
სამწუხაროდ, არ არსებობს თმის მოშორების “საშინაო” საშუალება, რომელიც თმის ჩაზრდის რისკს ნულამდე დაიყვანს. თუმცა, თუ Girl.ge-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებულ ამ 10 წესს დაიცავთ, რისკს მინიმუმამდე დაიყვან.
რატომ იზრდება თმა კანში? ეპილატორის შემთხვევაში, ეს იმიტომ ხდება, რომ თმა თანდათან იფიტება და ვეღარ ახერხებს კანის ზედა ფენების გარღვევას. რაც შეეხება სამართებელს, თავად კანი იანდება, მაშინაც კი, თუ იგი არ გაჭრილა, ეპიდერმისი მკვრივდება და თმას ისევ უჭირს ჰაერზე, გარეთ გამოსვლა, იგი კანქვეშ აგრძელებს ზრდას. ჩნდება კანის სიწითლე, ქავილი, ანთებითი პროცესები, რომლებიც, ხანდახან, პიგმენტურ ლაქებსაც ტოვებს.
რა თქმა უნდა, იდეალური არჩევანია ლაზერულ ან ელოს-ეპილაციაზე გადასვლა. თუმცა, რბილად რომ ვთქვათ, ეს ძვირი და ხანგრძლივი ვარიანტია: თმის სრულ გაქრობას არანაკლებ 6 თვე დასჭირდება. თუმცა, კანზე წითელი წერტილებით ცხოვრება ხომ აუტანელია. დამშვიდდით, გამოსავალი არსებობს!
1. შეცვალეთ საშუალება
თუ ფეხებს იპარსავდით, ეპილატორზე გადადით, თუ ეპილატორს იყენებდით – სამართებლის დროა. თმის მოშორების საშუალებების ცვლა თმის ჩაზრდის რისკებს ამცირებს: გამოფიტული თმა პარსვის დროს ძალას იკრებს და თხელ კანში აღწევს, ხოლო ეპოლირება კანს არბილებს და ყველაზე თხელ თმებსაც კი ეხმარება ჰაერზე გამოსვლაში.
2. გაიკეთეთ პილინგი
მიუხედავად იმისა, ეპილატორი აირჩიეთ თუ სამართებელი, თმის მოშორებამდე 10-12 საათით ადრე, გაიკეთეთ პილინგი სკრაბის ან ქიმიური შემადგენლობის გამოყენებით. არავითარ შემთხვევაში არ გაიკეთოთ ეპილაცია პილინგის დასრულებისთანავე. აცადეთ კანს დამშვიდება.
3. გამოიყენეთ ჯაგრისი
ეპილაციამდე 1 კვირის განმავლობაში, კარგად გაიხეხეთ საეპილაციო ზონები ჯაგრისით.
4. იმოძრავეთ თმის ზრდის მიმართულებით
ყოველთვის მიჰყევით თმის ზრდის მიმართულებას, არავითარ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგოთ მას!
5. დაიორთქლეთ კანი
თუ პარსვას ანიჭებთ უპირატესობას, უშუალოდ პროცედურის დაწყებამდე დაიორთქლეთ კანი.
6. გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები
“დეპილაციის შემდგომი” საშუალებების უზარმაზარი არჩევანი არსებობს, ნებისმიერი გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის. გამოიყენეთ ისინი: პროდუქტი არბილებს კანის ზედა ფენას და ხელს უშლის თმის ჩაზრდას. უკიდურეს შემთხვევაში, ეპილაციიდან 2-3 დღის შემდეგ წაისვით სუპერმკვებავი კრემი.
7. შეიძინეთ ანტისეპტიკი
ანთებითი პროცესები თმის ჩაზრდის გარანტიაა. ამის თავიდან ასაცილებლად, თმის მოშორებისთანავე წაისვით დამუშავებულ მონაკვეთებზე ანტისეპტიკური საშუალება (მირამისტინი, ქლორჰექსიდინი ან სხვა).
8. დაემშვიდობეთ სინთეტიკას
ეპილაციის გაკეთების შემდეგ, 1-2 დღის განმავლობაში არ დაუშვათ კანის კონტაქტი სინთეტიკურ ქსოვილებთან, განსაკუთრებით, ვიწრო შარვლებთან ან კოლგოტებთან. გაღიზიანებულ კანზე, სინთეტიკასთან შეხების შემდეგ, ანთების გაჩენის რისკი კოლოსალურია.
9. გაიკეთეთ ეპილაცია ძილის წინ
ღამის განმავლობაში, კანი დამშვიდდება და აღადგენს თავის დამცავ ბარიერს, რაც დამატებით შეამცირებს გართულებების რისკს.
10. გამოიყენეთ ყინული
პროცესის დასრულებისთანავე წაისვით კანზე ყინულის კუბი – ეს შეავიწროებს ნასვრეტებს, შეამცირებს სიწითლეს და ხელს შეუშლის ანთებას.