ქვეცნობიერის ტესტი: პირველი, რასაც ხედავთ, თქვენს შინაგან მდგომარეობაზე მიუთითებს

0
499

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს იმის გასაგებად, თუ რა მდგომარეობაშია თქვენი ქვეცნობიერი ამ მომენტისთვის.

დახედეთ ფოტოს და პასუხებში იპოვეთ ის, რაც პირველი დაინახეთ.

1. ბედნიერი სახე ულვაშებით

თუ პირველი ეს დაინახეთ, ესე იგი, მეტ-ნაკლებად მშვიდი ხართ და ყველაფერი არც ისე ცუდადაა, ამიტომაც, თქვენი შინაგანი სამყარო მშვიდ მდგომარეობაშია.

თუმცა, ხანდახან გრძნობთ, რომ რაღაც არ გყოფნით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, როცა ყველაფერი კარგად მიდის, ნორმალურია კომფორტის ზონაში ყოფნა. აქ ყოფნა ხომ კარგია. დატკბით, თუმცა, არც ის გამოგეპაროთ, რომ ზედმეტად ბევრი სიმშვიდე, ხანდახან, თქვენ წინააღმდეგ მოტრიალდება.

2. ორი პატარა ჩიტუნა

თუ პირველი ორი ჩიტი დაინახეთ, ესე იგი, ახლა თქვენს ცხოვრებაში სიყვარული და ურთიერთობებია მთავარი პრიორიტეტი. საუბარი არამხოლოდ რომანტიკულ ურთიერთობებზე, არამედ ოჯახთან, მეგობრებთან და ბავშვებთან ურთიერთობაზეა.

შინაგანი არსება გეუბნებათ, რომ თქვენი სიყვარული არ უნდა უგულებელყოთ. შესაძლოა, ყოველდღიური საქმეებით იმდენად დაკავებული იყავით, რომ შვილების ჩახუტების, პარტნიორის კოცნის, მეგობრისთვის მიწერის დრო არ გქონდათ… ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში, მათთვის კი ადგილი უნდა გაათავისუფლოთ, თორემ იზოლირებული გახდებოთ.

3. ვარსკვლავებიანი ცა

თუ სულ პირველი ღამე დაინახეთ, ეს იმიტომ, რომ ახლა შემოქმედებით სფეროში გადანაცვლების დროა.

განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის კარგი, ნუღარ იფიქრებთ იმაზე, რა “გიხდებათ” და მიეცით საკუთარ თავს იმით ხელმძღვანელობის უფლება, რაც ნამდვილად გსურთ. ყოველთვის საუკეთესო შედეგებს მიიღებთ, თუ იმას გააკეთებთ, რაც მოგწონთ, გაბედნიერებთ. თუმცა, ბედნიერებისკენ გზაზე ეს ხშირად გვავიწყდება. რა არის თქვენი უდიდესი სურვილი? გადადგით ნაბიჯი მისკენ!