რას ნიშნავს სიზმარში საყვარელი ადამიანის ღალატი?

0
1091
Photo credit: Getty Images

ხშირად ხედავთ სიზმარს, რომელშიც გღალატობენ? მაგალითად, სახლში ბრუნდებით და საწოლში საყვარელ ადამიანსა და დაქალს ხედავთ… ან, უეცრად სოციალურ ქსელში აწყდებით ფოტოს, რომელზეც ისაა მონიშნული – ვიღაც ლამაზი ქალი ბარში მას ჰკოცნის… რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის ღალატი სიზმარში? Girl.ge-ის რედაქცია დღეს სიზმრებს აგიხსნით.

ფსიქოლოგების თქმით, განმეორებადი სიზმრები იმ ღრმა პრობლემებსა და განცდებზე მიგვანიშნებს, რომელთა არსებობაზეც ყოველდღიურობაში არც კი ვეჭვობთ. ეს განსაკუთრებით ეხება უსიამოვნო სიზმრებს, მათ შორის, დაავადებებსა და ღალატს.

მაშინაც კი, თუ ღალატი მხოლოდ ერთხელ გესიზმრათ და, ჩვეულებრივ, ეს სიზმარი არ მეორდება, მაინც უნდა სცადოთ იმის გაგება, თუ რა იყო ამ სიზმრის მიზანი. შეგიძლიათ, სიზმრის ზოგადი ახსნებით იხელმძღვანელოთ ან ღრმად ჩაიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში და დაფიქრდეთ, რას განიშნებთ იგი მსგავსი სიზმრებით.

რას ნიშნავს ღალატი სიზმარში

  • თუ ეს სიზმარი კამათის შემდეგ ნახეთ, ესე იგი, მალე შერიგდებით. ეს სიზმარი, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ იხილეთ, რომ კამათის გამო წუხხართ და ფიქრობთ, რომ თქვენი პარტნიორი შვებას სხვასთან იპოვის.
  • თუ მამაკაცის ღალატზე ერთსა და იმავე სიზმარს ძალიან ხშირად ხედავთ, თქვენს ურთიერთობაში დაშორების საფრთხეა. ფიქრობთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ, და ქვეცნობიერში წუხხართ ამაზე. ეცადეთ, მოიშოროთ სიყვარულის დაკარგვის შიში, დაფიქრდით, რატომ გიჩნდებათ იგი მუდმივად.
  • თუ ვერ იშორებთ აზრს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს პარტნიორის ღალატი, სცადეთ და ჩაასწორეთ თქვენი ქცევა, დაიწყეთ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე მუშაობა. დაელაპარაკეთ საყვარელ ადამიანს, უთხარით, რაც გაღელვებთ. სიზმრიდან შემორჩენილი განცდებიც გაუზიარეთ – ეს დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნასა და აბსურდულ სიზმარზე გაცინებაში.
  • თუ გესიზმრებათ, რომ თვითონ ღალატობთ საყვარელ ადამიანს, დიდი ალბათობით, მწვავე შეგრძნებები გაკლიათ. სცადეთ გარემოების შეცვლა, მაგალითად, უქმეებზე სადმე წადით დასასვენებლად.

ასეთი სიზმარი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი ურთიერთობები დასასრულს მიუახლოვდა. ნურც იმის შეგეშინდებათ, რომ ეს რეალობაა. ახდება თუ არა სიზმარი, თქვენსა და თქვენს ქცევებზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, მთავარია, თავიდან მოიშოროთ დისკომფორტი, რომელიც ნანახის შემდეგ გაჩნდა, და არ გადმოიტანოთ სიზმრის ემოციები რეალურ ცხოვრებაში.