ტრენდი VS ანტიტრენდი: როგორ უნდა დაივარცხნოთ თმა 2021 წელს

0
604

რომელი ვარცხნილობები გადავიდა მოდიდან? დაგვჭირდება ბაფთები და თმისსამაგრები 2021 წელს? დღეს Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რა უნდა მოუხერხოთ თმას წელს, მოდური რომ იყოთ.

1. კონა

Photo credit: Instagram

თუ ადრე მოდაში მაქსიმალურად უჩვეულო და ჩახლართული კონები იყო, ახლა უპირატესობა მინიმალიზმსა და სიგლუვეს ენიჭება. ჯეი ლოს მასიური “კონსტრუქცია” 2021 წელს დიდად ჩამორჩევა ვანესა ჰაჯენსის დახვეწილ ვარცხნილობას. სურვილისამებრ, ჩამოუშვით ასიმეტრიული წინამო ისე, რომ სახის ნაკვთები გაიმეოროს. გთხოვთ, არ ჩაიმატოთ თმა, თვლები და სხვა მსგავსი დეტალები. გახსოვდეთ, რაც უფრო უბრალო იქნება ვარცხნილობა, მით უკეთესი.

2. ხვეულები

Photo credit: Instagram

გახსოვთ, იყო დრო, როცა თმის ძალიან პატარა კონებს ვახვევდით სახვევ უთოზე და ვლოცულობდით, რომ არ ჩამოვარდნილიყო? ჰოდა, ახლა ოსტატები თმას გაგრილების საშუალებას აძლევენ, შემდეგ კი ხვეულებს ვარცხნიან განიერკბილებიანი სავარცხლით, ვარცხნილობა ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს. თითქოს, თმა ბუნებრივად გეხვევათ ასე.

3. პატარა თმები (Baby hair)

Photo credit: Instagram

ნებისმიერ ჩვენგანს აქვს პატარა თმები, რომლებიც თმის საერთო მასიდანაა გამოყოფილი. ჰოდა, თუ ადრე მათ არავინ აქცევდა ყურადღებას, ახლა გოგონები მათ ლამაზ ფიგურებად ახვევენ პირდაპირ სახეზე, გელის გამოყენებით, რითაც ვარცხნილობას ხიბლს მატებენ. მალე ქუდების სეზონი დასრულდება, ამიტომ “პატარების” დავარცხნა თავისუფლად შეგეძლებათ.

4. წინა რიგები

Photo credit: Instagram

ჩვენ დღემდე დავდივართ დაუდევარი ვარცხნილობებით, თუმცა, დროა, უფრო ტრენდულებზე გადავიდეთ – ასეთია დაგლუვებული თმა ჩამოშვებული წინა თმებით. და, თუ ადრე თმებს ოდნავ მოვუშვებდით, ახლა მეტის ჩამოშვება შეიძლება, თანად, უთოთი კარგად უნდა გაატკიცინოთ. ამ სეზონზე ამ მოწყობილობის გარეშე ვერაფერს გახდებით!

5. თმის სამაგრები

Photo credit: Instagram

თუ თმის აქსესუარებზე გიჟდებით, შეეცადეთ, 2021 წელს მაქსიმალურად შეამციროთ მათი რაოდენობა, უპირატესობა კი დახვეწილ დიზაინებს მიანიჭეთ დაივიწყეთ უზარმაზარი და ზედმეტად თვალშისაცემი სამაგრები, აიღეთ შავი “უხილავი” სარჭი და ფრთხილად დაიმაგრეთ იქ, სადაც საჭიროა.

6. თმის აქსესუარები

Photo credit: Instagram

აქსესუარების თემას ვაგრძელებთ: გასულ წელს, მოდაში ბაფთები და ლენტები იყო, ახლა ისინი ე.წ. “კიბორჩალებმა” ჩაანაცვლა. გაიკეთეთ კონები მათი დახმარებით და ნუღარ მოერიდებით მათ გამოჩენას. 90-იანების მოდა დაბრუნდა!

7. კუდი

Photo credit: Instagram

ალბათ, ფიქრობთ, რომ კუდი ვერ დაძველდებოდა. ჩვენ გეტყვით, რომ დაძველდა. როგორც უკვე ვთქვით, ახლა მოდაში გლუვი ვარცხნილობებია, რაც კუდსაც ეხება. თუ ადრე ვარსკვლავებს შეეძლოთ თმის დაუდევრად აწევა, ახლა ისინი იდეალურად აგლუვებენ თმას, დაბოლოებებს კი გარეთ ახვევენ. 2021 წლის როლური მოდელი კიმ კარდაშიანი გახლავთ.

8. ნაწნავი

Photo credit: Instagram

ნაწნავი ნაწნავში, გახვეული კიდევ ერთ ნაწნავში – დაივიწყეთ, ასე აღარ გააკეთოთ. ახლა ყველა ცნობილი ადამიანი კუდს იკეთებს, თმას იწნავს, პატარა თმებს კი გელითა და სავარცხლით აწებებს. ეს ძალიან მოდურად გამოიყურება!