
Girl.ge-ის რედაქცია დარწმუნებულია, რომ, თუ თქვენ მოდურად გაცვიათ, თქვენს პარტნიორს კი არა, მთელი ძალისხმევა წყალში ჩაიყრება.
გუშინ შემთხვევით გავხდი რამდენიმე დაქალის კამათის მოწმე. აქტუალური თემა განიხილებოდა: როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენი საყვარელი მამაკაცების ჩაცმის საკითხს. უმეტეს შემთხვევაში, ჩემი გამოცდილების მიხედვით, მამაკაცს ქალი აცვამს. თავად მამაკაცებს იშვიათად უყვართ მაღაზიებში სიარული და იშვიათად გამოსდით ეს კარგად, უბრალოდ სამსახურისთვის კოსტუს და უქმეებისთვის ჯინსებს კი არ ირჩევენ.
აი, ქუჩაში შეხვდებით მას, წარმატებულ, ინტელიგენტ მისტერ ვინმეს: პერანგი, კოსტუმი და ჰალსტუხიც კი. ან, შეიძლება, შეხვდეთ 40 წლის მამაკაცს, რომელიც 20 წლის ასაკში ჩარჩა და “თვალების მთხრელი” ჭრელი ტანსაცმელი აცვია, აუცილებლად წამოწეული საყელოთი (რატომ ფიქრობენ, რომ ეს ლამაზია), დახეული ჯინსებითა და კედებით. აღარაფერს ვამბობ მათზე, ვისაც ზაფხულის მოსვლასთან ერთად ვხედავთ ხოლმე – ჯიბეებიან შორტებსა და სანდლებში (მეგონა, ისინი მხოლოდ საბავშვო ბაღში ეცვათ). და, აი, ცხოვრობთ ილუზიაში, რომ მას არ სჭირდება თქვენი დახმარება, რომ იგი ზრდასრულია და თავად შეძლებს. კარგი რა, მას უბრალოდ არ მოჰყვა გალამაზების ბუნებრივი ფუნქცია, იგი თქვენ გერგოთ.
აი, როგორ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, თუ ვინ დგას თქვენ გვერდით? მოდით, ექსპერიმენტი ჩავატაროთ: ჩაიცვამდით იმას, რასაც თქვენი რჩეული იცვამს? გაგიხარდებოდათ, მას რომ თქვენთვის ტომრები ჩაეცვა მხოლოდ იმიტომ, რომ კონკურენტების ეშინია?
ამბობენ, რომ ქალი მისი მამაკაცის სტატუსის ანარეკლია. მე გეტყვით, რომ, რახან საუბარი სარკესა და ანარეკლს ეხება, იგი პირიქითაც ირეკლავს. თქვენი მამაკაცის მიხედვით, მე თქვენზე ვიგებ რაღაცას: რამდენად თავდაჯერებული ხართ, რამდენად რეალიზებული ხართ, როგორც ქალი, რამდენად ერკვევით მოდაში. ნუ მეტყვით, რომ მას “დიდი ღიპი” ან “ძალიან მრუდე ფეხები” აქვს, სპორტი კი არ უყვარს. თქვენ ხომ იგი ოდესღაც შეგიყვარდათ? თქვენვე შგიძლიათ, მასში ყველაფერი საუკეთესო ააღორძინოთ, მათ შორის, თქვენდამი სიყვარულიც.
მამაკაცის მოდაში არაფერი გესმით? არაუშავს, იპოვეთ ამ თემის შესწავლის დრო. არ დაგავიწყდეთ მოდის ძირითადი წესებიც, რომლებიც ქალის მოდის წყაროებიდან გაიგეთ: პროპორციების, ფერისა და ვიზუალური ილუზიების შესახებ. მე, მაგალითად, ვტკბები იტალიელი მამაკაცების სტილით – ისინი არ უშინდებიან ფერებს, მუდმივად ეძებენ საკუთარ თავს და იცვამენ სწორ ტანსაცმელს მთელი კვირის განმავლობაში. თქვენ დაგეხმარებათ იტალიური street-style ფოტოები, ცალკე დაათვალიერეთ #pittiuomo-ს ლუქები და, რაღა თქმა უნდა, დაათვალიერეთ Menswear-ის ახალი კოლექციები, პირადად მე მუდმივად ვაკვირდები ბრენდ Brunello Cucinelli-ის, Michael Kors-ის, Tom Ford-ის, Gucci-ის, Hugo Boss-ისა და Massimo Dutti-ის სიახლეებს.
გახსოვდეთ, რომ, თუ თქვენ გვერდით გაუგებარი ვინმეა, თქვენ დედოფალი ვერ იქნებით! ადექით და გაეშურეთ ცვლილებებისკენ.