ონლაინ-შოპინგის 5 საიდუმლო: მოუფრთხილდით ფულსა და ნერვებს

0
363

ონლაინ-შოპინგი უკვე ახალი ხილი აღარაა – სულ უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებს მას მაღაზიებში დამღლელ ხეტიალს. მზად ხართ, ტრენდებზე ონლაინ ინადიროთ? Girl.ge-ის რედაქციამ იცის 5 ხრიკი, რომლებიც შოპინგს ონლაინ რეჟიმში უფრო საინტერესოსა და მარტივს გახდის.

1. შეუკვეთეთ კვირის შუა დღეებში

ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე მიმზიდველ ფასებს სწორედ კვირის შუა დღეებში შეხვდებით – ასე ზრდიან ონლაინ-მაღაზიები გაყიდვებს მაშინ, როცა მყიდველის რაოდენობა მცირდება. ამიტომ, თუ ფასდაკლებებს ელოდებით, დაათვალიერეთ ინტერნეტ-მაღაზიები ხუთშაბათს და არა ზარმაც შაბათ-კვირას.

2. მიუთითეთ პროფილზე დაბადების თარიღი

ბევრი ბრენდი უკეთებს თავიანთ მომხმარებლებს დაბადების დღის საჩუქრებს – ხშირად, ესაა დამატებითი ფასდაკლება, ხანდახან კი სასაჩუქრე ვაუჩერიც კი!

Photo credit: Getty Images

3. არ დაგავიწყდეთ ონლაინ-აუთლეთები

აუთლეთი არამხოლოდ სავაჭრო ცენტრებში, არამედ ინტერნეტშიცაა – მათში იპოვით საყვარელი ბრენდების ნივთებს წინა კოლექციებიდან, გაცილებით დაბალ ფასად. დროა, ბოლოს და ბოლოს, შეიძინოთ ის კაბა, რომელზეც ნახევარი ხელფასის დახარჯვა მოგიხდებოდათ – ახლა ამავე თანხით მთელ გარდერობს შეავსებთ.

4. შეისვენეთ

ნივთის გადადება ონლაინაც შეიძლება. თუ ეჭვი გეპარებათ, გჭირდებათ თუ არა მეხუთე შავი ფეხსაცმელი, უბრალოდ ჩააგდეთ იგი კალათში და დაუბრუნდით შოპინგს რამდენიმე დღეში.

Photo credit: Getty Images

5. გამოიწერეთ შეტყობინებები

ნებისმიერ საიტზე რეგისტრაციისას, მაშინვე ამბობთ უარს საფოსტო შეტყობინებებზე? ძალიან ცუდი! სწორედ მათი დახმარებით გვატყობინებენ ინტერნეტ-მაღაზიები და ბრენდები ახალი შემოთავაზებების, ფასდაკლებებისა და მრავალფეროვანი აქციის შესახებ, ეს ხომ ძალაინ სწრაფი და მოსახერხებელი გზაა, ვიდრე ონლაინ-მაღაზიების საიტების გადაქექვა ფასდაკლების ძიებაში.