/3 ჩ/კ ვაშლის ძმარი

გამოყენება:

კიტრი საშუალო სახეხზე გახეხეთ. წვენი გაწურეთ და ნარევს ზეითუნის ზეთი, კვერცხის გული და ძმარი დაუმატეთ. ნიღაბი კანზე დაიდეთ, 15 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ლოსიონი ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის

ნარევი მაცივარში 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ. მხოლოდ 2 ინგრედიენტი ცხიმიან კანს სწრაფად დაეხმარება.

ინგრედიენტები:

  • 5 ს/კ ძლიერი მწვანე ჩაი
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი

გამოყენება:

სითხეები აურიეთ და ნარევით სახე დღეში ერთხელ, ძილის წინ გაიწმინდეთ.

სახის გამათეთრებელი ნიღაბი

კანის წვრილი ხარვეზების მოშორებას ამ ნიღბის გამოყენებით შეძლებთ. დროთა განმავლობაში სახის ტონი გათანაბრდება, ხოლო აკნესგან დარჩენილი ლაქები და მცირე ნაწიბურები გაქრება.

ინგრედიენტები:

  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • 0,5 ლიმონი
  • 1 ს/კ თაფლი
  • 2 ს/კ სოდა

გამოყენება:

ლიმონი გაწურეთ, წყალი და ძმარი დაუმატეთ. ღრმა თასში სოდა ჩაყარეთ და ნელნელა თხევადი მასა დაუმატეთ. თქვენ თხევადი მასა უნდა მიიღოთ. თაფლი დაუმატეთ და აურიეთ. ნიღაბი სახეზე 10 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბოლოს ცივი წყალი გადაივლეთ.

თითოეული ტიპის კანს საკუთარი ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ყველა პრობლემისთვის უნივერსალური საშუალების მოფიქრება რთულია. სახლის ნიღბები უკვე წლებია კანის სილამაზის შენარჩუნებაში გვეხმარება. შემადგენლობა ალერგიაზე აუცილებლად შეამოწმეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ვიმედოვნებთ, რომ ვაშლის ძმრის ნიღაბი თქვენს კანს იდეალურს გახდის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ