
ტუჩები და თვალები ჩვენს სახეზე 2 ძირითადი აქცენტია. აი, რატომ უნდა მიუდგეთ ტუჩის მაკიაჟს სრული სერიოზულობით. მისთვის მეტი გრძნობადობის მისანიჭებლად, კოსმეტოლოგის ნემსები საჭირო სულაც არაა. ბალზამების, ტუჩსაცხებისა და პლამპერების წყალობით, ტუჩების გადიდება მცენარეულო კომპონენტების დახმარებითაც შეიძლება.
1. ტუჩსაცხი Devilish Nectar Lip Potion, Rouge Bunny Rouge
ეს ტუჩსაცხი ტუჩებს ჯადოსნურ ელვარებას ქარსის უწვრილესი ნაწილაკების წყალობით ანიჭებს. გარდა ამისა, პროდუქტი შეიცავს ილისა და მიხაკის ეთერზეთებს, რომლებიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და, თავისთავად, ადიდებს მოცულობას. ჟოჟობას ზეთი კვებავს და იცავს ტუჩების ნაზ კანს, იცავს მას დაზიანებისგან.
2. ტუჩის პლამპერი პიტნის გემოთი, ApiRefine Lip Enhancer, Manuka Doctor
ეს საშუალება შეიცავს ფუტკრის გაწმენდილ შხამს, მანუკას თაფლსა და ჰიალურონის მჟავას, რომელთა წყალობით, ტუჩები დაუყოვნებლივ იბერება, მათი კონტური უფრი თვალსაჩინო ხდება, ზედაპირი კი გლუვდება. “ნაკოცნი” ტუჩების ეფექტი სახეზეა!
3. ტუჩის გამადიდებელი მედეგი ბალზამი Lip Injection Extreme, Too Faced
ეს ბალზამი სავსე ტუჩების მტკიცე ეფექტის შექმნისთვის საჭირო უნიკალურ კომპლექსსა და ავოკადოს ზეთს შეიცავს. ამასთან, მას აქვს E ვიტამინი დარბილებისა და ინტენსიური მოვლისთვის. წასმისას მსუბუქი ჩხვლეტა იგრძნობა. მოითმინეთ – მაქსიმალურ ეფექტს 10 წუთში მიიღებთ.
4. ტუჩსაცხი Lip Booster “სილამაზის ინექცია”, IsaDora
ეს ტუჩსაცხი მართლაც სილამაზის “ინექციაა”! ჩილის წიწაკის ექსტრაქტისა და კომპლექს Maxi-Lip-ის წყალობით, იგი ინტენსიურად ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევასა და კოლაგენისა და ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას. ტუჩებს დაუყოვნებლივ ეძლევა წვნიანი და მკვეთრი იერი.
5. ბალზამი ტუჩის დაუყოვნებლივი გადიდებისთვის, Xlips Plumper, Almea
ეს პლამპერი შეიცავს გინკგო ბილობის ფოთლების ექსტრაქტს, რომელიც არამხოლოდ აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას (რომელიც ტუჩების გადიდებას იწვევს), არამედ მძლავრი ანტიოქსიდანტური მოქმედებაც აქვს და იცავს ნაზ კანს აგრესიული გარე-ფაქტორებისგან. ჰიალურონის მჟავა კი ეფექტურად ატენიანებს და არბილებს ტუჩებს. აუცილებლად მოგეწონებათ.
6. ტუჩსაცხი Volumizing Lip Booster, Catrice
ეს იაფი ტუჩსაცხი წამებში მიანიჭებს ტუჩებს მომხიბლავ მოცულობასა და მბზინვარებას. ბონუსი: მენთოლი სასიამოვნო გამაგრილებელ ეფექტს იძლევა. დაიმახსოვრეთ სამომავლოდ – ეს საშუალება იდეალურია ზაფხულის სიცხეში!
7. ტუჩის ბალზამი Wasabiya Lip Plumper, A`Pieu
ბალზამი შეიცავს იაპონური ვასაბის ექსტრაქტს, რომელიც დაუყოვნებლივ ანიჭებს ტუჩებს მოცულობასა და დაუჯერებელ ელვარებას. კოლაგენის სინთეზი კი ეჭიდება Maxi-Lip პეპტიდს და, პარალელურად, ღრმად ატენიანებს ტუჩის კანს.