მეცნიერებმა შეპყრობილი მონაზვნის წერილი 340 წლის შემდეგ გაშიფრეს

0
709

მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ, გაეშიფრათ გზავნილი, რომელიც და მარია კროჩიფისა დელა კონჩეზიონემ დატოვა. 340 წლის შემდეგ, 2018 წელს, სიცილიელმა მეცნიერებმა ეს შეძლეს. ის, რაც წაიკითხეს, ცოტა ხნით თქვენც დაგაფიქრებთ.

ცნობილია, რომ წერილი 1676 წლის 11 აგვისტოს დაწერა გოგონამ, რომლის საერო სახელი იზაბელა ტომასი გახლდათ. მონაზვნად კურთხევის შემდეგ, მან მიიღო სახელი მარია კროჩიფისა დელა კონჩეზიონე – რაც, სიტყვა-სიტყვით, “ჯვარცმულ მარიამს” ნიშნავს. მარია მხოლოდ 15 წლის იყო, როცა თავისი აღთქმა დადო. გოგონა დენედიქტის მონასტერში, პალმა-დი-მონტეკიაროს კომუნაში, სიცილიაზე ცხოვრობდა.

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ერთ დილას მარიამ გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ხელები და სახე მელნით ჰქონდა მოთხვრილი. გვერდით კი იპოვა წერილი, რომელიც გაუგებარ ენაზე, უფრო სწორად, გაუგებარი შიფრით იყო დაწერილი. დარწმუნებულმა, რომ წერილი მისი ხელებით თავად “კაცობრიობის მოდგმის მტერმა” დაწერა, მარიამ დახმარება დებს სთხოვა.

არ იცოდა, რა ეწერა წერილში. შიფრი ბერძნული და ლათინური ანბნების ასო-ბგერებისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც კირილიცას, ისე რუნიკურ ელემენტებსაც კი.

14 ამოუცნობი ხაზი პალმა-დი-მონტეკიაროს მონასტერში ინახებოდა, ხოლო მისი ასლი აგრიჯენტოს ტაძრის არქივში გაგზავნეს.

3 საუკუნის განმავლობაში, მეცნიერები დაუღალავად ცდილობდნენ იდუმალი წერილის გაშიფრვას, სანამ 2018 წელს, კატანიის სამეცნიერო ცენტრ “ლუდუმის” (Ludum Science Center) მეცნიერებს თავში აზრად არ მოუვიდათ ყველა რესურსის, მათ შორის, დარქნეთის (ინტერნეტის ქსელის უკან დამალული ქსელის) გამოყენებაც. სწორედ “ბნელი ინტერნეტის” შესახებ დადის ჭორები, რომ იქ ნარკოტიკებით ვაჭრობენ და პორნოგრაფიის უპრობლემოდ გადმოწერაც შეიძლება. თუმცა, იქ გაცილებით სასარგებლო რესურსები იპოვეს. კერძოდ, მეცნიერები წააწყდნენ პროგრამულ უზრუნველყოფას დეკოდირებისთვის.

“ჩვენ გაგვიგია ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც, თითქოს, დეკოდირებისთვიდ გამოიყენება, სადაზვერვო სამსახურების მიერ. ჩვენ ამ პროგრამაში ავტვირთეთ ძველბერძნული, არაბული და რუნიკული ანბნები, აგრეთვე, ლათინიც. აღმოჩნდა, რომ წერილი მართლაც დემონურია.”- ყვება ცენტრის ხელმძღვანელი, დანიელ აბეთი (Daniele Abete). როგორც აღმოჩნდა, წერილი არათანმიმდევრული და წყვეტილია.

-“ღმერთი ფიქრობს, რომ მოკვდავთა გათავისუფლება შეუძლია. ასე არ ხდება. მონაზონმა ღმერთს, იესოსა და სულიწმინდას “უსარგებლო, ზედმეტი ტვირთი” უწოდა”.

ასევე, ცენტრის მეცნიერების თქმით, მონაზონი წერდა: “შესაძლოა, სტიქსი მართლად არსებობს.” იგი გულისხმობდა მდინარეს ძველბერძნული მითოლოგიიდან, რომელიც მკვდართა სამეფო აიდაში მიედინებოდა.

როგორც ნაწერიდან ირკვევა, მარია ძალიან განათლებული და, ამავდროულად, ნიჭიერი ლინგვისტი იყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მას შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა.

საინტერესოა კიდევ ერთი რამ: ლეგენდების თანახმად, არსებობს კიდევ 2 წერილი, რომლებიც მარიამ დაწერა. სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ ერთმა მოაღწია.