
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტოპ 9 საბედისწერო ნიშანს, რომლებიც ასტროლოგებმა შეადგინეს.
თუ მოცემული ნიშნებიდან რამდენიმე თქვენ გეხებათ, დარწმუნებული იყავით, რომ საოცარი მომავალი გელით.
- პირველი. საქმე, რომლის გაკეთებას ინტუიცია გკარნახობთ, მარტივად გამოგდით.
- მეორე. თქვენ მხარს გიჭერენ და გიგებენ ადამიანები, ვისგანაც ამას არ ელოდოთ.
- მესამე. განმარტოების მომენტებში სიმშვიდეს და შინაგან ბედნიერებას პოულობთ.
- მეოთხე. ადამიანებს ადვილად არწმუნებთ, რომ თქვენი აზრები და იდეები ერთადერთი სწორია. თან იმ საქმეში რთავთ, რომელსაც აკეთებთ.
- მეხუთე. უფრო და უფრო გიჭირთ მასობრივი წარმოების ნივთების შეყვარება და უფრო და უფრო მეტად გიზიდავთ უნიკალური ნივთები, რომლებიც თითქოსდა სპეციალურად თქვენთვისაა შექმნილი.
- მეექვსე. თქვენ ჰარმონიას ხედავთ როგორც ბუნებაში მთლიანად, ასევე ცალკეულ დეტალებში.
- მეშვიდე. თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის ბევრი გაუცნობიერებელი ღიმილია. მას ხვდებით უბრალოდ გამვლელებში, ადამიანებთან ურთიერთობაში, რომელთა ენაც ცუდად გესმით, პატარა ბავშვების თვალებში ან უბრალოდ შინაურ ცხოველებში.
- მერვე. ყოველდღიური ცხოვრების მარტივ და პატარა მოვლენებს თქვენი განწყობის ამაღლება შეუძლია. მაგალითად, დილით ყავის ან ჩაის დალევა.
- მეცხრე. ფიზიკურად და გონებრივად ბრწყინავთ. უმაკიაჟოდაც ძალიან კაშკაშად გამოიყურებით და სხვების ყურადღებას იპყრობთ.
ახლა სავსემთვარეობაა, ეს დღეს მნიშვნელოვანი დანაკარგებით გემუქრებათ: შეიძლება სამსახური დატოვოთ, ვინმესთან ურთიერთობა გაწყვიტოთ, ცხოვრებისეულ მიზანს დაშორდეთ. სავსემთვარეობა გაფრთხილებთ შეხვედრის და მოგზაურობის მოულოდნელი გაუქმების, გზაზე არსებული საფრთხის შესახებ. შესაძლოა არასასურველ პირობებში კონფლიქტის მოგვარება მოგიწიოთ. ყველა საქმეში დაბრკოლებებს ელოდეთ, განწყობა საუკეთესოს სურვილს გიტოვებთ. პრობლემები ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება: კრიტიკა, ფინანსური ზარალი, ეჭვიანობა, ღალატი, არასწორი გადაწყვეტილება, დაუფიქრებელი ქმედება. ჩვენს ქმედებებს არა გონება და წინდახედულობა, არამედ ეგო და სისასტიკე მართავს.