
დღეს Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რას გთავაზობენ ვარსკვლავები: მართვას თუ მორჩილებას. აგრეთვე, მოგცემთ რჩევებს იმისთვის, რომ თქვენი ფუნქცია საუკეთესოდ შეასრულოთ.
1. თხის რქა
ბუნებით ქალბატონი, რომელსაც მე-80 ხარისხის მსახურის ფუნქცია აქვს ჩაშენებული, საკუთარ ახლობელს ნებისმიერ სურვილს შეუსრულებს და აღაფრთოვანებს. მთელი ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ახლობლები საკმაოდ ხშირად ხდებიან ასეთ, ერთი შეხედვით, მოკრძალებულ, თუმცა ყოვლისმომცველ ზრუნვაზე დამოკიდებული და გარკვეული დროის შემდეგ იაზრებენ, რომ ამის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლიათ. მათი მომავალი, რა თქმა უნდა, უკვე ცნობილია: “ძვირფასო, მცივა? – არა, საყვარელო, გშია.”
2. მერწყული
სახიფათო მსახურია. ბუნებით თავისუფლებისმოყვარული მერწყული იმდენად ვერ იტანს მოვალეობებზე ფიქრს, რომ მას უბრალოდ არც მბრძანებლობა შეუძლია და არც მსახურობა. თუმცა, სამწუხაროდ, დაუნდობელი სამყარო ცდილობს მის გამოკეტვას მსახურის ამპლუაში, რამდენადაც ზოგიერთ უგუნურ მეგობარს გულუბრყვილოდ სჯერა, რომ მერწყულისთვის მართლა შეიძლება რამის იძულება. ამ შემთხვევაში, მერწყული ცოტა ხნით რბილად გეტყვით, რომ არ სურს და არც იქნება დაქვემდებარებული. ბოლოს კი აუცილებლად მოგართმევთ, მაგალითად, იხვს. ციანიდით დამარილებულ იხვს.
3. თევზები
ვერაგი მსახური. თუ თქვენთვის სიცოცხლე და საღი გონება ძვირფასია, თავი შორს დაიჭირეთ თევზებისგან, რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა, ბატონისა და მმართველის რანგზე დაგსვათ. თევზებს არ შეუძლია მბრძანებლობა, თუმცა, იმის იმედი აქვს, რომ მას უნებურად მოექცევიან ისე, როგორც მბრძანებელს: მხოლოდ იმიტომ, რომ იგი მშვენიერი, გასაოცარი, არაჩვეულებრივი, სვიტრში გახვეულია. თუმცა, თუ ასე არ მოხდა, თევზები თავად დაიწყებს თქვენზე ზრუნვას. რა ხდება? გპასუხობთ: ის, ვინც თევზებში ბატონი ვერ დაინახა, როგორც ჩანს, პლანქტონზე უფრო ჭკვიანი არაა. ესე იგი, მასზე უნდა იზრუნოს – მიიჩვიოს, აჭამოს, ღვთაებრივ მდგომარეობაში ამყოფოს. შემდეგ მადიანად რომ მიირთვას. ჩვენ ხომ უკვე გითხარით, რომ თევზები ესთეტები არიან.
4. ვერძი
უკომპრომისო მბრძანებელი. ვერძს ორგანულად არ შეუძლია არც მორჩილება, არც ვინმეს სიამოვნებისთვის ცხოვრება, თუნდაც საუკეთესო განზრახვებით ან მანიპულახიის სახით. მეორე მხრივ, მას განსაკუთრებით დაუნდობელ მბრძანებელს ვერ ვუწოდებთ. ანუ, მას, რა თქმა უნდა, სჭირდება, რომ ახლომყოფები ემსახურონ და ექვემდებარებოდნენ, თუმცა, მონობის გარეშე, თუ შეიძლება. და, ზოგადად, ისე უნდა იმსახუროთ, რომ ვერძმა იფიქროს, თანასწორები ვართო, რომ მას ჰყავდეს ვინმე, ვისაც ეკამათება და მძიმე კამათის დროს თეფშსაც ესვრის.
5. კურო
მზრუნველი ქალბატონი. კუროს მორჩილება, ალბათ, საუკეთესო საშუალებაა თქვენი უხეირო ცხოვრების გამოსასწორებლად: კურო თავის ახლობლებზე უსაზღვრო პასუხისმგებლობას განიცდის, ამიტომ თითქმის ყველა მსურველს შეუძლია, არხეინად იცხოვროს, ზედმეტი ძალისხმევისა და მონური მორჩილების გამოვლინების გარეშეც კი. რა თქმა უნდა, ღია საბოტაჟისა და რევოლუციური განწყობისთვის კურო დაგსჯით, თუმცა, შემდეგ დიდხანს შეაწუხებს სინდისი, რის გამოც შეგიწყალებთ. მთავარია, არ დაემალოთ.
6. ტყუპები
ტრადიციულად, ტყუპებს თავისი ინფერნალური სუბპიროვნებების პანთეონში ჰყავს როგორც მბრძანებელი, ისე მსახური და მელოტი კაციც კი. იმის გამოცნობა, თუ რომელი მათგანი შეგხვდებათ თქვენ და რამდენად დიდხანს შეინარჩუნებს პოზიციებს გარე სამყაროში, მოქნილი საქმეა. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენადაც ტყუპები ბევრს რეფლექსირებს მბრძანებლის როლში, რის გამოც სინდისი აწუხებს და ბრძანების რცხვენია, აი, მსახურის როლში კი ყველანაირად ეწინააღმდეგება თავის მოვალეობებს და ჩუმად ამზადებს რევოლუციას სამზარეულოსა და სამრეცხაოში. აბა, ისე რა აზრი აქვს ამ როლურ თამაშებს?
7. კირჩხიბი
მთავარი მსახურია. სახლის რუხი კარდინალის არქეტიპული გამოსახულება, რომლის წინაშეც ფეხის წვერებზე დადიან, არამხოლოდ ქვედა ფენები, არამედ თავად ბატონები, სტუმრებთან და გათამამებულ მეგობრებთან ერთად. რეალურ ცხოვრებაში, ეს ნიშნავს შემდეგს: კირჩხიბს თითქმის არასდროს სურს მბრძანებლის როლში ყოფნა, რამდენადაც, ვისაც ბევრი მიეცა, იმას მეტს სთხოვენ, რისი სურვილიც ნამდვილად არ აქვს. კირჩხიბს არ მოსწონს ანგარიშის ჩაბარება და დაბალი ღობის როლში ყოფნა, რომელზეც, საბოლოოდ, ყველა ჯოხი გადატყდება. მას ურჩევნია ბრძანებების გაცემა, თანაც ისე, თითქოს მსახურობს და ზრუნავს.
8. ლომი
დიდსულოვანი მბრძანებელი. ლომს, საერთო ჯამში, მსახურებისგან არაფერი სურს, გარდა აღტაცებისა და მოსმენისა იმ მომენტებში, როცა მზადაა, მათ მთელი მეფური ყურადღება დაუთმოს. დანარჩენ დროს აკეთონ, რაც სურთ. ა, ჰო, მას ერთგული მსახურების რიგებში დანაკლისიც სტკენს გულს. სხვათა შორის, მის სასახლესთან მსახურების მსურველთა რიგი დგას, ამიტომ ლომი დიდხანს არ მოიწყენს. გაითვალისწინეთ: შეუცვლელი არავინაა!
9. ქალწული
განვითარებული მბრძანებელია. ქალწულის თავში უამრავი უაზრო ცოდნა და ფაქტი, მათ შორის, ლიბერალური ფასეულობების, თავისუფალი აზროვნების, ტოლერანტულობის, დესპოტიზმის დაუშვებლობის შესახებ აზრთა ნაღები კოლექცია უტრიალებს. შედეგად, ქალწული თავს მსახურად უფრო ხედავს, რამდენადაც, თვალსაჩინოა, რომ გარშემო ყველა დაიღუპება შრომის გარეშე. მბრძანებლის რანგში კი ქალწული ყოველთვის იტყობინება, რომ არ განუზრახავს ვინმესთვის ბრძანების მიცემა, რომ ყველა ზრდასრულ ადამიანს აქვს არჩევნისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლება, საკუთარი პასუხისმგებლობა, და, ზოგადად, არ მოსწონს ნებისმიერი სახის იძულების აზრი. მოკლედ, როგორც იტყვის, ისე გააკეთებთ, რადგან ყველა სულელია და მკურნალობას არ ექვემდებარება, ის კი არ დაგელოდებათ, სანამ თქვენ შეცდომას უშვებთ.
10. სასწორი
შეუცვლელი მსახური. სასწორი ბუნებით ფსიქოთერაპევტია: ახლობლების სულიერ მდგომარეობასა და სახლის ატმოსფეროზე ზრუნვა მისი ჭეშმარიტი მოწოდებაა. ასევე, რა თქმა უნდა, სილამაზისა და ჰარმონიის დამყარება ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება, დაწყებული მისაღები ოთახით და დასრულებული იმ ორგანიზმის ამიგდალაში, რომელიც სასწორმა მბრძანებლად აღიარა. დიახ, სწორად გაიგეთ: სასწორს სიკვდილის მუქარითაც კი ვერ აიძულებთ, ემსახუროს უღირსს, ხოლო ვინაა ღირსი – ამას თავად გადაწყვეტს. იმასაც, თუ როგორ ემსახუროს. თუმცა, ჩვენ თქვენს ადგილას არ გვექნებოდა მისგან რეცხვის, დალაგებისა და ჭურჭლის დარეცხვის მოლოდინი. ეს თვითონ გააკეთეთ, მას ყვავილების მორწყვა შეუძლია.
11. მორიელი
მისაბაძი მსახური. სიმართლე რომ გითხრათ, აქ სათქმელი აღარაფერია, გარდა იმისა, რომ, მსახურის როგორი ტიპიც არ უნდა წარმოიდგინოთ თქვენი გარყვნილი ფანტაზიით, მორიელს ეს უკვე გამოცდილი ექნება. ამ მხრივ, მას გულუხვ მბრძანებელსაც ვუწოდებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მორიელი არ იღებს არც ზეპირ, არც წერილობით ბოდიშებს, უბრალოდ თქვენს სულში ისე კითხულობს, როგორც გადაშლილ წიგნში. ამიტომ, არი არ აქვს წერილების წერა გალაქტიკათშორის სასამართლოებში და იმის დამტკიცება, რომ არ გსურდათ მისთვის გულის ტკენა. გინდოდათ! მორიელმა უკეთ იცის.
12. მშვილდოსანი
კეთილი მბრძანებელი არასდროს არავის ექვემდებარება და ემსახურება – ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. აი, ის, რომ მშვილდოსნები არც მბრძანებლობენ, გახლავთ ჰიპოთეზა, რომელსაც ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება დღემდე ეჭვქვეშ აყენებს. თუმცა, სავსებით უსაფუძვლოდ. მშვილდოსანი მართლაც არ გასცემს ბრძანებებს – იგი გასცემს რჩევებსა და მიმართულებებს. როგორც წესი, თუ მათ გაითვალისწინებთ, შედეგს ნამდვილად მიიღებთ. თუმცა, რატმღაც, გარშემო ყველაფერი შეწინააღმდეგებას იწყებს და ყვირის: “შენი არ გვეშინია!”, თან ამტკიცებს, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება. არც არავის სჭირდებოდით! მბრძანებელმა პანღური იმიტომ კი არ ამოგარტყათ, რომ ბრძანება შეგესრულებინათ, არამედ იმიტომ, რომ უფრო მარტივად გაგეგოთ. ხვდებით?