როგორ მივაღწიოთ „ძვირიანი“ კანის ეფექტს უმალ: 10 ჰაილაითერი ნატურალური ფინიშით

0
956

ზოგს მოსწონს ბზინვარე ჰაილაითერი, რომელიც კოსმოსიდან ჩანს, ზოგს – ნატურალური, ძლივს შესამჩნევი ბზინვარებით. თუ მეორე ჯგუფს ემხრობით, Girl.ge-ს რედაქციის დღევანდელი სტატია მოგეწონებათ. დღეს გიამბობთ ჰაილაითერების შესახებ, რომლებიც კანზე „მოვლილ“ ეფექტს ქმნიან. წაიკითხეთ და შეინახეთ!

Teint Couture Drop, Givenchy

photo credit: Shutterstock

Givenchy-ს თხევად ჰაილაითერს მარგალიტისებრი ელვარება აქვს, რაც მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება. ტექსტურა საშუალებას იძლევა, რომ გლუვ ტონალურ კრემს შეურიოთ და უფრო ბზინვარე ეფექტი შექმნათ. ისე გამოიყურება, თითქოსდა თქვენი კანია, მხოლოდ უკეთესი.

Dior Backstage Face Body Glow, Dior

photo credit: Shutterstock

Dior Backstage-ს ხაზი დახვეწილი დიზაინის და კარგი ფორმულების გამო გვიყვარს. კონკრეტულად ამ ჰაილაითერს კარგი ტექსტურა და შამპანურისებრი იდეალური ჩრდილი აქვს – ნებისმიერი ტონის კანს მოუხდება. აბსოლუტურად უხილავია, რადგან ცალკეული ბზინვარე ნაწილაკები არ აქვს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა თქვენი კანი ბზინვარებს და არა რომელიმე პროდუქტი. გარდა ამისა, სხეულზე სექსუალურ ელვარებას ქმნის და შესანიშნავად გამოიყურება.

Baume Essentiel Muti Use Glow Stick, Chanel

photo credit: Shutterstock

თუ კანზე სველი ეფექტი მოგწონთ, ეს ერთ–ერთი ჰაილაითერია, რომელიც ამას წამებში შექმნის. ბევრი მსგავსი ჰაილაითერი ტონალურ საფუძველთან „ვერ მეგობრობს“, მას გვერდზე სწევს, მაგრამ ეს ასეთი არაა. ჰაილაითერი თითქოსდა თქვენი მეორე კანია. საკმაოდ დიდხანს ძლებს. ყველაზე ბუნებრივი გარეგნობის შესაქმნელად თითის ბალიშებით წაისვით.

Glow And Go Strobe Highlighter, Eveline Cosmetics

photo credit: Shutterstock

ეს ჰაილაითერი შეიძლება იყოს კაშკაშა ან ძალიან ბუნებრივი, რაც ფუნჯზე და საშუალების ფენების რაოდენობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნატურალური სტილისთვის საშუალო ზომის ფუმფულა ფუნჯი უნდა აიღოთ და 1–2 ფენა წაისვათ, კანზე მსუბუქად გადაიტაროთ. შესაბამისად, თუ რაღაც კაშკაშა გსურთ, ჩრდილების ჩამშლელი ფუნჯი აიღეთ და წაისვით. წვრილი დაფქვისა და ცალკეული ბზინვარე ნაწილაკების არარსებობის გამო კანზე „ძვირიან“ ეფექტს ქმნის.

Neo Nude A-Hightlight, Giorgio Armani

photo credit: Shutterstock

პატარა ზომის მიუხედავად დიდხანს გეყოფათ. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ მოსახერხებელი აპლიკატორი წვეტიანი წვერით, რომელიც იმდენ პროდუქტს იღებს, რამდენიც საჭიროა. მას ძალიან მსუბუქი, ძლივს შესამჩნევი ბზინვარება აქვს, ამიტომ იდეალურია მათთვის, ვინც ყოველდღიურად არ იღებება.

Supreme Illuminator, Sensai

photo credit: Shutterstock

ამ საშუალებაზე ბევრს არ ლაპარაკობენ, არადა ძალიან მაგარია! მას მივაგენით ვიზაჟისტების გვერდებზე, რომლებიც ამ ჰაილაითერს მოდელებზე ხშირად იყენებენ. ჰაილაითერი სახეზე სწორედ ისეთ „სიცივის“ ეფექტს ქმნის, რომელზეც ყველა ოცნებობს. ადვილად ისმება, სწრაფად იშლება და მთელი სამუშაო დღე ძლებს.

High Beam Liquid Highlighter, Benefit

photo credit: Shutterstock

ერთადერთი, რაზეც Benefit-ის ჰაილაითერის გამოყენების შემდეგ ფიქრობთ, Victoria Secret–ის მოდელებია პოდიუმზე. არ ვიცით, ჩვენების ვიზაჟისტები ამ საშუალებას იყენებენ თუ არა, მაგრამ ყვრიმალებზე მსგავს ლამაზ ბზინვარებას ნამდვილად ქმნის. მას მოჰყვება პატარა ფუნჯი, რომლითაც ჰაილაითერის წასმა და ჩაშლა მოსახერხებელია. მას მსუბუქი ცივი ქვეტონი აქვს, ამიტომ ღია ფერის კანისთვის უბრალოდ იდეალურია.

Mineralize Skinfinish ფერი Lightscapade, MAC

photo credit: Shutterstock

ეს საკულტო ჰაილაითერი უკვე 7-8 წლის წინ პოპულარული იყო. მაშინ ყვრიმალებზე ჰაილაითერის წასმის ტრენდი მხოლოდ იბადებოდა, ამიტომ საშუალება თანამედროვე სტანდარტებით საკმაოდ მოკრძალებულად ბზინვარებს. თუმცა ჩვენს კოლექციაში მაინც შედის იმ შემთხვევისთვის, თუ რაღაც ნატურალური და ძლივს შესამჩნევი დაგჭირდებათ. ის ყვრიმალების ზონას ანათებს და სახეს ჯანსაღ იერს ანიჭებს, კიდევ რა არის საჭირო?

Glow Explosion Liquid Highlighter, Elian Russia

photo credit: Shutterstock

Elian Russia ინდი–ბრენდი რუსულ ბრენდებს შორის ერთ–ერთი ფავორიტია. კომპანია მისაღებ ფასად ხარისხიან პროდუქტებს მოსახერხებელ შეფუთვაში ამზადებენ. თხევად ჰაილაითერს ნაზი ტექსტურა აქვს ცალკე ბზინვარე ნაწილაკების გარეშე, რომელიც ტექსტურას ხაზს არ უსვამს. უფრო მეტიც, პროდუქტს წარმოუდგენელი გამძლეობა აქვს – 30 წამში კანზე მაგრდება და „აღარ მოძრაობს“.

Glow Cream Illuminating Face Cream, Erborian

photo credit: Shutterstock

ზოგიერთი გოგო ამ კრემს პრაიმერად იყენებს, რომ კანის ოდნავ გაანათოს. ზოგიერთი წერტილოვნად ყვრიმალებზე და ზედა ტუჩის შუაში ისვამს, რომ მოცულობა შექმნას. ჩვენ კომბინირება გვიყვარს: ჯერ ტონის ქვეშ, შემდგ მის ზემოთ. პირდაპირ შიგნიდან ბზინვარებს!