ჩრდილი ასაკს გმატებთ? თვალის ანტი-ეიჯ მაკიაჟის 6 წესი

0
399

ჩრდილების ფერისა და ტექსტურის არჩევა საკმაოდ რთული დავალებაა, რადგან სწორედ თვალის მაკიაჟი ასრულებს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს გარეგნობაში. Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, ბრენდ Yves Saint-Laurent-ის წამყვან ვიზაჟისტთან გაგვერკვია, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ანტიასაკობრივი ჩრდილები. ახლა ინფორმაციას თქვენც გაგიზიარებთ!

კოსმეტიკა დიდებული ინსტრუმენტია, რომელსაც თქვენი გარდასახვა შეუძლია, როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენაც. სწორად შერჩეულ ფერებსა და ტექსტურებს ვიზუალურად თქვენი გაახალგაზრდავება შეუძლია, თუმცა, მოუხერხებელ ხელებში იგივე წესი უკუღმა იმოქმედებს. სახეს დაღლილი, გამოფიტული იერი რომ არ მისცეთ, შეგახსენებთ რამდენიმე წვრილმანს.

თვალის მაკიაჟის წესები

1. კონტრასტის წესი

Photo credit: Fotoimedia

როგორ შევარჩიოთ ჩრდილები, თვალის ფერის მიხედვით? ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა თვალის ფერის კონტრასტულ ჩრდილებს. თუ ლურჯი თვალები გაქვთ, აირჩიეთ თბილი (ატმისფერი, ბრინჯაოსფერი) ელფერები, თუმცა, უარი თქვით ლურჯისა და ცისფრის ყველა ვარიაციაზე (ცივ ფერებზე). ისინი მზერას დაღლილობასა და ასაკს მატებს. თუ, მაგალითად, მწვანე თვალები გაქვთ, აირჩიეთ ის ჩრდილები, რომლებიც წითელ პიგმენტს შეიცავს: ბორდოსფერი, იასამნისფერი, შოკოლადისფერი და სხვ.

2. უარი თქვით აგურისფერსა და მწვანეზე

Photo credit: Fotoimedia

თუ ჩრდილების შერჩევის უნივერსალურ წესებზე ვისაუბრებთ, მოერიდეთ აგურისფერსა და ნებისმიერ იმ ფერს, რომელიც წითელ პიგმენტს შეიცავს (თუ მწვანე თვალები არ გაქვთ). ისინი ხაზს უსვამს წითელ სისხლძარღვებს და თვალებს დაღლილობას სძენს. გარდა ამისა, მოერიდეთ ლურჯ და მწვანე ჩრდილებს – ისინი ხაზს უსვამს თვალქვეშა სილურჯეებსა და თვალის გარშემო წვრილ ვენებს. თუ ძალიან მოგწონთ ეს გამა, რა თქმა უნდა, მაკიაჟში გამოიყენეთ, მაგრამ თვალის გარშემო ზონა კარგად დაფარეთ კორექტორით, კონსილერითა და ჰაილაითერით.

3. დაიმახსოვრეთ ფერთა შეხამების წესები

ჩრდილების შერჩევა გაგიიოლდებათ, თუ ფერთა უბრალო თეორიას დაიმახსოვრებთ:

თვალისა და ჩრდილის ფერების შეხამებისას, აუცილებლად დაიცავით საწინააღმდეგო ფერები ფერთა წრეზე, რომლებიც ერთმანეთის მოწინააღმდეგე მხარესაა განლაგებული. მეზობელი ფერები თვალებს აუცილებლად “დააბერებს”.

4. ნაკლები ბზინვა

Photo credit: Getty Images

თუ არ გინდათ, რომ ასაკი მოგემატოთ, ნუ გამოიყენებთ პერლამუტრიან ჩრდილებს მოძრავ ქუთუთოზე. მისი გამოყენება რეკომენდებულია შუქის აქცენტის სახით, მატე ჩრდილებთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაკიაჟი უსუფთაო გამოვა.

5. ფრთხილად იყავით ქვედა ქუთუთოსთან

Photo credit: Fotoimedia

ქვედა ქუთუთოზე ზედმეტი კოსმეტიკის წასმით, თქვენ ხაზს გაუსვამთ მუქ წრეებსა და ტომრებს თვალქვეშ, რითაც “დაღლილი მზერის” ეფექტს შექმნით.

6. სწორად წაისვით ტუში

Photo credit: Deposotphotos

არ გადააჭარბოთ ქვედა ქუთუთოზე ტუშის გამოყენებით. იგი შეიძლება ჩამოიყაროს და, როცა თვალქვეშ მოხვდება, ხაზს გაუსვამს შავ წრეებსა და მიმიკურ ნაოჭებს.