
არ არსებობს გარდერობი თუნდაც ერთი შარვლის გარეშე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტანსაცმელი დიდი ხანია ჩვეულებრივად იქცა, ბევრმა არ იცის მისი სწორად შერჩევა. Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ძირითად შეცდომებს, რომლებსაც გოგონები შარვლის შერჩევისას უშვებენ.
1. ქსოვილის შემადგენლობა
ძირითადი ნივთები ხარისხიანი უნდა იყოს, ამიტომ, შარვლის არჩევისას, ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება იარლიყს, რომელზეც ქსოვილის შემადგენლობა წერია. ყოველთვის მიანიჭეთ უპირატესობა ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ მოდელებს – ასეთი შარვალი უფრო დიდხანს გაძლებს და ვიზუალსაც შეინარჩუნებს. გარდა ამისა, სინთეტიკური ქსოვილის ნაკეთობა მარტივად და სწრაფად კარგავს ფორმას, რის გამოც, შარვალზე ჩნდება გამოწეული მუხლები, აგრეთვე, ძლიერად იმუხტება და ლანდავს, რაც თქვენს ლუქს შარმს ვერ მიანიჭებს.
2. სილუეტი
იდეალური შარვლის შერჩევისას, არამხოლოდ მოდის ტენდენციები, არამედ თქვენი ფიგურაც უნდა გაითვალისწინოთ. ვიღაცას უხდება ფართო მოდელები, ვიღაცას – სქინი, სხვებს კი “ბოიფრენდები” ამშვენებს.
3. ჯიბეები
თუ შარვალს უკანა მხარეს დაკერებული ჯიბეები აქვს, ისინი დუნდულების ყველაზე გამოშვერილ ადგილს უნდა ემთხვეოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, “მცოცავი საჯდომის” ეფექტს მიიღებთ.
4. წელი
შარვალს სამი სახეობის წელი შეიძლება ჰქონდეს: დაბალი (თეძოებზე), საშუალო (ჭიპის ოდნავ ქვემოთ) და მაღალი (წელზე). პირველ რიგში, ყურადღება ფიგურის თავისებურებას უნდა მიაქციოთ. მაგალითად, თუ ფეხების ვიზუალურად დაგრძელება ან მუცლის დამალვაა საჭირო, მაღალი წელი გამოდგება.
5. ზომა
შარვლის შეძენისას, ნუ დაგეზარებათ ერთი და იმავე მოდელის სხვადასხვა ზომის მოსინჯვა. არაფერი უნდა გტკიოდეთ, არც ქსოვილი უნდა იყოს მოშვებული. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ ზის შარვალი საზარდულისა და თეძოების არეში. თუ საცვლები ლანდავს, ნაკერები იხსნება და ქსოვილს ნაკეცები აქვს, სხვა ვარიანტი მოისინჯეთ.
6. სიგრძე
შარვლის მოსინჯვის დროს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიგრძესაც. სცადეთ გავლა, ჩაჯდომა და ადგომა. თუ შარვალი ძალიან მაღლა იწევა და ყოველ ადგომაზე ჩაწევა ხდება საჭირო, დიდი ალბათობით, ეს მოდელი თქვენთვის მოკლეა.
7. ისრები
ისრიანი შარვლის შეძენისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იდეალური ზომის შერჩევა. ისრები მთელ სიგრძეზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს. ხანდახან, გოგონები ნახევრადსქინი შარვლებს ყიდულობენ, რომლებიც თეძოების არეში გლუვდება. ასე არ უნდა ხდებოდეს!