აირჩიეთ კარტი და მიიღეთ რჩევა მთელი კვირისთვის

0
1045

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მცირე მკითხაობას. ამ კვირის წინასწარმეტყველების მისაღებად, უბრალოდ აირჩიეთ მოცემული 3 კარტიდან ერთ-ერთი და წაიკითხეთ შედეგი:

  1. ამ კვირას წარმატებით ჩაუყარეთ საფუძველი რაღაც დიდ და ხანგრძლივ საქმეს. სამყარო ამბობს, რომ სწორ გზაზე ხართ, ამიტომ, გააგრძელეთ წინსვლა! შესაძლოა, ამ გზაზე გადაწყვეტილებების მიღება და შესწორებების შეტანა მაინც მოგიხდეთ, თუმცა საქმე, რომლის კეთებაც თქვენმა სულმა მოგიწოდათ, სერიოზულად დაიძრა. თუ ურთიერთობაში ხართ, ეს კარტი, შესაძლოა, ოჯახის შექმნის გეგმაზეც მიუთითებდეს. მათ, ვინც მარტო და, სამსახურის გამო, არც ისეთი დაკავებულია, შესაძლოა, მთელი ცხოვრების პარტნიორი სწორედ ამ კვირას მიიზიდონ.
  2. ძლიერი სულიერი დაცვა გაქვთ. ეს დაცვა ვრცელდება თქვენს გარშემომყოფ ადამიანებზეც და მისი ფუნქციაა იმ ადამიანების მოზიდვა, რომლებსაც მსგავსი ინტერესები აქვთ და/ან რომლებიც იზიარებენ თქვენს მიზნებს. შესაძლოა, გაჩნდეს ყველაფრის შეჩერებისა და მოცდის სურვილი, თუმცა, ახლა ერთ ადგილას დგომის დრო ნამდვილად არაა!
  3. დროა, საკუთარ თავზე აიღოთ თქვენს ჯანმრთელობასა და ენერგეტიკულ დონეებზე პასუხისმგებლობა. თუ თავს უილაჯოდ ან გულგრილად გრძნობთ, გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და დაფიქრდით, საკმარისად თუ ატარებთ დროს ბუნებაში. მზის შუქზე და ბუნებაში მეტი დროის გატარების გარდა, ახლა საუკეთესო დროა ყოველდღიური ფიზიკური სავარჯიშოების დასაწყებად. თუ გინდათ, თავი უკეთ იგრძნოთ, შეიტანეთ ცვლილებები ცხოვრების წესში.