
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს ტიბეტური სიმბოლოებით, რომლის დახმარებით გაიგებთ, თუ რა მოვლენა გიახლოვდებათ. მსოფლიოს სახურავი ტიბეტის მიწაა. ეს საოცარი ადგილია, რომელიც ტრადიციებით, ხელოვნებით და სიმბოლოებით ცნობილია.
ტიბეტური სიმბოლოები ერთგვარი განსაზღვრული იდეაა. ამ სიმბოლოებს მსოფლიოს მრავალ ადგილში ამოკვეთილს ან დახატულს ნახავთ. მათ თავიანთი წარმოშობა აქვთ. უდავოდ, სიმბოლოები ბუდისტური ფილოსოფიის მთავარი საყრდენია. სიმბოლოების წინასწარმეტყველება საუკუნეების მიერ გამოცდილია.
ქვეცნობიერს ენდეთ, ერთ–ერთი ლეგენდარული სიმბოლო აირჩიეთ და ნახეთ, რა გელით უახლოეს მომავალში.
სიმბოლო 1: ნიჟარა (წმინდა ნიჟარა)
ბუკის ღრმა ხმა. ასეთ ხმას ტიბეტში ბუდისტურ ცერემონიებზე იყენებენ. ის ჭეშმარიტების სიმბოლოა, რომელსაც რაც არ უნდა სცადოთ, ვერ დამალავთ.
ძალიან მალე თქვენთვის მნიშვნელოვან ახალ ინფორმაციას მიიღებთ, რომელიც ადრე მიუწვდომელი იყო.
სიმბოლო 2: დჰარმაჩაკრა (ბორბალი)
საქსოვი ჩხირები სიბრძნის სიმბოლოა, წრე, რომელიც მის გარშემო ტრიალებს – კონცენტრაციის ძალა.
ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი გამოჩნდება. მნიშვნელოვანია, რომ არ აჩქარდეთ და ყველაფერზე სათანადოდ დაფიქრდეთ. მხოლოდ ისე იმოქმედეთ, რომ ამან წარმატებულ ცვლილებამდე მიგიყვანოთ.
სიმბოლო 3: სუვარნამატსი (ოქროს თევზი)
სანსკრიტულად წყვილი თევზი ცნობილია, როგორც მატსიაიუგმა. სიუხვის, ნაყოფიერების, სიხარულის სიმბოლო. ასევე მაღალი ძალის ყურადღების სიმბოლო.
არ გააკეთოთ ის, რაზეც შემდეგ ინანებთ. გულწრფელი და ფიქრებით სუფთა იყავით. მხოლოდ ასე შეძლებთ, რომ უახლოეს მომავალში პოზიტიური მოვლენებით სიხარული მიიღოთ.
სიმბოლო 4: ჩხატრა (ქოლგა)
ეს დაცვის, ძალის სიმბოლო და ტანჯვისგან დამცავი ფარია. ძალიან მალე შეიძლება ახლობლების მხარდაჭერა დაგჭირდეთ ან გთხოვონ, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანს დაეხმაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში მოვლენებთან გამკლავებას შეძლებთ. ამის გჯეროდეთ.
დაე, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენა თქვენდა სასიკეთოდ დასრულდეს.