
ყველა თხისრქისთვის ვნებათა ღელვით სავსე და დაძაბული სეზონი იყო, ახლა კი ძალიან გვინდა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. 19 იანვარს დაიწყო მერწყულის სეზონი, ეს კი მხიარულება, ურთიერთობა, ცეკვები და ზღვარგადასული წვეულებების პერიოდი, თამამი გადაწყვეტილებებისა და წარმატებების დროა. იგი ყველაზე მარტივი იქნება ჰაერის ნიშნებისთვის, ეს ხომ მათი სტიქიის პერიოდია: ტყუპები, სასწორი და მერწყული ახლა ჯიბეებს გაისქელებენ, ამისთვის კი მათ არავინ განსჯის. უძრავ და სტაბილურ ნიშნებს კი გაუჭირდებათ: კურო, ლომი და მორიელი ფრთხილად უნდა იყვნენ, მათ დრამა უახლოვდებათ.
მერწყულისთვის ნორმად ითვლება უშიშარი უნიკალურობა, აზარტული წინსვლა, მხარდაჭერა და შთაგონება. მერწყული შეიძლება იყოს მოტივატორი, გულშემატკივარი, ის მხარდამჭერი ძალა, რომელიც არ აძლევს ხელების ჩამოყრის საშუალებას. ნებისმიერი გამარჯვება და მიღწევა, თუნდაც უმნიშვნელო, მერწყულში აპლოდისმენტსა და აღტაცებას გამოიწვევს, ეს კი წინსვლისა და მეტის მიღწევის მოტივაციას მისცემს.
ახლა მერწყულს მართავს სატურნი, რომელიც ყველაფრის სტრუქტურიზებისა და გათანასწორებისკენ მიილტვის, და ურანი, რომელიც მხურვალე და ჭირველია. მერწყულის მთელი სეზონის განმავლობაში, სატურნის წყალობით, თქვენ მიიღებთ ენერგიას იმისთვის, რომ ყველაფერი გააძლიეროთ და მისცეთ სისტემატური სახე, ურანი კი მოგცემთ გამბედაობას ექსპერიმენტებისა და კრეატივისთვის. გამარტივდება ადამიანებთან გულწრფელობა, მერწყული ხომ სოციალური აქტივობის ნიშანია. მოამზადეთ კონტაქტების სია, იგი აუცილებლად გაიზრდება!
ამასთან, მერწყული ჯიუტია. მაშინაც კი, თუ სიჯიუტე არ გახასიათებთ, ეს აისახება თქვენზე და, თუ მთელი თვის განმავლობაში რაღაცას გადაწყვეტთ, თქვენს გადარწმუნებას მოჰყვება ემოციური აფეთქება, რომელიც ყველაზე მეტად თქვენ გაგაოცებთ. თუ გრძნობთ, რომ ახლა დაიწყება, შეჩერდით და დაფიქრდით: ნამდვილად მზად ხართ, ამის გამო ვულკანად გადაიქცეთ?
თუ მთელი თვის გეგმის წინასწარ გაწერას აპირებთ, გაითვალისწინეთ მერწყულის სოციალურობა და გულახდილობა. ახლა აქტუალურია კოლექტიური საქმიანობის ნებისმიერი სახეობა, იქნება ეს სერიოზული საქმიანი შეხვედრა თუ მეგობრული ჩამოჯდომა პიცის გარშემო. თანამოაზრეების გაერთიანება, ერთიანი ძალისხმევა – ეს ყველაფერი გაგხსნით ურთიერთობისთვის, მიგახვედრებთ ერთიანობისა და კოლექტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
როგორი იქნება მერწყულის სეზონი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?
1. ვერძი
ეს თვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის. დროა, საკუთარი ჯარი შექმნათ და შეტევაზე გადახვიდეთ. ვერძის გუნდის შესაქმნელად ახლა საუკეთესო დროა, სწორედ ახლა უნდა აირჩიოთ საუკეთესო ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ, არამხოლოდ სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაშიც. თუ ახლა მეგობრებიდან რომელიმეს დაკარგავთ, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წასვლის დრო იყო. ნუ ინანებთ, ახლა ციური ჰარმონია თქვენს მხარესაა.
2. კურო
თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა, თუ მშვიდად, მარტო მუშაობის საშუალებას მოგცემდნენ, თუმცა, მერწყული უწყვეტად ყოფს ცხვირს თქვენს საქმეებში. ნუ იჩქარებთ გაღიზიანებას, ეს შესანიშნავი პერიოდია კოლექტიური გადაწყვეტილებების მისაღებად. დროა, შეკრიბოთ გუნდი და ხელი მოჰკიდეთ დიად საქმეებს, ერთად უფრო მარტივად გაუმკლავდებით. მშვენიერი შანსი გაქვთ კოლექტიური საქმიანობის უპირატესობების გამოსაცდელად. შედეგი მოგეწონებათ. მერწყული შესანიშნავ ბონუსებს გპირდებათ, ჯილდოს ელოდეთ!
3. ტყუპები
თქვენი თავგადასავლების სეზონს გახსნილად ვაცხადებთ – მერწყული ააქტიურებს თქვენს მეცხრე სახლს, ესე იგი, გაჩნდება შესანიშნავი შესაძლებლობები ზრდის, განვითარების, შესწავლისთვის. ამ პერიოდში ჩადებული ძალისხმევა არამხოლოდ მარტივად ანაზღაურდება, არამედ შესანიშნავ შედეგებამდეც მიგიყვანთ. ისწავლეთ, ისწავლეთ და ისევ ისწავლეთ! მაშინაც კი, თუ სამბას ცეკვის სწავლასა და გართობას გეგმავთ.
4. კირჩხიბი
თქვენი მყისიერი ემოციები და კაპრიზები ამ სეზონს ართულებს როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვისაც. მერწყული თქვენი რუკის მერვე სახლს ააქტიურებს, ამიტომ სიახლოვე გჭირდებატ. თუმცა, ამჯერად იგი არა ემოციებით, არამედ ინტელექტით იმართება, რაც ახალ შესაძლებლობებს გააჩენს, როგორც კი გააზრებულ ძალისხმევას დაატანთ. შეძლებთ აზრების გაზიარებს, საპასუხო გრძნობის მიღებას და ურთიერთობის გახსნას. მერწყულის სეზონი შესანიშნავი დროა სექსისთვის, თქვენი მგრძნობელობა ყვავის. თუმცა, მერვე სახლი არამხოლოდ ურთიერთობას, არამედ ვალებსაც ეხება. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტს, დროულად რომ გააკონტროლოთ ხარჯები.
5. ლომი
მერწყულის სეზონი გააძლიერებს არსებულს და გააჩენს ახალ ურთიერთობებს. თუმცა, მერწყული უპირატესობას პლატონურ კავშირს ანიჭებს, იგი სიყვარულსა და რომანტიკასაც კი შეეხება. თუ დაფიქრდებით, ეს ცუდი სულაც არაა – ასეთი ურთიერთობა უფრო დიდხანს გრძელდება და მეტი სიხარული მოაქვს. განსაზღვრეთ, გინდათ თუ არა ასეთ ადამიანად ყოფნა, ეს თვე ხელსაყრელი იქნება მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად. სამაგიეროდ, გაჩნდება მეორე ნახევართან ურთიერთობის დრო, ეს კი მხოლოდ პოზიტივისა და მხიარულებისთვის მოხდება.
6. ქალწული
სანამ თხის რქა მეფობდა, რომანტიკის პერიოდი გქონდათ, ახლა კი შრომის დრო მოვიდა. მერწყულის სეზონი თქვენს ენერგიას სამსახურისკენ მიმართავს: საქმიანი საკითხები, სამუშაო პროცესები, პასუხისმგებლობა და ისევ პასუხისმგებლობა. თუ გულის გადაყოლებასა და მოდუნებას გადაწყვეტთ, საქმეების სია დაუყოვნებლივ შეგახსენებთ თავს. უკვე შენიშნეთ, რომ იგი უსასრულოა? იქნებ, ამას რამე უნდა მოუხერხოთ? თუ დაგეგმვა თქვენს რელიგიად იქცა, დაიგეგმეთ ცოტა დასვენებაც, თორემ აფეთქდებით. თქვენს საიდუმლოდ იქცევა სასარგებლო ჩვევები, სარგებელში კი დაცემამდე მუშაობა არ იგულისხმება.
7. სასწორი
კარგი სასწორისთვის იანვარშიც მარტია! მერწყულის სეზონი იდეალურია სიყვარულისა და რომანტიკისთვის, მხიარულებისთვის, ბედნიერებისა და ახალი აღმოჩენებისთვის. საუბარი არამხოლოდ საძინებელზეა, თქვენ უბრალოდ ზამთრის გაზაფხული გაქვთ და არ აქვს მნიშვნელობა, გყავთ თუ არა ახლა მუდმივი პარტნიორი, ან გაიხსნა თუ არა ფლირტის სეზონი. თხის რქის სეზონმა გაიძულათ, სერიოზული და შრომისუნარიანი გამხდარიყავით, მერწყული ამას გამოასწორებს. ახლა თქვენი დროა!
8. მორიელი
ვინ შეიძლება იყოს მერწყულზე უფრო კონტაქტური? გასაკვირია, მაგრამ მორიელისთვის ეს სეზონი სოროში განმარტოების დროდ იქცევა. მას მოუნდება დასვენება, მოდუნება, ენერგიის მოკრება ოჯახურ და სამეგობრო წრეში. გამოიყენეთ მერწყულის სეზონი თქვენი საიმედო ბუდის მოსაწყობად, ეს შესანიშნავი დროა საკუთარი ნერვებისადმი ეკონომიური დამოკიდებულებისთვის. მომავლის გეგმების დასახვისას გაითვალისწინეთ: თქვენი აქტივობა წინაა, უახლოესი თვის განმავლობაში, ნუ დაგეგმავთ მთების გადადგმას.
9. მშვილდოსანი
ყველას სჭირდებით, ჰაერში ცდილობენ თქვენს მოხსნას, ვარსკვლავი ხართ! მშვილდოსნისთვის, რომელიც ისედაც ძალიან კომუნიკაბელურია, მერწყულის სეზონი პოპულარობის მწვერვალად იქცევა, სოციალური ცხოვრება გარშემო ყველაფერს მოედება. დატვირთული გრაფიკი გაქვთ, ბევრი შემოთავაზების გამო? ძალიან კარგი, დაიმატეთ! დროა, მთელი ენერგია ურთიერთობებში ჩადოთ. დაგეგმეთ დრო შეხვედრისთვის, იარეთ სტუმრად, თავად მოაწყვეთ წვეულებები, გაეცანით და მიეცით ადამიანებს შანსი, შემოვიდნენ თქვენს ახლო წრეში.
10. თხის რქა
თქვენთვის ეს რუტინა კი არა, ზომიერი წესრიგია, რომელიც სულს სიმშვიდეს მოუტანს. წვეულებების დრო წავიდა, თუმცა, არც შესვენების დრო დამდგარა. თხის რქა შეისვენებს და შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღებს თავის სეზონში დაწყებული საქმეების დასასრულებლად. გადაამოწმეთ, აღმოფხვერით შესაძლო ხარვეზები. სამაგიეროდ, მერწყულის სეზონში, დიდი ალბათობით, დაგეცემათ დამსახურებული ბონუსები და ჯილდოები უკვე შესრულებული სამსახურისთვის, რაც ზამთრის მეორე ნახევრის დასაწყისისთვის შესანიშნავი დროა.
11. მერწყული
ეს თქვენი დროა! არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მდუღარე ენერგია არამხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ თქვენც უნდა დაგეხმაროთ. ეს ეგოიზმი კი არა, საკუთარ თავზე ზრუნვაა, თავს ამის საშუალება უნდა მისცეთ. განსაზღვრეთ მიზნები, ჩაასწორეთ ოცნებები და სურვილები, იქნებ, რაც გინდათ, მხოლოდ ჩვევის გამოა. თქვენ დაგაჯილდოებთ ზეცა, გაიხსნება საჭირო კარები, უბრალოდ გამოიყენეთ გაჩენილი შესაძლებლობები.
12. თევზები
ახლა თქვენი რუკის მეთორმეტე სახლი იხსნება, რაც ციკლების დასრულებასა და ცოტაოდენ იზოლაციას ნიშნავს. ეს ის დროა, როცა მთელი შრომა უკვე დაწყებულ პროექტებში უნდა ჩადოთ, ამიტომ, მხიარული და კონტაქტური მერწყული თქვენამდე ვერ მოაღწევს, ხტუნვა და გართობა რომ გაიძულოთ. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს ახლა, თქვენი კომფორტის პერიოდში, რადგან, როცა წამოწყებული პროექტები დასრულდება, თავს აუცილებლად კმაყოფილად იგრძნობთ. შეიძლება დაბრუნდნენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა გაწყვიტეთ. შეამოწმეთ, ღირს თუ არა მათი დაბრუნება, შესაძლოა, ისინი ტყუილად არ წაგიშლიათ მეგობრებიდან. მომდევნო სეზონი თქვენი იქნება, მოემზადეთ, იბრწყინებთ!