კოსმეტიკური პრობლემები, რომლებიც სერიოზულ დაავადებებზე მიუთითებს

0
782

ხანდახან, ბანალური მუწუკი ან კანის აქერცვლა მხოლოდ შემთხვევითობა და წმინდა კოსმეტიკური დეფექტია. თუმცა, ხანდახან ისინი დაავადებების სიმპტომებს წარმოადგენენ! თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს.

ნუ ინერვიულებთ, თუ კოსმეტოლოგი, ერთი შეხედვით, ერთმანეთის მსგავს კითხვებს გისვამთ. იგი აზუსტებს, რომელი ახალი კოსმეტიკური საშუალებები სცადეთ ბოლო დროს, როდის იყავით ბოლოს სოლარიუმში ან რამდენ ფინჯან ყავას მიირთმევთ დღის განმავლობაში. ეს არც ცნობისმოყვარეობაა და არც მომაბეზრებლობა. დიდი ალბათობით, სპეციალისტი რაღაცამ დააეჭვა. ზოგიერთი “პატარა” პრობლემა ყურადღებიანი სპეციალისტისთვის სერიოზულ სიგნალად შეიძლება იქცეს. ორგანიზმის ფუნქციონირების დარღვევების საწყის სტადიებზე აღმოჩენა გაცილებით მარტივია, ვიდრე დიდი ხნის პრობლემების მკურნალობა. ხანდახან, სწორედ კოსმეტოლოგი აქცევს პირველად ყურადღებას აისბერგის წვერს და იხსნის ჯანმრთელობას, ხანდახან კი, მისი პაციენტის სიცოცხლესაც კი. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, თუ რას აქცევენ ექიმები ყურადღებას ყველაზე ხშირად.

1. თვალების სიწითლე

Photo credit: Getty Images

თუ ვერ გამოიძინეთ, დიდხანს იჯექით კომპიუტერთან, საკუთარ თავზე წამწამების გამზრდელი საშუალება გამოსცადეთ, თვალების დროებითი ჩაწითლება გამოსწორებადია. საკმარისია, მიზეზი აღმოფხვრათ, რომ პრობლემა გაქრეს. სხვა საქმეა, თუ კაპილარების დაზიანება გარე მიზეზების გარეშე ხდება. ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ქალაშიდა ქნევა წესრიგში არაა, გაჩნდა ნევროლოგიური პრობლემები ან დასახმარებლად ფლებოლოგს უნდა მიმართოთ.

2. კანის ყვითელი შეფერილობა

ეს შეიძლება თანდაყოლილი თავისებურება იყოს, თუ, მაგალითად, ასეთი კანი ნათესავების უმეტესობას ახასიათებს. შეიძლება, ამის მიზეზი ზოგიერთი პილინგის პოსტტრავმატული რეაქცია გახდეს. განსაკუთრებით, თუ, ექიმების გაფრთხილების მიუხედავად, სიტუაცია სოლარიუმში ვიზიტით გაამწვავეთ. თუმცა, თუ კანი ხილული მიზეზების გამო არ გაყვითლებულა, შეამოწმეთ ღვიძლის მდგომარეობა, გამორიცხეთ ჰეპატიტის ალბათობა.

3. კანის ჭარბი ცხიმიანობა, აქტიური ქონდენა

Photo credit: Getty Images

თუ ეს არასწორად შერჩეულ კოსმეტიკაზე ან მავნე კვებით ჩვევებზე კანის რეაქციაა, აღმოფხვერით მიზეზი და დააკვირდით. მაგრამ, თუ კანი ასე უმიზეზოდ შეიცვალა, დაუყოვნებლივ გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი და სისხლში შაქრის დონე. კანის ჭარბი ქონი შაქრიანი დიაბეტის პირველი თვალსაჩინო სიმპტომია ან შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევაზე მიუთითებდეს.

4. შეშუპება და თიაქარი თვალქვეშ

Photo credit: Depositphotos

რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ასაკობრივი ცვლილებები, სახის წყობის ინდივიდუალური თავისებურებები. თუმცა, სანამ ამ ესთეტიკურ “ნაკლთან” ბრძოლას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ თირკმლები გამართულად მუშაობს.

5. აკნე

Photo credit: Depositphotos

კვალიფიციური დერმატოლოგისთვის, აკნე სერიოზუი მიზეზია, დაეხმაროს პაციენტს და ყურადღება უფრო ღრმა პრობლემებისკენ მიმართოს. აკნე ძალიან იშვიათად ჩნდება მხოლოდ გარე-ფაქტორების შედეგად (არ აგერიოთ ვულგარულ მუმწუკებში). ჩვეულებრივ, ესაა SOS-სიგნალი, რომელსაც ორგანიზმი მაშინ გზავნის, როცა ნამდვილი უბედურება ატყდება თავს. აკნეს განლაგების მიხედვით, დიდი ალბათობით შეიძლება იმის გამოცნობა, თუ სად რა სახის დარღვევას აქვს ადგილი. ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი გინეკოლოგიის ზონაა. ქვედა ყბის ნაწილზე აკნე იმუნურ სისტემას უკავშირდება. საფეთქლებთან გაჩენილი გამონაყარი თირკმლების გამოკვლევის საბაბს იძლევა.

6. ანთება კანზე

ამის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი ფაქტორები. ნებისმიერი მანიპულაციის (წმენდამდე, მოვლით, აპარატურულ და ინექციურ პროცედურებამდე) ჩატარებამდე, ექიმმა აუცილებლად უნდა აიღოს კანის ნაფხეკი და მასალა ანალიზზე გაგზავნოს. კანის ანთების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს მრავალგვარი შინაგანი ინფექცია ან, მაგალითად, რძიანა. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ექიმ-დერმატოლოგი, სახის წმენდის დაწყების ნაცვლად, დელიკატურად დაინტერესდება, ხომ არ შეგიმჩნევიათ საეჭვო გამონადენი, ხომ არ გაწუხებთ ქავილი ინტიმურ ზონაში. ანთება ნიკაპზე და უეცრად ასეთი კითხვები? აღმოჩნდა, რომ პირდაპირ კავშირშია! კარგი ექიმისთვის არამხოლოდ კოსმეტიკური პროცედურების კურსის დანიშვნა, არამედ პაციენტის სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი.