როგორი ჩრჩილი არსებობს და როგორ ვებრძოლოთ

0
898

ზაფხული დიდი ხანია გავიდა, მას შემოდგომა მიჰყვა, ჩვენ კი მწერებთან ბრძოლას სახლში ვაგრძელებთ. ჩრჩილი ბევრს მოსვენებას არ აძლევს! მისი არსებობა ხშირად იმდენად მაღიზიანებს, რომ უკვე თავს ვანებებ. თითქოსდა ყველაფერი დავალაგე, ნივთები გავაშრე, მარცვლეული სპეციალურ ჭურჭელში შევფუთე, ის კი ისევ და ისევ თვალში მხვდება. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ როგორი ჩრჩილი არსებობს, სახლში საიდან ხვდება და როგორ ვებრძოლოთ.

როგორი ჩრჩილი არსებობს

ჩრჩილი პატარა ფრთიანი მწერია ნამდვილი ჩრჩილების ოჯახიდან. მისი სხეულის ზომა 8 მმ–ს არ აღემატება, ხოლო ფრთების სიგრძე – 18 მმ–ს. იმაგოს (ზრდასრული ჩრჩილი) ფერი ნაცრისფრიდან ჭუჭყიან ყავისფრამდე მერყეობს. ჩრჩილი კვერცხებით მრავლდება, რომლებიც ჭიაყელებად გარდაიქმნებიან და სახლში მავნებლობენ.

ჩრჩილი ქერცლფთიანების რიგს მიეკუთვნება. ღამის ცხოვრების წესი აქვს. მთელ მსოფლიოში გავრცელებულია და დაახლოებით 15 ათასი სახეობა აქვს. სახლებში რამდენიმე მათგანი გვხვდება: საკვების და ტანსაცმლის ჩრჩილი. სახელი მისი კვების ბუნებას ასახავს. მის ახლოს შეგიძლიათ ჩრჩილი იპოვოთ, ხოლო საჭმელში ლარვები, ჭიის პარკები, ქსელის ნაშთები და ექსკრემენტები.

საკვების ჩრჩილი

საკვები ჩრჩილი იკვებება მაკარონის ნაწარმით, ბურღულეულით, ფქვილით, თესლებით, სანელებლებით, ჩირით, შაქრით, შოკოლადით, გამხმარი სოკოთი და ბალახებით. ხშირად გვხვდება მშრალ საკონდიტრო ნაწარმში – ფუნთუშებში, ბისკვიტებსა, შოკოლადის კანფეტებში, ამიტომ ხშირად პურის ჩრჩილს უწოდებენ. კაკალში თუ გვხვდება, კაკლის ჩრჩილს უწოდებენ და ა.შ. ჩვენთან, ძირითადად, მარცვლეულის და ბეღლის ჩრჩილი გვხვდება.

საკვები ჩრჩილის პოვნა მარტივია – მას საკვების გოროხებად შეწებების თვისება აქვს. დაზიანებულ მარცვალს მრგვალი ფორმა აქვს, კედლები აბრეშუმის ქსელით დაფარულია – ლარვები მარცვლებში შედიან და შიგნიდან ჭამენ, შემდეგ კი უკვე გარედან ჭამენ. ზოგჯერ, საკვები ჩრჩილი მასთან ახლოს მყოფ ჩრჩილში გვერევა, რომლებიც სახლში ხვდება  – წისქვილის, ფქვილის, ბეღლის ჩრჩილი.

წლის განმავლობაში საკვების ჩრჩილი მხოლოდ 1–2 თაობას იძლევა. მისი პეპლები გაზაფხულზე, მაისში ფრინდებიან. 5-11 დღე ცოცხლობენ. 2-3 კგ–ს გადაფრენა შეუძლიათ. აქტიურები არიან ღამით. 160–მდე კვერცხს დებენ.

საინტერესოა, რომ ბეღლის ჩრჩილი თავიდან ტყის სახეობა იყო, მაგრამ თანდათან საცხოვრებლად მთლიანად ადამიანების გვერდით გადავიდა. ბუნებაში ხის სოკოთი და დამპალი ხით იკვებება.

photo credit: Agric Wa Gov Au, Briantspuddle Wildlife

ტანსაცმლის ჩრჩილი

ტანსაცმლის, ავეჯის, ქურქის ჩრჩილი ან როგორც უწოდებენ ოთახის ჩრჩილი საკვები ჩრჩილისგან მოყვითალო–ოქროსფერი იმაგოთი განსხვავდება. ბინადრობს კარადებსა და საგარდერობო ოთახებში, ხალიჩებსა და ავეჯზე. იკვებება ნატურალური ქსოვილებით – აბრეშუმით, ბეწვით, ბუმბულით, მატყლით. მაგრამ არა მხოლოდ. ტანსაცმლის ჩრჩილის ლარვები აღმოჩენილია ბურღულეულში, ფქვილსა და ჩირებში. საკვები ჩრჩილისგან განსხვავებით სახლს არ აშენებს, არამედ ქსელს ტოვებს, გზას აკეთებს იმ მასალაში, სადაც ცხოვრობს.

ტანსაცმლის ჩრჩილი წელიწადში მხოლოდ 1 თაობას იძლევა. პეპლები შემოდგომაზე გამოდიან და დაახლოებით 7 დღე ცოცხლობენ. პირველ დღეს დაფრინავენ და შემდეგ უმოძრაოდ ბნელ ადგილებში სხედან. მოკლე ცხოვრების მანძილზე 60-100 კვერცხს დებენ.

როგორც ბეღლის ჩრჩილი ტანსაცმლის ჩრჩილიც ველურ ბუნებაში გვხვდება, ძირითადად, ჩიტის ბუდეებში.

საიდან ხვდება ჩრჩილი ჩვენს სახლში?

ჩრჩილი სახლში არასასურველი მობინადრეა, თუმცა თავს ვერ დავიზღვევთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მარცვლეულში ან ტანსაცმლის კარადაში არ გამოჩნდება. დიდი ჩრჩილი შეიძლება ღია ფანჯარაში შემოფრინდეს, ლარვები არა მხოლოდ ასაწონ მარცვლეულში, არამედ დალუქულ შეფუთვაშიც შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, შოკოლადის კანფეტში ან ახალი ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელზე.

სწორედ ამიტომ, უნდა დაფიქრდეთ, როგორ აიცილოთ თავიდან მათი გაჩენა და როგორ არ მისცეთ გამრავლების, ზიანის მოყენების და ნერვების მოშლის უფლება.

ჩრჩილთან ბრძოლის მეთოდები

საკვები ჩრჩილის გასამრავლებლად კომფორტული პირობებია +12 – +25 °C ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა 60%. +13 °C–ზე დაბალი ტემპერატურა მისი განვითარების ქვედა ბარიერს ქმნის.

ჩრჩილთან ბრძოლა პრობლემურია, მათი აღმოჩენა ადვილი არაა. მის კვერცხს მხოლოდ 0,3-0,5 მმ დიამეტრი აქვს, ხოლო მისგან გამოჩეკილი ლარვა სიგრძეში 1 მმ, ზრდასრული – 12 მმ. ჩრჩილი სწრაფად მრავლდება, მრავალი ინსექტიციდის მიმართ მდგრადია, რომლებიც სჯობს საცხოვრებელ ადგილებში, განსაკუთრებით სამზარეულოში არ გამოიყენოთ.

ყველაზე მარტივი მეთოდი: შაქრის, მარცვლეულის, მაკარონის, ჩირის, კაკლის, კანფეტის ყიდვისას მხოლოდ შენახვის ვადას ნუ უყურებთ, შეფუთვასაც ყურადღება მიაქციეთ. პროდუქტში წებოვანი გოროხების არსებობა იმის ნიშანია, რომ მასში უსიამოვნო „ბინადარი“ ცხოვრობს. ასეთი ‘სიურპრიზები“ ხშირად ქაოტურ ბაზრობებზე იყიდება. მაღაზიები, როგორც მწარმოებლები, რეპუტაციას უფრთხილდებიან და პროდუქციის სისუფთავეზე ზრუნავენ, ამიტომ ჩრჩილით გაფუჭებული ნივთი უფრო ნაკლებად გვხვდება.

კიდევ ერთი საპროფილაქტიკო მეთოდი: ჩრჩილის შესაძლო ბინადრობის ადგილას მოსაგერიელებელი სუნის გამოყენება. ამ მავნე მწერებს ციტრუსის, აბზინდის, ასფურცელას, ლავანდის, ევკალიპტის, მიხაკის, როზმარინის, კამის და ნემსიწვერას სუნები არ მოსწონთ. სწორედ ამიტომ, საკუჭნაოს თაროებსა და ტანსაცმლის კარადებში შეგიძლიათ ხმელი თაიგულები დააწყვოთ ან ეთერზეთებით ჰაერის არომატიზატორები დაამზადოთ და გამოიყენოთ.

ასევე შეგიძლიათ ბალახებით პატარა ტომარა გაავსოთ და კარადაში დაკიდოთ, თაროზე საგნებს შორის მოათავსეთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი სურნელი სწრაფად ქრება, ამიტომ პერიოდულად შეცვალეთ ან განაახლეთ.

ჩრჩილს ძმრის სუნიც არ უყვარს. სველი წმენდისას თაროები წყლის და ძმრის ნარევში დასველებული ჩვრით გადაწმინდეთ. პერიოდულად გაიმეორეთ. თან გადაამოწმეთ ჩრჩილი ხომ არ გაჩნდა.

კიდევ ერთი მეთოდი ჩრჩილისგან თავდასაცავად: შესანახი პროდუქტების თერმულად დამუშავება. მარცვლეული, ბალახი, ჩირი, სოკო დაამუშავეთ, სანამ შეინახავთ. ღუმელი + 60 გრადუსამდე გააცხელეთ და ნახევარი საათით პროდუქტები დაამუშავეთ. შემდეგ ჰერმენტულ ჭურჭელში მოათავსეთ.

და ბოლოს, ჩრჩილის საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ მწერების საწინააღმდეგო საშუალება, რომელთა შეძენას მაღაზიაში გელის, თხევადი კონცენტრატის, ემულსიის, აეროზოლის, სახრჩობელა აპარატის და წებოვანი ხაფანგის სახით შეძლებთ. ფრთხილად ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენეთ, რადგან ინსექტიციდები ტოქსიკურია. თან ყოველთვის 100%–იან შედეგს არ იძლევა.