
ძველად ორაკული იყო ადამიანი, რომელიც, როგორც ითვლება, ბრძნულ წინასწარმეტყველურ პროგნოზებს ამბობდა. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, თუ რა სახის შეტყობინება გელოდებათ.
უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქეთ და სურათზე რვავე ორაკულს მშვიდად გადახედეთ. რომელმა მათგანმა მიიქცია თქვენი ყურადღება?
1. თქვენს საკუთარ სამყაროში, საკუთარ ურთიერთობებში სინათლის და ჭეშმარიტების მატარებელი ხართ. წარსულში სირთულეები გადაიტანეთ, მაგრამ საკუთარ სიმართლეზე უარი არასდროს გითქვამთ.
ამ ცხოვრებაში უნდა იყოთ სულიერი ლიდერი, რომ სინათლე, სიმშვიდე და სიყვარული გააჩუქოთ. არ შეგეშინდეთ. ზოგს ეყვარებით იმისთვის, რასაც აკეთებთ. სხვები ვერ გაგიგებენ ან წინააღმდეგობას გაგიწევენ, მაგრამ არ დაზარალდებით. ყოველთვის ისეთი იქნებით, როგორიც ხართ და ვერავინ ვერასდროს ვერაფერს წაგართმევთ. ეს უბრალოდ შეუძლებელია.
2. თქვენი ენერგია დაიცავით. სულიერ გზის გაგრძელებისას სიყვარულის და სინათლის ახალ დონეს განიცდით. თქვენი ენერგეტიკული სხეული მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის. ამ ცვლილებებს ენერგეტიკული სხეული მოითხოვს, რომ წარსულის ტკივილი და შეზღუდული ხედვა მოიშოროთ.
ანგელოზებს სთხოვეთ, რომ მათი მშვენიერი ენერგია გარს შემოგახვიონ. წარმოიდგინეთ ეს ენერგია, როგორც წითელი, ყვითელი, თეთრი ან ნებისმიერი ფერი, რომელიც თქვენთან კავშირშია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ენერგია სიყვარულით და სინათლით სავსეა. ანგელოზების ენერგია ნებისმიერი უარყოფითისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. წარმოიდგინეთ უარყოფითი ენერგია, პიროვნება, მოგონება ან გაჭედილი ენერგია, რომელიც თქვენს სულს, გონებას და სხეულს ტოვებს.
3. თქვენ ბარიერი გადალახეთ, შიშის ბარიერი (მნიშვნელობა არ აქვს თქვენი ცნობიერის თუ გარემო პირობების გამო შეიქმნა), რომელიც ხელს გიშლიდათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელსაც ახლა აპირებთ. ეს გადაწყვეტილება შეიძლება უცნაური, ახალი, ბუნდოვანი და ამაღელვებელი ჩანდეს. გონებამ შესაძლოა ჯერ ვერ მიიღო შეტყობინება, რომ შიშზე დაფუძნებული არსებობა თქვენზე აღარ მოქმედებს. თქვენ მოწმე ხართ და არა მსხვერპლი.
ახალ გზას შეეგუეთ და ნაბიჯი გადადგით. თქვენი ფეხი შეამოწმეთ – ახლა ძლიერია და თავგადასავლებისთვის მზადაა. სცადეთ იფრინოთ! ფრენისგან აღფრთოვანებული დარჩებიან.
4. ეს ორაკული წარმოადგენს იღბალს, სიმდიდრეს და სიუხვეს. ასევე შეიძლება ემოციური კმაყოფილების ნიშანი იყოს. შეტყობინება იმაში მდგომარეობს, რომ თვითშეფასება არ იზომება იმით, რაც ახლა გაქვთ.
რა თქმა უნდა, ამ კარტის მიღება მატერიალურ სარგებელზე და სამომავლო მატერიალურ ჯილდოებზე მიგითითებთ, მაგრამ ყველაფერი მიდის და მოდის, თქვენი ნამდვილი ღირსების ცოდნას უფრო მეტი სიმდიდრე მოაქვს. სიმდიდრე სხვებს გაუზიარეთ.
5. თითოეული ცხოვრება სხვებისთვის სასწავლო ინსტრუმენტია. თქვენი ნამდვილობა და პატიოსნება სხვებისთვის სამაგალითოა. თქვენი სიბრძნე წლების განმავლობაში სიმამაცის შედეგად დაგროვდა.
თქვენი ტანჯვა სიბრძნის თილისმად გადაიქცა. ახლა გამოცდილება სხვებს უნდა გაუზიაროთ. სხვებს სწორ გზაზე დააყენებთ. წარსულის შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია უნდა გაამჟღავნოთ, რათა სხვების დახმარება შეძლოთ. სიყვარულით იცხოვრეთ. კიდევ ერთი შეტყობინება: ყურადღება მიაქციეთ მათ, რომელთა დიდებული ხასიათით და მიღწევებით აღფრთოვანებული ხართ.
6. დროა სრული წარმატებისთვის, რომელიც მალე თქვენს ხელში იქნება. ახლა იმის დრო არაა, რომ რაიმეს გაკონტროლება სცადოთ. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ კარგავთ იმას, რისი შენარჩუნებაც გსურთ, გაუშვით. მოთმინებით გაუშვით, ნდობა და სიმშვიდე გამოიჩინეთ.
გზავნილი გეუბნებათ, რომ ენდოთ იმას, რასაც გრძნობთ, და არა იმას, რაც გეჩვენებათ. ეს თქვენი სურვილების დაჩქარებულად ასრულებაზე მიგითითებთ. თქვენგან უპირობო ნდობას მოითხოვენ. სწორედ ამიტომ, თუ გეჩვენებათ, რომ ყველა საპირისპირო მიმართულებით მიდის, არ დაეჭვდეთ. ოკეანე უკან იხევს, რომ კიდევ ერთი ტალღით წამოვიდეს, რომელიც მალე ნაპირს მიაღწევს. იდუმალი მადლის გამოვლინებით ცხოვრებაშიც ასე ხდება.
7. გამოწვევების და სხვადასხვა გაკვეთილების მიღების შემდეგ დასვენების შანსი გაქვთ. გედების ქალღმერთი შესაძლებლობას გაძლევთ, რომ გვერდზე გადგეთ, უფრო მშვიდ გარემოში და ენერგია აღიდგინოთ. ენერგია უნდა დაარეგულიროთ და აღიაროთ, რომ დაძაბული იყავით. დასვენება საშუალებას მოგცემთ ენერგიის დონე და კონცენტრაცია გააუმჯობესოთ და გულში სიმშვიდე და ჰარმონია იგრძნოთ.
იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდ ამოცანაში მონაწილეობთ, კარგი ძილი აუცილებელია, რომ ორგანიზმი განკურნოთ და პოზიტიურად იაზროვნოთ. იმის მიუხედავად, თუ რასთან გიწევთ შეჯახება, შეგიძლიათ საკუთარ თავს დრო დაუთმოთ იმის ცოდნით, რომ როცა მზად იქნებით, საქმეს ადვილად მოაგვარებთ. თუ გადაწყვეტილების მიღებას ან მის შეცვლას ცდილობთ, ახლა კარგი დრო არაა. შეისვენეთ და გადაწყვეტილება მხოლოდ უფრო სუფთა გონებით მიიღეთ.
8. ახალი შესაძლებლობა გამოჩნდება, მაგრამ ამის გასაგებად საკუთარი თავი სრული ასპექტით უნდა გიყვარდეთ, მიიღოთ და აითვისოთ. ამის გაკეთებას შეძლებთ, თუ ყველას ეტყვით, რაც მოგწონთ თქვენში, შემდეგ ჩამოთვალეთ ის, რაც არ მოგწონთ. ჩვეულებრივ, ესაა ის, რის დამალვასაც ცდილობთ, რის გამოც დისკომფორტს ან სირცხვილს განიცდით.
ჩამოთვალეთ ყველაფერი, კარგი ან ცუდი, რაც თქვენს აზრს ეწინააღმდეგება. დააკვირდით სიას, რომელიც არ მოგწონთ. ახლა თითოეული ნეგატიური პუნქტისთვის მინიმუმ 2 დადებითი მომენტი იპოვეთ. სინამდვილეში, დადებითი მომენტები უფრო ბევრია. შემდეგ პოზიტიურ სიას გადახედეთ და თითოეულისთვის მინიმუმ 2 ნეგატიური მომენტი იპოვეთ.
დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ თითოეულ პოზიტიურს ნეგატიური, ხოლო ნეგატიურს პოზიტიური მომენტები ახლავს. თქვენი თითოეული თვისება მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება. პოზიტიური და ნეგატიური თვისებები ერთნაირად მიიღეთ და შეიყვარეთ. ამის წყალობით გააცნობიერებთ იმ შესაძლებლობებს, რომელთაც ცხოვრება მუდმივად გთავაზობთ.