ქალის მუცლის 5 ტიპი და როგორ მოვიშოროთ ვარჯიშის გარეშე. მწვრთნელის რჩევები

0
985

Girl.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ჯეიმს დუგიანის, ბრიტანელი მწვრთნელის და ბოდიბილდერის რჩევებს, თუ როგორ მოიშოროთ მუცელი, რომელიც ბევრ გოგოს ასე არ მოსწონს. იპოვეთ თქვენი „ტიპი“ და პრობლემა მოიშორეთ!

პირველ რიგში, სარკეში თქვენს პროფილს შეხედეთ. ზურგის გასწორება არ სცადოთ, დადექით ისე, როგორც კომფორტულად ხართ, როგორც ყოველდღე დადიხართ. ახლა თქვენი ფორმა სურათებს შეადარეთ: როგორი ტიპის მუცელი გაქვთ?

„მაშველი რგოლი“

photo credit: Getty Images

სავარაუდოდ, მჯდომარე სამსახური გაქვთ. კომპიუტერთან ბევრ დროს ატარებთ, ტკბილეული გიყვართ და ვახშამზე ღვინის დალევაზე უარს არ ამბობთ.

მდგომარეობის სწრაფად გამოსწორებაში დაგეხმარებათ:

  • ალკოჰოლი – თქვენი მტერი. ზედმეტი ნახშირწყლები, შაქარი და შედეგად, ცხიმის დაგროვება. როგორც მინიმუმ 2 კვირით ალკოჰოლურ სასმელებზე უარი თქვით, შემდეგ კვირაში 2-4 ჭიქა ღვინით შემოიფარგლეთ.
  • შაქარი და მარილი – 1 თვე აკრძალულია.
  • რაციონში მეტი სასარგებლო ცხიმები ჩართეთ: თევზი, კვერცხი, კაკალი და ავოკადო.
  • ფეხით ბევრი იარეთ.

„სტრესული“ მუცელი

photo credit: Getty Images

მისი განმასხვავებელი ნიშანი: ცხიმი ჭიპის არეში კონცენტრირებულია და ამავე დროს მუცელი მკვრივია და არა გასიებული. ასეთი ტიპის მუცელი უმეტესად ქრონიკული სტრესის მქონე ადამიანებს და პერფექციონისტებს აქვთ. მათი ორგანიზმი ძალიან ბევრ კორტიზოლს აწარმოებს – სტრესის ჰორმონი, რომელიც ორგანიზმს ცხიმის დაგროვებას აიძულებს. ასეთი ხალხი ხშირად ბევრ ყავას და ენერგეტიკულ სასმელს სვამს.

მდგომარეობის სწრაფად გამოსწორებაში დაგეხმარებათ:

  • დღეში მინიმუმ 8 საათით იძინეთ, თუნდაც ამის გამო ჰობის ან საღამოს სერიალების ყურების მსხვერპლად გაღება მოგიწიოთ. უძილობა ლეპტინის ჰორმონის წარმოებას ამცირებს, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი და ორგანიზმი შიმშილის ცრუ განგაშს ტეხს. უკვე 1 კვირაში ძილის რეჟიმის დაცვით შეამჩნევთ, რომ ნაკლებს ჭამთ.
  • დღეში 2 ფინჯან ყავაზე მეტი არ დალიოთ;
  • სპორტული დარბაზი მიატოვეთ. დიახ, ეს პროფესიონალი მწვრთნელის რჩევაა. სახლსა და სამსახურში დატვირთვით ორგანიზმი სტრესს განიცდის, რკინის ამოქაჩვას აიძულებთ. ასე არ გამოვა. იოგა, ცურვა, სეირნობა – რამდენიც გნებავთ, მაგრამ რეალური დატვირთვები მინიმუმამდე დაიყვანეთ.
  • რაციონს მაგნიუმი დაუმატეთ. სპეციალური მაგნიუმით გამდიდრებული მინერალური წყალი, ბევრი მუქი მწვანე ბოსტნეული და კაკალი მიირთვით.

„დაბალი“ მუცელი

photo credit: Getty Images

თუ უსიამოვნო ამონაზნექი წელს ქვემოთ მდებარეობს, სავარაუდოდ, ახლახანს დედა გახდით, სპორტულ დარბაზში თავს არ ზოგავთ ან ზურგის პრობლემები გაქვთ. დაკუნთული მუცლის კუნთები წინ გამოწეულია და ცხიმიანი მუცლის შთაბეჭდილებას ტოვებს.

მდგომარეობის სწრაფად გამოსწორებაში დაგეხმარებათ:

  • კუჭ–ნაწლავის ტრაქტი გააუმჯობესეთ. თითქმის გარანტიას გაძლევთ: მუცელში მუდმივად რაღაც ბუყბუყუბს და განავალი სტაბილური არაა. ქატოს პური, იოგურტი და კეფირი, ბევრი ბოსტნეული და პრობლემა გაქრება.
  • ჩაჯდომები არ გააკეთოთ. ასე ზურგს დამატებით დატვირთავთ. გამონაკლისი: თუ პროფესიონალ მწვრთნელთან ვარჯიშობთ. დამოუკიდებლად აკრძალულია! აი, ზურგის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები ყოველდღიურად უნდა შეასრულოთ.

„ორსულის“ მუცელი

photo credit: Getty Images

თუ ჯერ კიდევ დედა არ გამხდარხართ ან ბავშვი 1 წლის წინ გააჩინეთ, ხოლო ტრანსპორტში ადგილს მაინც ყველა გითმობთ, სავარაუდოდ, საუბარია მენჯის სუსტ კუნთებსა და პრესზე.

მდგომარეობის სწრაფად გამოსწორებაში დაგეხმარებათ:

  • ყოველდღე პრესის და ზურგის კუნთის მარტივი ვარჯიშების შესრულება წესად გქონდეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ, მაგრამ ვარჯიში არ გამოტოვოთ.
  • მავნე ცხიმები სასარგებლოთი ჩაანაცვლეთ: კაკალი, ზეთი და ზეთისხილი ყოველდღე მიირთვით. სერიოზულად. მათი დახმარებით ცუდ ცხიმებს დაწვავთ და საკვებიდან ვიტამინებს უფრო ეფექტურად აითვისებთ.
  • მუცელი შეწიეთ ყოველჯერზე, როცა გაგახსენდებათ. ასე კუნთებს ტონუსში მოიყვანთ და არ გადატვირთავთ. როგორც კი მიეჩვევით, ყოველთვის დაჭიმული პრესით ივლით, რაც მუცლის კუნთებისთვის საუკეთესო ვარჯიშია.

მუცელი „ვაშლი“

photo credit: Getty Images

სიმრგვალე, წელს ზემოთ დაწყებული მუცელი: მთავარი სიმპტომი ალერგია. სავარაუდოდ, რიგი პროდუქტების მიმართ მგრძნობიარე ხართ, მაგრამ არა იმდენად ძლიერ რომ გამოგაყაროთ და სხვა შესამჩნევი სიმპტომი დაინახოთ. უბრალოდ ორგანიზმი „მტრის“ მონელებას ვერ უმკლავდება, რის გამოც ნაწლავები გასივებული და წინ გამოწეულია.

მდგომარეობის სწრაფად გამოსწორებაში დაგეხმარებათ:

  • ნომერი პირველი ეჭვი: გლუტენი და წებოვანა. 1 კვირით გამორიცხეთ პური, მაკარონი, საკონდიტრო ნაწარმი, პიცა, ტორტი და მარცვლეული, ალკოჰოლი, საფუარი და რძე. სხვა შემთხვევაში სრულყოფილად იკვებეთ, ულუფები არ შეამციროთ. თუ მუცელი შემცირდა, მიზეზი ნაპოვნია.
  • საუზმის მიღება დაიწყეთ. მუცლის შებერილობა – ტიპიური პრობლემა მათთვის, ვინც დილით არ ჭამს, მაგრამ სრულყოფილად ვახშმობს. მეტი წყალი დალიეთ.
  • და ბოლოს, პრობლემა შეიძლება ნაწლავების დარღვეულ მიკროფლორაში იმალებოდეს. პრობიოტიკები დალიეთ, მისოს წვნიანები, არაჟანი, კომბოსტო, ნიორი და ხახვი შეიყვარეთ. რამდენიმე კვირაში სიტუაცია შეაფასეთ!
  • თუ ზემოთ ჩამოთვლილმა შედეგი არ მოგცათ, საკვების ალერგენი სპეციალისტის დახმარებით მოძებნეთ. ყველაფერი კარგად იქნება.