
სილამაზის სფეროში ტრენდები სინათლის სიჩქარით იცვლება, ამიტომ ინდივიდუალური საავტორო მიდგომა პირველხარისხოვანი ხდება. მიუხედავად ამისა, ბოლო ტენდენციებისა და უნიკალური სტილის ისევე შეთავსება, როგორც გვირჩევს პროფესიონალი, რომელმაც ყველაფერი იცის ფრჩხილებზე, შესაძლებელია. იჩქარეთ Girl.ge-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი იდეის განხორციელება!
“ნუშის” ფორმა ხაზს უსვამს თითების სიგრძეს და ერწყმის ამ სეზონზე დაუჯერებლად მოდურ სატინის საფარსა და უჩვეულო გეომეტრიას, რომელშიც კვადრატები ხავერდოვანი ზედაპირითაა შესრულებული.
მოელვარე და მატე საფრის შერწყმა მინიმალისტურ გეომეტრიულ ნახატთან ბოლო სეზონის პიკანტური მარცვალია!
კიდევ ერთი იდეა მინიმალისტურ სტილში. აქ გამოყენებულია მატე კილიტა,წარწერიანი სლაიდი და მეტალის დეკორი. ყურადღება მიაქციეთ, მსგავსი დიზაინი მხოლოდ დიდ თითზე კეთდება.
ჩამქრალი, ერთმანეთისთვის შესაფერისი ფერები ცოცხლდება ლურჯი ზოლებით, რომლებიც ფრჩხილებს ვიზუალურად აგრძელებს. თამამად დაუმატეთ მეტალის დეკორი, რომელიც, ბოლო დროს, გოგონებს ასე შეუყვარდათ – იგი ჯერ კიდევ ტრენდულია.
ამ და წინა ფოტოზე ერთი და იმავე მანიკურის დიზაინია. ახლა ძალიან აქტუალურია ფრჩხილების მარცხენა და მარჯვენა ხელებში სხვადასხვანაირად გაფორმება. დიახ, ისინი ფერთა ერთ გამაში უნდა იყოს, თუმცა, დიზაინი სავსებით შეიძლება იცვლებოდეს. ამ მანიკურის წარმატების საწინდარია კვამლი, რომელიც ხსნის წრეებსა და სატინის საფარს, რომლებიც ფრჩხილებს მოცულობას აძლევს.
მარადიული კლასიკა! ასეთი ფრენჩი განსაკუთრებით უნაკლოდ გამოიყურება “ნუშის” ფორმაზე. დიზაინი მეტალის, “მოძველებული” კილიტითაა გამოყვანილი, რომელიც სპეციალურად არათანაბრადაა წასმული, რაც კლასიკურ მანიკურს სიახლეს აძლევს.
მოცულობითი დიზაინის კიდევ ერთი ვარიანტი. ზოლი მტვრითაა გამოკვეთილი და მეტალის დეკორითაა მორთული. იმას, თუ როგორ კვეთს წითელი ფერი ვარდისფერსა და თეთრს, ომბრეს ტექნიკას უწოდებენ – ამ შემთხვევაში, ეს დაგრძელებული ფრჩხილის ეფექტს ქმნის. მოკლედ, ფრჩხილის ზედაპირი სატინითაა დაფარული. დიზაინი ისევ დიდ თითზეა შესრულებული.
მოდური “შაქრიანი” მანიკური მოკლე ფრჩხილებზე შესანიშნავად გამოიყურება, თუ არათითზე ომბრეს ტექნიკით, ხოლო ნეკაზე – მატე საფრითაა დამშვენებული. როგორც აღმოჩნდა, ბზინვა და მატე საფარი ერთმანეთს შესანიშნავად უხდება.
ამ ვარიანტში დამტვერვის ეფექტი აეროპუფინგითაა მიღებული. ზოლები და მეტალის დეკორი მანიკურს დახვეწილობასა და განსაკუთრებულობას მატებს. სხვა თითებზე ფაქტურული “შაქრიანი” მანიკურის ელემენტებს ვხედავ.
მინიმალისტური მანიკური მოკლე ფრჩხილებზე, ტექნოს სტილში. გამოყენებულია სატინის საფარი, რომელიც ძალიან სასიამოვნოა შეხებისას. თვალს ახარებს!
შეაფასეთ კიდევ ერთი მინიმალისტური დიზაინი სატინის საფრით. ისევ არავითარი ელვარება და ისევ შესანიშნავი მაგნიტური მანიკური, რომლის განმეორებაც გვინდება.
მოცულობის, თვლების, ელვარებისა და ფუფუნები მოყვარულებისთვის, ამ დიზაინში ერთგვარი 3D კონსტრუქცია შეიქმნა, რომელიც მეტალის ბურთულების, სხვადასხვა ზომის თვლებისა და მარგალიტის იმიტაციებითაა შესრულებული. იგი ვერტიკალურად ამოდის, რაც კარგ ვიზუალურ ეფექტს იძლევა.
სწორედ შავი ფერი ერწყმის ველურის საფარს – აირჩიეთ ეს კავშირი, თუ რაღაც ახალი გსურთ. ფრჩხილები ხავერდოვანი, სასიამოვნოდ შესაგრძნობი ხდება… სურვილისამებრ, ასეთი მანიკური ყვავილის დიზაინს განაახლებს.
ამ დიზაინში კი ყველაზე ბოლო სიახლეა გამოყენებული – გელ-ქსელი, რომელიც თხელ ზოლებს წამებში ქმნის. რაღა თქმა უნდა, პროვოკაციული წარწერები სხვადასხვა ენაზე და მეტალის დეკორი – ბოლო დროის ნამდვილი ტრენდები.