მაკიაჟის 9 ხრიკი, რომლებიც უძილობას შენიღბავს

0
716

მაშინაც კი, თუ საერთოდ არ გიძინიათ, Girl.ge-ის რედაქციის მიერ შეგროვებული ხრიკები დაგეხმარებათ შვებულებიდან დაბრუნებულივით იერის მიღებაში.

1. დაიწყეთ თვალით

ზედა ქუთუთოს ნაკეცსა და თვალის გარე კუთხეზე წაისვით კანის ბუნებრივ ტონზე 2 ერთეულით მუქი ჩრდილი. დანარჩენ ქუთუთოზე წაისვით კანზე ცოტათი უფრო ღია, მატე ჩრდილი. დაუმატეთ ცოტაოდენი მბზინავი ჩრდილი თვალის შიდა კუთხეს. არ დაგავიწყდეთ ტუში!

2. შენიღბეთ ჩალურჯებები

თუ თვალქვეშ შავი წრეები გაჩნდა, გამოიყენეთ მკვეთრად ყვითელი კორექტორი – იგი იდეალურად ანაზღაურებს სილურჯეს. წაისვით თხელ ფენად, ცოტ-ცოტა დაუმატეთ, ნიღბის ეფექტი თავიდან რომ აიცილოთ.

3. გაადიდეთ თვალები

შეიღებეთ კაიალი – წვრილი ზოლი წამწამებსა და თვალს შორის – ნატურალური ნაღებისფერი ფანქრით. ეს თვას გაადიდებს და ქუთუთოების სიწითლეს შენიღბავს.

4. გამოიყენეთ პრაიმერი

საუკეთესო იქნება მბზინავი ეფექტის პრაიმერი. იგი ათანაბრებს კანს და მას დასვენებულ იერს აძლევს.

5. შეიღებეთ ტუჩები

გადაიტანეთ ყურადღება ჩაწითლებული თვალებიდან ტუჩებზე: ბანალური, თუმცა ეფექტური ხრიკია.

6. უარი თქვით ტონალურზე

არა, არ ვხუმრობთ: მკვრივი საფარი მხოლოდ ხაზს გაუსვამს “დაჭმუჭნულ” სახეს. აიღეთ დამატენიანებელი კრემი და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ტონალური”; ახალგაზრდა და ბუნებრივი გამოჩნდებით.

7. დაიწებეთ წამწამები

ძლიერ შეშუპებული თვალებიც კი სავსებით ნორმალური გამოჩნდება, თუ ბუნებრივ წამწამებს რამდენიმე ხელოვნურს დაუმატებთ.

8. არ დაგავიწყდეთ ფერ-უმარილი

ამ შემთხვევაში, მიანიჭეთ უპირატესობა არა ვარდისფერ, არამედ ატმისფერ პუდრს, თორემ სახე გაწითლებული გამოჩნდება.

9. დაიმუშავეთ წარბები

არა ფანქრით, არამედ ჩრდილებით, რათა ისინი უფრო მეტყველი გავხადოთ. ყველაზე მუქი ჩრდილები კიდეებზე, ღია – შუაში.