
პრობლემური კანის მქონე გოგონები მუდმივად ფიქრობენ იმაზე, რომ ამ პრობლემის გადაჭრას ვერ შეძლებენ, თუმცა, სილამაზეზე უარის თქმა არავის სურს. როგორ მოვიქცეთ, თუ წინ მნიშვნელოვანი ღონისძიება გველის, სახეზე გამონაყარი კი მთელ ლუქს აფუჭებს? გაიკეთეთ სწორი მაკიაჟი პრობლემური კანისთვის! ჩვენ პროფესიონალ ვიზაჟისტს ვთხოვეთ ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევნიღბოთ კანის შესამჩნევი ნაკლები.
ნაბიჯი №1 – დამატენიანებელი პრაიმერი
როგორც წესი, პრობლემური კანი ძალიან მშრალია, იმიტომ, რომ გოგონები “წამლავენ” მას სხვადასხვა გამწმენდი ტონიკითა და ლოსიონით. საბოლოოდ, კანი იქერცლება და ტონალური ფუძის წასმა დატენიანების გარეშე შეუძლებელი ხდება.
ამიტომ, პრობლემური კანის მაკიაჟის პირველი ნაბიჯია სპეციალური დამატენიანებელი პრაიმერი: ეს ფუძე მოამზადებს სახეს მაკიაჟისთვის, გააგლუვებს კანს და დამალავს ქერცლებს.
ნაბიჯი №2 – შეიღებეთ თვალები და წარბები
პრობლემური კანის მაკიაჟის ალგორითმი რადიკალურად განსხვავდება ჩვეულებრივი მაკიაჟისგან. საქმე ისაა, რომ ტონს, რომელსაც ვისვამთ კანის ნაკლის დაფარვის მიზნით, არ უნდა შევეხოთ ხელებით. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, შეიღებეთ თვალები და გამოკვეთეთ წარბები.
ჩვენი მოდელისთვის გამოვიყენეთ ყავისფერი, ხორცისფერი ჩრდილები. კანის ტონალური კრემი მკვრივი იქნება, ესე იგი, თვალების მაკიაჟს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ, რომ სახე არ გადავტვირთოთ.
ნაბიჯი №3 – სქელი ტონალური
როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი პრობლემურ კანზე სწორად? თუ სახეზე გამონაყარი მართლა ძალიან ძლიერია, ტონალური კრემი წაისვით არა ხელებითა და ფუნჯით, არამედ აეროგრაფით. ესაა პროფესიონალური აპარატი, რომელიც ტონალურს კანზე თხელ ფენად ანაწილებს. ბოლო დროს, აეროგრაფი ძალიან პოპულარულია, მისი შეკვეთა ინტერნეტ-მაღაზიებში შეგიძლიათ.
პირველ რიგში, მე თვალქვეშა სილურჯეები და წვრილი ნაკლები კონსილერით დავმალე, შემდეგ წავყსვი ტონალურის პირველი ფენა აეროგრაფით. აცადეთ მას გაშრობა 30-60 წამით. კანის რელიეფი იდეალური რომ გახდეს, წაისვით კიდევ 1-2 ფენა. როცა კრემი გაშრება, სახე გაიპუდრეთ მთელ ზედაპირზე.
ნაბიჯი №4 – მსუბუქი კონტურინგი
სულ ბოლოს, როცა კანის თანაბარი ფერი მივიღე, მსუბუქი კონტურინგი გავაკეთე: გამოვყავი ყვრიმალები, კორექტორი გავატარე ცხვირის კიდეებსა და შუბლზე – თმის ზრდის ზოლზე. რაღა თქმა უნდა, შუბლის შუა ნაწილს, ცხვირსა და ტუჩის ზედა კიდეებს ჰაილაითერიც დავუმატე.
მოდელის თმა და მაკიაჟი – ლიკა ლობჟანიძე და ელენა განგური.