
კლასიკურიდან ექსტრემალურამდე – Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მოდურ ქალურ ვარცხნილობებს საშუალო სიგრძის თმისთვის.
მოდური ვარცხნილობები ქალისთვის
კარე, კასკადი, კიბე თუ ბობი – რომელი ვარცხნილობები იქნება აქტუალური ახალ წელს? დაათვალიერეთ ყველაზე პოპულარული მაგალითები.
საშუალო სიგრძის თმის ვარცხნილობების ძირითადი სახეობები:
კასკადი – უნივერსალური ტექნიკა საშუალო სიგრძის თმაზე ყოველდღიური ვარცხნილობის გასაკეთებლად. გახსოვთ ჯენისფერ ენისტონი? კასკადი მისი საყვარელი ვარცხნილობაა, ჯერ კიდევ სერიალ “მეგობრებიდან”. ვარცხნილობის დროს, ოსტატი ჯერ თმას უკან ვარცხნის, ზრდის ზოლის გასწვრივ, შემდეგ კი ცალკეულ ღერებს ჭრის. ბუნებრივი და ლამაზი კასკადის მისაღებად აუცილებელია თმის დატენიანება სპეციალური შრატით ან ურეცხავი კონდიციონერით. შემდეგ სტილისტი ვარცხნის დალალებს სწორი მიმართულებით, ასწორებს ვარცხნილობას, აშორებს ზედმეტ სიგრძეს და ასრულებს კასკადს.
არსებობს რამდენიმე სახის კასკადი:
- კლასიკური – ყველაზე გავრცელებული. მისი მთავარი თავისებურებაა ფაქიზი გადასვლა და მსუბუქი გრადაცია; მისი გაკეთება შეიძლება როგორც წინამოთი, ისე მის გარეშე;
- დაფლეთილი კასკადი სპეციალური სამართებლიტ იქმნება: დალაქი დაუდევრად ჭრის ინსტრუმენტით თმის დაბოლოებებს. წყვეტის ხარისხი მერყეობს მსუბუქიდან ღრმამდე;
- საფეხურებიანი კასკადი მოსახერხებელია ყოველდღიურობაში. თმის ოსტატი თმის ზოგიერთ ნაწილს “ტოვებს”, რის გამოც ვარცხნილობა სპეციალური დავარცხნის გარეშეც ლამაზია;
- წინამოთი და მის გარეშე კასკადის ნებისმიერი ტიპის შეჭრა შეიძლება. ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით უნდა აირჩიოთ.
კარე – კასკადისგან განსხვავებით, კარე დახვეწილად და მთლიანად გამოიყურება. მისი შესაძლო ვარიაციებია:
- კლასიკური კარე – ესაა ვარცხნილობა სწორი დაბოლოებით, მხრების დონიდან ცოტათი მაღლა. სტილისტს შეუძლია თმის დასწორება ან დაუდევარი ხვეულების გაკეთება, რაც ვარცხნილობას მრავალფენიან სტრუქტურას მისცემს.
- მოგრძო კარე – მისი შექმნის პროცესში, დალაქი ოდნავ მეტად ჭრის უკანა ნაწილს და წინ თმას გრძლად ტოვებს, ვიზუალურ ბალანსს კი ინარჩუნებს. მისი მთავარი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ყოველდღიური მოვლა სჭირდება. ყოველდღე კარგად რომ გამოიყურებოდეთ, რეგულარულად უნდა დაივარცხნოთ თმა.
- სწორი კარე – კიდევ ერთი ცნობილი ვარიაცია საშუალო სიგრძის თმაზე. ოსტატი მაქსიმალურად თანაბრად ჭრის ხვეულების ბოლოებს. ვარცხნილობა ფრთხილად და მინიმალისტურად გამოიყურება.
ბობი – ვარცხნილობა საუკუნის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. ბობის შესაქმნელად, სტილისტი ფაქიზ გადასვლას აკეთებს გრძელიდან მოკლე ღერებზე. ასეთი ტექნიკა თხემზე თმას დამატებით მოცულობას აძლევს. ბობი ასეთი შეიძლება იყოს:
- კლასიკური ბობი ის ვარცხნილობაა, რომელიც უკან მოკლე თმებიდან წინ გრძელ თმებზე ფაქიზად გადადის. თავიდან, კლასიკურ ბობს მხოლოდ წინამოსთან ერთად ჭრიდნენ, დღეს კი ეს აქტუალური აღარაა.
- ასიმეტრიული – შეიძლება როგორც მოკლე, ისე საშუალო სიგრძის თმებზე. სტილისტი ქმნის ასიმეტრიულ სილუეტს, როცა ერთ გვერდს უფრო მეტად ამოკლებს, ვიდრე მეორეს.
- ფეხებიანი ბობი კლასიკურისგან მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ თმის სიგრძე მკვეთრად იცვლება, არავითარი ფაქიზი გადასვლა. ასეტი ვარცხნილობა თხელთმიანებისთვისაა.
- წინამოთი და მის გარეშე – ოსტატს შეუძლია, ოდნავ უფრო გრძელი ბობი შეჭრას ან კლასიკური ვარიანტი აირჩიოს.
კიბე – უნივერსალური და პრაქტიკული ვარცხნილობაა საშუალო სიგრძის თმისთვის. ოსტატი გამოყოფს თმის ცალკეულ რიგებს და ჭრის მათ ისე, რომ თმა ვიზუალურად კიბეს მოგაგონებთ. იგი კარგია ხშირი, უხეში და დაუმორჩილებელი თმის მფლობელებისთვის. შედეგის შესანარჩუნებლად, შეიჭერით ბოლოები 1-2 თვეში ერთხელ.
ლამაზი ვარცხნილობები სწორი თმისთვის
სწორი გლუვი თმა მხოლოდ ორი ტიპისა არსებობს – ხშირი და თხელი. აირჩიეთ ახალი ვარცხნილობა თქვენი თმის თავისებურებების მიხედვით.
კლასიკური კასკადი
ეს ვარიანტი მარტივია მოვლისთვის და უნივერსალურია, რამდენადაც უხდება ნებისმიერ ასაკსა და სტილს. სთხოვეთ სტილისტს, თმის წინა რიგები ოდნავ გრძელი დატოვოს.
გრძელი ბობი
იგი განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყურება მუქ და ხშირ თმაზე. შეჭერით თმა სახესთან წვეტიანად, უკან კი თმას არ შეეხოთ.
კლასიკური კიბე
მცირე უწესრიგობა არავის ავნებს. თუ სწორი თმა გაქვთ, ეს ვარცხნილობა შესაფერისი ვარიანტია. იგი იდეალურია ხშირი და დაუმორჩილებელი თმისთვის.
მოგრძო კარე ასიმეტრიული წინამოთი
ბლაგვი დაბოლოების მქონე მოგრძო კარეს ყოველდღიური გადავარცხნა საჭირო არაა. გვერდული წინამო ჰარმონიულად ავსებს ვარცხნილობის საერთო სტილს. იდეალურია როგორც მუქი, ისე ღია ფერის თმაზეც.
ვარცხნილობა საშუალო სიგრძის ხვეული თმისთვის
როგორ დავაოკოთ ხვეულები და როგორი ვარცხნილობებია ხვეულებისთვის მოდაში 2021 წელს?
მოგრძო კარე გვერდითი შეთხელებით
იდეალურია ხვეული და ტალღოვანი თმებისვის. არ დაგავიწყდეთ თმის დატენიანება სპეციალური საშუალებებით.
კარე გვერდითა წინამოთი
ასეთი კარე ყველაზე პოპულარული გზაა ბუნებრივად ხვეული თმის გალამაზებისთვის. ვარცხნილობა ტალღოვან თმას უხდება, თუმცა, შეუფერებელია ძალიან ხვეულისთვის.
საფეხურებიანი კასკადი
სწორედ ეს ვარცხნილობაა საუკეთესო საშუალო სიგრძის ხვეული თმისთვის. ფაქიზი ფენები თმას მოცულობას აძლევს ფესვებთან და ვიზუალურად აუმჯობესებს თმის ორგანულ ტექსტურას. გამოყავით ფენა სახესთანაც, ვარცხნილობა უფრო მსუბუქი რომ ჩანდეს.
კარე წინამოთი
ხშირი და ფუმფულა წინამო კარესთან ერთად ხაზს უსვამს თმის სილამაზეს და უმატებს მას ელვარებას.
ბობი წინამოთი
მოკლე და საშუალო სიგრძის ვარცხნილობები არაჰარმონიული იქნება, თუ ოსტატი ტექნიკაში შეცდომას დაუშვებს. სთხოვეთ მას, დაბოლოებები ოდნავ დახრილად შეჭრას, ვარცხნილობას ბუნებრიობა რომ შეუნარჩუნოს.
ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით
დაგრძელება, წვეტების მომრგვალება ან სახის ოვალის გამოკვეთა? ლუქის არჩევაში შეცდომა რომ არ დაუშვათ, სტილისტთან მისვლამდე შეისწავლეთ შესაფერისი ვარცხნილობები თქვენი სახის ფორმისთვის.
მრგვალი სახე
კასკადი წინამოს გარეშე. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, კასკადი მრგვალი სახის მფლობელებსაც უხდებათ. მთავარია, რამდენიმე ასპექტი გაითვალისწინოთ. სთხოვეთ სტილისტს ძირებთან თმის წამოწევა და სახესთან გასწორება. მოერიდეთ წინამოს – იგი სახეს მთლად ჩაამრგვალებს. წინამოს ერთადერთი შესაფერისი ფორმა გვერდულია.
ბობი წინამოს გარეშე. საუკეთესო მრგვალი ვარცხნილობები მოდურ ბობსაც მოიცავს. სწორი ბობი მრგვალ სახეს რომ მოუხდეს, გაუთანაბრეთ თმა კისრის შუა ნაწილს. დამატებით, გადაივარცხნეთ თმა ცალ მხარეს, სახე ვიზუალურად რომ დაგრძელდეს. დაივიწყეთ წინამო, რომელიც შუბლს ფარავს. ოპტიმალური ვარიანტი გვერდული წინამოებია.
სწორი ბობი. მრგვალი სახისთვის რეკომენდებულია ასიმეტრიული სწორი ბობი. მაშინაც კი, თუ ტალღოვანი თმა გაქვთ, იგი სრულად უნდა გაასწოროთ.
“გაწეწილი” ბობი. მოდური ლუქისთვის, აირჩიეთ ბობი პლაჟის ტალღებით, რათა ვიზუალურად დაფაროთ სახის ასიმეტრიული ოვალი და დააგრძელოთ იგი.
ოვალური სახე
ნებისმიერი კასკადი. ითვლება, რომ სახის ოვალური ფორმა იდეალურია საშუალო სიგრძის თმისთვის. კასკადი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვარცხნილობაა. სტილისტები გვირჩევენ, არ ვუთხრათ უარი არაფერს – კასკადის ნებისმიერი ვარიაცია იდეალური იქნება.
სწორი კარე. იდეალური კარე სახის ოვალური ფორმისთვის მხრების სიგრძეზე ოდნავ მაღლა ჩერდება და მაქსიმალურად სწორი დაბოლოება აქვს. აირჩიეთ ტალღოვანი დავარცხნა.
კლასიკური ბობი და სწორი წინამო. ოვალური სახე უნივერსალურია, ესე იგი, მის მფლობელებს ნებისმიერი მოდური ვარცხნილობის გამოცდა შეუძლიათ საკუთარ თავზე.
კვადრატული სახე
ასიმეტრიული ბობი გვერდული წინამოთი. თუ სახის ფორმის კორექტირება გსურთ, აირჩიეთ ასიმეტრიული “გაწეწილი” ბობი. დაყავით წინამო 2 ნაწილად – 1 დიდი იყოს და მეორე პატარა – და დაუდევრად გააფორმეთ იგი. ასეთი ვარცხნილობა საუკეთესოდ ჩანს სათვალეებთან ერთად. მთავარია, ჩარჩო ძალიან დიდი არ იყოს.
ფენოვანი ბობი. კიდევ ერთი დაუდევარი ვარიანტი ყოველდღიურობისთვის – ფენოვანი ბობი. გრძელი ბობი, რომელიც ფენებადაა დაყოფილი, თმას ბუნებრივ იერსა და ფორმას მისცემს. ამასთან, არ მოგიწევთ დილაობით მისი გასწორება.
ტალღოვანი კარე წინამოთი. სწორი კარე ტალღებითა და სწორი წინამოთი არბილებს ყბის მძიმე და წვეტიან ხაზს. ვარცხნილობასთან ერთად, თმა შეიღებეთ კიდევაც – გამოყავით წინამო უფრო მუქი საღებავით, დანარჩენი თმა – ღიათი. არ გადააჭარბოთ კონტრასტით, თორემ საშუალო სიგრძის თმა ძალიან უხერხულად გამოიყურება.
ტალღოვანი კარე გვერდული გადანაწილებით. თუ მოდუნება გიყვართ, დაუდევარი ფენოვანი კარე გვერდული გადანაწილებით სწორედ თქვენი იდეალური ვარცხნილობაა. ტალღოვანი ხვეულები დაარბილებს სახის წვეტიან კუთხეებს, ოვალი ნაკლებად მასიური და მკაცრი გამოჩნდება.
მოდური იდეების ნაკრები:”
ახლა კი უბრალოდ დაათვალიერეთ ქალური ვარცხნილობების ფოტოები საშუალო სიგრძის თმისთვის და შეარჩიეთ მოდური ყოველდღიური ვარიანტი.
კლასიკური ბობი სწორი წინამოთი
კარე დაფლეთილი წინამოთი
კიბე გვერდული წინამოთი
სწორი კარე სწორი კიდეებით
ტექსტურული მოგრძო კარე
დაფლეთილი ბობი
რეტროწინამო და კარე
ასიმეტრიული ბობი
კასკადი გვერდული წინამოთი
კლასიკური კასკადი მხრებამდე თმაზე
ფენოვანი ბობი
კლასიკური ბობი
ბობი ტექსტურირებული წინამოთი
დაფლეთილი კარე
ხვეული კარე წინამოთი
ჰაეროვანი კარე
დაფლეთილი კიბე
კიბე სიგრძის შუადან
ასიმეტრიული კარე აპარსული გვერდით
ბობი აპარსული გვერდით
თქვენ რომელი ვარცხნილობა მოგეწონათ ყველაზე მეტად? ახლა როგორი ვარცხნილობა გაქვთ?