
თითოეულ ჩვენგანს, რთულ სიტუაციაში, ღვთისთვის იღბლის გაღიმება უთხოვია, თუმცა, მის მოწყალებას ყველა ვერ იღებს. მართალია, ვარსკვლავები თავიანთ მფარველობას გვჩუქნიან, გამართლებას ფორტუნა განსაზღვრავს და მას რჩეულებიც ჰყავს. ვინ არიან ისინი? Girl.ge-ის რედაქცია ამას ახლავე გეტყვით.
12. ქალწული
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოდიაქოს ყველაზე იღბლიან ნიშნებს შორის, ქალწული ბოლო ადგილს იღებს, მაგრამ განა იმიტომ, რომ ბედისწერას რამე დაუშავეს. პირიქით, ისინი იმდენად კარგად აკონტროლებენ თავიანთ სიცოცხლეს, რომ მასში სპონტანურობის უმცირესი შანსიც კი არ არსებობს. მხოლოდ ფაქტები, ზუსტი ციფრები და მკაცრად გეგმის მიხედვით მოქმედება. ხანდახან, სისტემა ირღვევა და რინგზე გამოდის გამართლება, თუმცა, ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ შეგიძლიათ სტატისტიკურ ცდუნებად ჩათვალოთ. თუმცა, სწორედ ასეთი უეცარი მომენტები ჩუქნის ქალწულებს ნამდვილ წარმატებას. ამასთან, ისინი კარგად ახერხებენ დაგროვებას და დიდი რესურსიც აქვთ.
11. თხის რქა
არც ერთი თხის რქა არასდროს არ იტყვის, რომ ცხოვრებაში უმართლებს. ეს სიმართლეა, ნიშანი საპატიო მე-11 ადგილს იკავებს იღბლიანთა რეიტინგში. გახსოვდეთ: ბედისწერა ბოროტმოქმედი არაა. იგი მუდმივად გვიგდებს ახალ შესაძლებლობებსა და იდეალურ მომენტებს, თქვენ კი უბრალოდ მათ ყოველთვის ვერ ხედავთ. იყიდეთ მოდური სათვალეები და დაიწყეთ იქეთ-აქეთ მიმოხედვა. ამასთან, სწორედ თხისრქები არიან აბსოლუტური ჩემპიონები საოცნებო სამსახურის დევნაში, ეს კი უკვე იღბლად უნდა ჩაითვალოს. დატკბით რეგალიებით, თუმცა, არც ცხოვრების სხვა მხრები არ დაგავიწყდეთ.
10. ვერძი
ვერძები მეათე ადგილზე მხოლოდ იმიტომ მოხვდნენ, რომ მათ არ სჭირდებათ იღბალი, მისი კაპრიზებითურთ. ისინი იღებენ, რაც სურთ, და ტკბებიან ცხოვრებით, არ ფიქრობენ იმაზე, უმართლებთ თუ არა. თქვენი ქარიზმა საკმარისია იმისთვის, რომ მოიპოვოთ ნებისმიერი ბიჭი, საჭირო თანამდებობა და ბევრი ფული. თუმცა, რისკის, აზარტისა და გარკვეული აგრესიულობისადმი მიდრეკილება თქვენს წისქვილში ქვებს ყრის. თუ დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება გსურთ, ხანდახან მიეცით თავს მოსაწყენი და ზომიერი ცხოვრების საშუალება. და, თუ ყველაფერი მოგწონთ, მიაწექით და თავს უარი არაფერზე უთხრათ.
9. სასწორი
იღბლიანობის გადანაწილების თვალსაზრისით, სასწორი იგივე ქალწულია, ოღონდ უფრო კეთილი და გაცილებით მომხიბლავი. მისი მთავარი კოზირი იმაში მდგომარეობს, რომ დაბადებისას ამ ნიშნის თითოეული წარმომადგენელი იღებს ადამიანებით უპრობლემოდ მანიპულირების ფენომენურ უნარს. მეცხრე ადგილი მას მხოლოდ სიზარმაცისა და მსოფლიოს დაპყრობის სურვილის არქონის გამო ერგება. სასწორი არაა იღბლის იმედზე, ისინი მიჩვეული არიან სხვისი ხელებით მოქმედებას და ასე მშვენივრად ცხოვრობენ. როგორც ისინი, ვინც სიხარულით უძრვნის მათ თავიანთ რესურსებს.
8. კურო
კუროები, რომლებიც მერვე ადგილზე მყუდროდ მოკალათდნენ, ვერ დაიტრაბახებენ იღბალთან ახლო მეგობრობით, თუმცა, არ არსებობს სიყვარულში უფრო წარმატებული ნიშანი, ვიდრე კუროა. დახვეწილობა, ელეგანტურობა და ტაქტიანობა, პირდაპირი გაგებით, აბრმავებს გარშემომყოფებს, რომლებიც კუროებს სიამოვნებით პატიობენ ნაკლებს. გახსოვთ, როგორი გაგიჟებით გიყურებენ უცოლო კოლეგები კორპორატივებზე? აი ისიც, თქვენი კოზირი. გაიღიმეთ აქ, იხუმრეთ იქ – სულ ესაა, მიიღეთ, რაც გინდოდათ, და დატკბით ცხოვრებით. თანაც, მიდგომა ყოველმხრივ ამართლებს, ყველგან და ყველასთან.
7. კირჩხიბი
კირჩხიბი მაგარი იღბლიანი არაა, მაგრამ მე-7 ადგილი, რომელიც ამ რეიტინგში დაიკავა, არც ისეთი დაბალია. ეს იმიტომ ხდება, რომ, როცა მათ ძალიან სურთ რაღაცის მიღება, სამყარო ნაბიჯს დგამს, თუმცა, ამ ნიშნის წარმომადგენლები იშვიათად მიმართავენ მას. თუ რაღაც განსაკუთრებულს მოისურვებთ, უბრალოდ ისურვეთ – ბედნიერებასაც მიიღებთ. გახსოვდეთ, თქვენი სუპერძალა არა იღბალში ან რაღაც ფარულ ნიჭშია. თქვენი ნიშანი ყველაზე ბედნიერია ოჯახურ ურთიერთობაში, ამიტომ, შეგიძლიათ, არ შეუშინდეთ ტყუილებს, განშორებებს, უშვილობასა და მარტოხელა სიბერეს. ამ მხრივ თქვენ ყველაზე იღბლიანი ხართ.
6. ლომი
ლომები თხისრქები ხომ არ არიან, ისინი თვლიან, რომ ყველა სიაში პირველ ადგილს იმსახურებენ, თუმცა, რეალურად, ისინი მხოლოდ მეექვსე ადგილზე არიან, ზოდიაქოს ყველაზე იღბლიან ნიშნებს შორის. სწორედ სიამაყე, ზედმეტი თვითშეფასება და საუკეთესოობის სურვილი აფერთხებს მათ მიწაზე და აიძულებს, მძიმედ იშრომონ, სასურველის მისაღებად. თუ ფორტუნის შემობრუნება გსურთ, მოდუნდით და ოდნავ მაინც დაეყრდენით გარემოებებს. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ შეძლებთ ყველა წვრილმანის გათვალისწინებას. გახსოვდეთ, მცირე შემთხვევითობები კარგი უფროა, ვიდრე ცუდი.
5. მშვილდოსანი
მეხუთე ადგილი მტკიცედ და დიდი ხნით დაიკავა მშვილდოსანმა. იგი ყოველთვის პოზიტიური, დიპლომატიური და უზრუნველია. თუმცა, ამასთან, თამაშით ცხოვრობენ და ცოტა რამეს თუ ეკიდებიან სერიოზულობით. შესაძლოა, ამიტომაცაა იღბალი მხოლოდ ერთ-ერთი იმ მრავალ ფაქტორთაგან, რომლებიც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, ეს კი თავისებურად შესანიშნავია. თქვენი ენერგია საკმარისია ნებისმიერი, თუნდაც შეუძლებელი სურვილის განსახორციელებლად, ამიტომ, სწორად გაანაწილეთ პრიორიტეტები და ჩართეთ ისინი თქვენს ცხოვრებაში. სადღაც ევერესტის დაპყრობასა და ბალიზე ცეკვას შორის.
4. თევზები
მყიფე და მგრძნობიარე თევზები უსაშველო ჩანს, ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით. ამ ნიშნის თითოეული წარმომადგენლის უკან დგას პირადი მფარველი ანგელოზი, რომელიც იღბალს ყანწით უსხამს. იქნებ, ამიტომ, ან იქნებ იმიტომ, რომ ერიდებიან ამაო რისკს, თევზები მეოთხე ადგილს იკავებს. თქვენი ძალა შემოქმედებასა და თვითგამოხატულებაშია, ამიტომ გამოიყენეთ თქვენი საუკეთესო მხარე, როცა იღბლის დამატებითი ულუფა დაგჭირდებათ. იმღერეთ, ხატეთ, კერეთ, იცეკვეთ ან უბრალოდ მოყევით ანეკტოდები ყოველ გაუგებარ სიტუაციაში – პრობლემები ჩაქრება და გაქრება.
3. მორიელი
რეიტინგში ლიდერთა სამეულს მორიელი ხსნის. ეს ნიშანი ყველაზე საზიზღრად იმიტომ მიაჩნიათ, რომ მისი შურთ. ნუ, ხასიათიც მძიმე აქვს. თუმცა, ეს იმას ვერ ფარავს, რომ მორიელი ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს. 1 საათის, დღის თუ წლის შემდეგ, ასე თუ ისე, ეს ნიშანი იმარჯვებს. შეიძლება, მას სამართლიანობის გამწვავებული გრძნობა, დაუჯერებელი სიმტკიცე და აუტანელი სიჯიუტე უწყობს ხელს. ან, იქნებ, ის ფაქტი, რომ არავის ტოვებს გულგრილს. ყველას ან მორიელთან დაწოლა უნდა, ან მისი მოკვლა, ან მის ადგილზე ყოფნა.
2. მერწყული
მეორე ადგილი მერწყულს ერგო. იგი რეალურ ცხოვრებას სრულადაა მოწყვეტილი: ან ფანტაზიაში ცხოვრობს და იშვიათად გამოდის სინამდვილეში, ან რაღაცაზე იმდენად იციკლება, რომ გარშემო ვეღარაფერს ხედავს. ამასთან, იღბალს უყვარს მამაცები. ერთი მხრივ, ეს კარგია, მერწყულს ისე უმართლებს, როგორც დამწყებებსა და გმირებს – ყოველთვის და უპირობოდ. თუმცა, მეორე მხრივ, სამყარო ადრე თუ გვიან მოუწოდებს მას ბალანსისკენ და თავის სამფლობელოში რაღაც მნიშვნელოვანი შაქვს. მართალია, მერწყული ასეთ მომენტებშიც კი ახერხებს თავის დაძვრენას. როგორ? არავინ იცის, იქნებ, უბრალოდ უმართლებს.
1. ტყუპები
ტა-ტა-ტა-ტაააამ! ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნების სიაში პირველი ადგილი ტყუპებმა დაიკავა. ამ ნიშანს ნებისმიერი არეულობიდან გამოძვრობა შეუძლია, რამდენადაც, უცნობ სიტუაციაში შებიჯებამდე, შედეგებს თვალნათლივ იაზრებს. მაგალითად, ტყუპები ღამით არ წავა ბნელ ტყეში, საეჭვო ნაცნობებთან ერთად. ამასთან, იგი ჭკვიანი, მხიარული და ძალიან ამტანია. მისგან ვერ მოისმენთ ჩივილს, მაშინაც კი, თუ ბუზღუნს იწყებს, ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანადაა, გარშემომყოფებს თავი ძალიან რომ არ შეაძულოს. მას მოსწონს მარტოობა, რაც დამოუკიდებლობის მთავარი კრიტერიუმია, ფორტუნა ასეთ დიდ პატივს რომ სცემს. აი, როგორ არ უნდა გიყვარდეთ იგი?