
სავსე მთვარე – ვარსკვლავური საათი არა მხოლოდ მაქციებისთვის, არამედ უბრალო მოკვდავთათვის. ხუმრობის გარეშე: ითვლება, რომ ეს დაფიქრების და გათავისუფლების, განკურნების დროა, ასევე ბნელი ძალების გაღვიძების დრო. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ სავსე მთვარის ფაზა ისე, რომ საკუთარ თავს და სხვებს ზიანი არ მიაყენოთ.
როგორც ფსიქოლოგები, ასტროლოგები და ანთროპოლოგები თვლიან, მთვარე ჩვენს ემოციებზე ძლიერ გავლენას ახდენს. სავსე მთვარის ფაზაში ზოგს ფსიქიკური პრობლემები უარესდება, ზოგს შთაგონების ძლიერი ტალღა იპყრობს, სხვებს სურვილი აქვთ მოიშორონ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხელს უშლით. როგორც არ უნდა იყოს, ამ პერიოდის უგულებელყოფა არ შეიძლება. პრაქტიკული მაგალითები არსებობს, რომ მის რითმს მივყვეთ და არ შევეწინააღმდეგოთ. თუ სავსე მთვარის მიმდინარე მოვლენებზე განეწყობით და რამდენიმე რიტუალს ჩაატარებთ, არა მხოლოდ დედამიწის თანამგზავრი გაიზრდება. ეს დრო შეიძლება თქვენი ზრდის კატალიზატორი გახდეს.
სელენა თუ არტემიდა?
მრავალ ტრადიციაში მთვარე (სელენა, არტემიდა, ფება და ა.შ. როგორც არ უნდა დაარქვათ) ასოცირდება ქალურ საწყისთან, ინტუიციასთან, მგრძნობელობასთან და მისტიკურ აზროვნებასთან. უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ქალები ახალი მთვარის ფაზაში სისხლისგან ბუნებრივად იცლებიან. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ ემთხვევა, მაგრამ.
ინდიელების ზოგიერთ ტომში არსებობდა ტრადიცია „მთვარის ლოჟა“. ასე უწოდებდნენ დასვენების და განმარტოების ადგილს, სადაც ქალები მენსტრუაციის დროს ისვენებდნენ. ამ დროს ქალები ყველანაირი მოვალეობისგან თავისუფლდებოდნენ – საჭმლის მომზადება, ბავშვების მოვლა და ა.შ. წესი მკაცრი იყო: ქალისთვის საკუთარ ბუნებასთან გაერთიანებაში ხელის შეშლის მცდელობა განიხილებოდა, როგორც მთელი ტომის კეთილდღეობის დარღვევა. დედები, ცოლები, დები და ქალიშვილები ცხოვრების შემოქმედებითი ძალის მფარველად ითვლებოდნენ, ხოლო მათი დასვენება ნაყოფიერების და სიუხვის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.
ჩინელმა მკურნალებმა უკვე დიდი ხანია ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მთვარის ციკლი 28 დღე ქალის მენსტრუაციულ ციკლს ემთხვევა. ქალებს რჩევა: უფრო მეტად დაისვენეთ იმ დღეებში, როცა მენსტრუაციის დაწყებას ელოდებით. განსაკუთრებით მაშინ, როცა სავსემთვარეობას ემთხვევა – ამ დროს ნეგატიური მდგომარეობა ორმაგდება. შესაბამისად, უფრო ძლიერი ტკივილისა და მეტი დეპრესიისთვის უნდა მოემზადოთ.

სავსემთვარეობა: რა უნდა მოვიმოქმედოთ
ადრე, რუსი გლეხები თვლიდნენ, რომ სავსემთვარეობისას საჭიროა მარცვლეულის დათესვა (ეს „სრულ“ თავთავს ნიშნავს), ასევე ჭარხლის, თალგამის და კომბოსტოს დარგვა. ამ დროს დარგული ბოსტნეული ისეთივე მსხვილი და მრგვალი გაიზრდება, როგორც ზეციური მნათობი. დაე, ახლა დასარგავად ან დასათესად საუკეთესო დრო არაა, მაგრამ მებაღეებს და მებოსტნეებს შეუძლიათ რჩევა მომავლისთვის გაითვალისწინონ.
ასევე ცდილობდნენ მომარაგებას. ითვლებოდა, რომ სიკეთე გამრავლდება და დიდხანს შეინახება. ამ პერიოდში სახლში მეღუმელეს პატიჟებდნენ (ამ დღეს გაწმენდილი ღუმელი დიდხანს ძლებდა), ხეს ჭრიდნენ და სახლის საძირკველს ყრიდნენ. „სავსე მთვარეზე სახლიც სავსე ჯამია“ – ამბობდნენ გლეხები.
უმეტესობა ჩვენგანს ღუმელში შეძვრომა და ხის მოჭრა არ გვჭირდება, მაგრამ იგივე პრინციპის დაცვა შეიძლება. მაგალითად, კარგი დროა უძრავი ქონების და ტრანსპორტის შესაძენად, ასევე დეპოზიტების გასახსნელად. ინვესტიციების დაბანდება ძალიან წარმატებული იქნება.
კარგია ფულის დაგროვების დაწყება. შელოცვაც არსებობს, რომელიც (როგორც ხალხში თვლიან) კეთილდღეობას და ოჯახურ ბიუჯეტს ზრდის. სავსემთვარეობის პირველ დღეს ახალი მსხვილი კუპიურა უნდა აიღოთ, სამკუთხედად დაკეცოთ და წინასწარ დამახსოვრებული სიტყვები წარმოთქვათ:
„როგორც მდინარე პატარა ნაკადულებს იზიდავს და იერთიანებს, როგორც მდინარეები დიდ ზღვაში ერთიანდება, როგორც ღამე დღეს იზიდავს, ასე ფულმა თავის მსგავსი მოიზიდოს და ერთად მოგროვდეს. ბევრი შემიგროვდებით, გავმდიდრდები. როგორც ვთქვი, ისე იქნება“ .
ფულის მოსაზიდად უფრო მარტივი მეთოდიც არსებობს: ხელისგულზე ვერცხლის მონეტა დაიდეთ და მთვარეს აჩვენეთ.
სავსემთვარეობას ორგანიზმის პრობლემები მძაფრდება, საუკეთესო დროა ჯანმრთელობას მიხედოთ. ყველა აუცილებელი ანალიზი და გამოკვლევა ჩაიტარეთ, სპეციალისტებს მიმართეთ. ამ დღეებში შედეგი უფრო აშკარა და საიმედო იქნება.
შემოქმედება – კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც სავსე მთვარის ფაზაში სრულად იშლება. კარგი დროა იდეების მისაღებად. დიდი ალბათობით რომანის სიუჟეტში, რომელსაც თქვენ წერთ, ახალ კვანძებს მოიფიქრებთ. ახალ თემებს პროექტებისა და პოსტებისთვის, სურათის ახალ კონცეფციას და ა.შ. ახალი მასტერკლასები, ტრენინგები და სემინარები – მათ აქტიური „კი“ უთხარით!
დავამატებთ, რომ ასტროლოგები სავსემთვარეობას ბავშვის ჩასასახად კარგ დროს მიიჩნევენ. (მით უმეტეს, ქალის და კაცის ლიბიდო ამ დღეებში პიკს აღწევს. როგორც ამბობენ, ორგაზმიც უფრო ძლიერია). სავსემთვარეობისას ჩასახული/დაბადებული ბავშვები მისტიკურ აზროვნებას და გამორჩეულ უნარებს ფლობენ.

და ბოლოს, შეყვარებული მამაკაცი ამ პერიოდში უფრო შეუპოვარი ხდება და შეყვარებულს ხელსა და გულს უფრო თამამად თხოვს. გოგოებისთვის რეკომენდებულია, რომ თანხმობით უპასუხონ: ცოლქმრული კავშირი უფრო ძლიერი, ხანგრძლივი და ბედნიერი იქნება.
რისი გაკეთება არ შეიძლება სავსემთვარეობისას
ასტროლოგები მკაცრად არ გირჩევენ ვალის აღებას ან მოვალეებისგან ფულის შეგროვებას. (ფულით დახმარება აკრძალული არაა, მხოლოდ სარგებლის მიღების გარეშე). გაურკვეველი მიზეზით დედამიწის თანამგზავრი ფულის სრულად დაბრუნებას ხელს შეუშლის და დიდი ალბათობით კამათი მოგიწევთ მასთან, ვისაც ფული ასესხეთ.
შემოქმედებითმა ხალხმა მკაცრი დიეტა არ უნდა დაიცვას. მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი, რასაც შიმშილის მწვავე გრძნობა ახლავს, ახალ იდეებს ხელს შეუშლის.
დაუშვებელია კამათი და ურთიერთობების გარკვევა, რადგან დიდი რისკია აფეთქდეთ. მცირე კამათი შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს, ხოლო უფროსობასთან ჩხუბი დაქვეითებას ან გათავისუფლებას გამოიწვევს. (მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ხელფასის ზრდასთან ან დაწინაურებასთან არის დაკავშირებული, სჯობს უფრო შესაფერისი დროისთვის გადადოთ).
თუ უძრავ ქონებაში ფულის ჩადება შეიძლება და საჭიროა, მცირე ხარჯებზე უარი უნდა თქვათ. მსხვილი ავეჯი, მანქანა, ახალი ბინა დიდხანს ერთგულად და კარგად გემსახურებათ. აი, შოპინგი, პირიქით, სიამოვნებას არ მოგანიჭებთ. სავარაუდოდ, გარდერობს უსარგებლო და უხარისხო ნივთებით გაავსებთ.
სახლის გენერალური დალაგებაც არ დაიწყოთ. შანსია, რომ ზედმეტი იმპულსურებით ძალიან საჭირო ნივთები გადაყაროთ. სახლში იდეალურ სისუფთავეს მაინც ვერ მიაღწევთ. სამწუხაროდ, სავსემთვარეობას ნაგავი და ჭუჭყიც გროვდება.
რეკომენდებული არაა ალკოჰოლის, დამამშვიდებელი საშუალების, ენერგეტიკული სასმელის და ძლიერი ყავის დალევა. ყველა მასტიმულირებელი სასმელი და პრეპარატი სისხლში იმდენად შეიწოვება, რომ შეიძლება მოიწამლოთ.
აკრძალულია კოსმეტოლოგის და პლასტიკური ქირურგის მომსახურების მიღება. დიდია დამწვრობის, ულამაზო ნაწიბურების, კანის ძლიერი გაღიზიანების და სხვა გართულებების მიღების რისკი. ყველაზე ცუდია ის, რომ სავსემთვარეობას მიღებული ჭრილობები ძალიან დიდხანს და ძნელად იკურნება.
არ გირჩევთ თმის შეჭრას და შეღებვას. თუ საქმე ეხება ვარცხნილობის „განახლებას“, ბოლოების გასწორებას და რუტინულ შეღებვას და არა იმიჯის კარდინალურ შეცვლას, კარტი თქვენს ხელშია. სწორედ სავსემთვარეობის ძლიერდება სურვილი, რომ ქალთევზადან დემონურ შავგრემან ქალად გარდაიქმნათ ან წელამდე გაზრდილი თმა პიქსით შეცვალოთ. ცვლილება წარმატებული იქნება, რამდენიმე დღის შემდეგ ინანებთ.