“თმის გარეშე დარჩებით” – სტილისტი დღეს თმის დაგრძელებასთან დაკავშირებულ მითებს დაამსხვრევს

0
417

თმის გაზრდაზე ოცნებობთ, გრძელი თმით ტკბობა კი აქ და ახლა გჭირდებათ? ბევრს არ უნდა ლოდინი და თმის დაგრძელების პროცედურას მიმართავს, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ დონორული თმის ქვეშ შეიძლება საკუთარი თმის გაზრდაც, თანაც, ჩვეულებრივად. ახლა ამ თემასთან დაკავშირებულ მითებს Girl.ge-ის რედაქციის ექსპერტი დაამსხვრევს.

მითი №1: დაგრძელების შემდეგ, საკუთარ თმას დაკარგავთ

კი და არა. ყველაფერი სპეციალისტზეა დამოკიდებული: არაკეთილსინდისიერი ოსტატების შეცდომები ნამდვილად შეიძლება საბედისწერო გახდეს თქვენი თმისთვის. აი, რა შემთხვევებში ხდება ეს:

  • დონორული თმის სტრუქტურა არასწორადაა შერჩეული.

მაგალითად, თელი და დასვრეტილი თმა გაქვთ, ოსტატი კი გთავაზობთ მძიმე და მკვრივი ღერების ჩამატებას. რა თქმა უნდა, ამის გამო, თმის ღერებზე დატვირთვა გაიზრდება და ძირიანად მოსწყდება.

  • თმის კონა არასწორადაა ფორმირებული.

თითოეული კონა “შეფუთულია” კაფსულაში, რომელიც “ნამდვილი” თმის ფუძეს ემაგრება. როცა კონა ზედმეტად დიდი და სქელია (მაშინაც კი, თუ თმა საგულდაგულოდაა შეკრული), კაფსულა მძიმე გამოდის, რის გამოც ძირები ისევ იტვირთება. თქვენი და დონორული თმების სიხშირე თანაბარი უნდა იყოს.

  • თმა არასწორადაა დაჭიმული.

როცა ოსტატი კონას “სვამს” და ატრიალებს, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თმის ზრდის მიმართულება. ბევრი სპეციალისტი ამაგრებს და ატრიალებს კონას შემთხვევითი მიმართულებით, გამოცდილი ოსტატები კი თმას ისე ამაგრებენ, რომ კაფსულები ზემოდან ქვემოთ “იზრდებოდეს” (და არა გვერდით), და ძირებიდან მცირე მანძილს ტოვებს.

  • კონის ზომა არ შეეფერება ჩამაგრების ზონას.

თმის დაგრძელება შემოქმედებითი პროცესია. არაა საკმარისი უბრალოდ კონის ფრთხილად ჩამაგრება – უნდა გაითვალისწინონ ისიც, თუ რომელ ზონაში მაგრდება იგი. მაგალითად, საფეთქლის ნაწილი ყველაზე ნაზია, მისი ტრავმირება მარტივია, ამიტომ, აქ მსუბუქი კონებია საჭირო. აი, კეფის ნაწილი კი, პირიქით, ყველაზე მტკიცეა და დიდი კონების გამოყენებაც შეიძლება. რაც უფრო ახლოს იქნებით კიდის ზონასთან, მით უფრო მცირე ზომის უნდა იყოს კონები.

Photo credit: Instagram

თმის უსაფრთხოება თქვენს ხელშია!

ყურადღება გამოიჩინეთ და გააკონტროლეთ ოსტატი. ძალიან კარგი! ამით საქმე არ სრულდება: დაგრძელებულ თმას სწორი მოვლა სჭირდება. აი, როგორ უნდა მოიქცეთ.

  • სწორად დაიბანეთ თავი. ეს მხოლოდ შხაპის ქვეშ უნდა გააკეთოთ. როცა ონკნის ქვეშ ვიხრებით, თავის კანზე დამატებით დატვირთვას მძიმე, სველი თმებით ვქმნით.
  • არ გაიკეთოთ მაღალი კუდები და მჭიდრო კონები დაგრძელებიდან (ან კორექციიდან) პირველი 2 კვირის განმავლობაში. გაიხსენეთ დაჭიმვის წესებიც: რამდენადაც სიმძიმე ქვემოთ ექაჩება, ნუ წამოწევთ კონებს საწინააღმდეგო მხარეს, მშობლიური თმის ძირები რომ არ დააზიანოთ.
  • სწორად დაივარცხნეთ თმა. შეიძინეთ სპეციალური ჯაგრისი ან სავარცხელი დაბოლოებებზე ბურთულების გარეშე. მან კარგად უნდა დავარცხნოს თავის კანი და წვრილი კონები – ეს უკიდურესად აუცილებელია, თმა ერთმანეთში რომ არ აიხლართოს. არ დაგავიწყდეთ, რომ თმა ასე უნდა დაივარცხნოთ: ჯერ დაბოლოებებთან ახლოს მოჰკიდებთ კონას ხელს, ქვემოთ დარჩენილ თმას კი დაივარცხნით, ასე გააგრძელებთ ზემოთაც, თმის ძირებამდე.
  • დროულად ჩაიტარეთ კორექცია. დრო ინდივიდუალურია. თუ თხელი თმა გაქვთ, დაგრძელება 1.5 თვეში ერთხელ უნდა განახლდეს, ხოლო, თუ უფრო ხშირი და სქელი თმა გაქვთ, 2-2.5 თვე არაფერი შეგაწუხებთ.
Photo credit: Instagram

ნუ დაიგრძელებთ თმას, თუ თმისცვენა გაწუხებთ! პრობლემა, პირველ რიგში, ექიმმა (ენდოკრინოლოგმა, ტრიქოლოგმა ან სხვა პროფილის მქონე სპეციალისტმა) უნდა გადაჭრას. როცა თმა ცვივა (მაგალითად, ძუძუთი კვების დროს ან სხვა მიზეზით), დამატებითი წონა ისედაც დაუძლურებულ ძირებს სულ მოსპობს.

Photo credit: Instagram

მითი №2: დაგრძელება აფუჭებს ნამდვილი თმის ხარისხს

Photo credit: Instagram

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგულდაგულო დაგრძელება, რომელიც მშობლიურ თმაზე ზედმეტ დატვირთვარ არ შექმნის, არ გამოფიტავს ნამდვილ თმას, პირიქით, მოგცემთ შანსს, ხარისხიანად მოუაროთ მას.

თუ ოსტატმა ზედმეტი კონა არ გამოიყენა და გონივრულად დაგიგრძელათ თმები, დავარცხნისას იგი ნაკლებად ავნებს ნამდვილ ღერებს. დიდი რაოდენობით დონორული თმის ფენით გაშრობისას ხომ ჩვენს უფრო სუსტ თმასაც ვეხებით, რომლებიც ცხელი ჰაერის სასიკვდილო დოზას იღებენ. ამიტომ, ყოველთვის გამოიყენეთ თერმოდაცვა და მოიწყვეთ “დეტოქსი” კვირაში ერთხელ მაინც – დაასვენეთ თმა ცხელი ჰაერისგან.

მშობლიური თმის გამოფიტვის შესახებ მითი იმიტომ გაჩნდა, რომ გოგონები სწრაფად ეჩვევიან სარკეში არსებულ გამოსახულებას დაგრძელების შემდეგ. დონორული თმის გარეშე, ნამდვილი თმა არასაკმარისად მოცულობითი და მკვრივი ჩანს. ყოველთვის დაიმახსოვრეთ, რომ ეს ფსიქოლოგიური ეფექტია.

ბევრს ეშინია, რომ თმას შოკურ-ტრავმატული შეგრძნება ექნება დონორული კონების ჩამაგრების დროს, როცა უთოთი “რჩილავენ”. რეალურად, ეს უსაფუძვლო შიშია: ოსტატის უთო თერმოზემოქმედებით ისეთივეა, როგორსაც სახლში იყენებთ.

Photo credit: Instagram

ვისთვის არ შეიძლება თმის დაგრძელება?

  • მათთვის, ვისაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუჭრელი პრობლემები აკავშირებს, რომლებიც თმის ზრდაზე ახდენს გავლენას. ნუ იმუშავებთ გარეგნობაზე, სანამ შინაგან მიზეზებს არ გაარკვევთ.
  • გოგონებისთვის, რომლებსაც დაგრძელებისთვის შეზღუდული ბიუჯეტი აქვთ. მაგალითად, თუ თხელი და სუსტი თმა გაქვთ, ისინი მხოლოდ ბავშვის თმას აიტანს, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს. ფულის დაზოგვის სურვილი გამოიწვევს იმას, რომ მშობლიური თმა უარესად დაზიანდება.
  • მათთვის, ვისაც არ აქვს წვდომა თმის ფართო არჩევნის მქონე სალონებთან. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ უხარისხო თმას ჩაიმაგრებთ და საკუთარ თმას დააზიანებთ.

როგორ ხდება თმის დაგრძელება?

Photo credit: Instagram

გავიმეორებთ იმას, რაც უკვე ვთქვით, თმის დონორული თმით დაგრძელების დაწვრილებითი გეგმა რომ გაგაცნოთ!

  1. აირჩიეთ გამოცდილი ოსტატი თმის ფართო ასორტიმენტით, არ დაზოგოთ ფული!
  2. დროულად ჩაიტარეთ დაგრძელების კორექცია.
  3. მოუარეთ თმას სწორად – გამოკვებეთ და თავი აარიდეთ ცხელ მოწყობილობებს.
  4. მიიღეთ ვიტამინები თმისთვის.

საშუალოდ, 2.5 თვეში თმა 2.5 სმ-თი იზრდება. ამიტომ, მშვიდად დაელოდეთ წარუმატებელი ვარცხნილობის გაზრდას და, საჭიროების შემთხვევაში, თანდათან მიაღწევთ სასურველ სიგრძეს.

მითი №3: თმის დაგრძელებაზე უარს ვეღარ იტყვით

Photo credit: Instagram

ნამდვილად, ხშირ მოცულობასა და გრძელ თმას სწრაფად ვეჩვევით. ამიტომ, თმის დაგრძელებამდე მოემზადეთ ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ საკუთარი თმა იმდენად ლამაზად აღარ მოგეჩვენებათ. და მაინც, არსებობს ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ სტრესის მოხსნაში, დაგრძელების მოხსნის შემდეგ.

  • თანდათან შეამცირეთ დაგრძელების მოცულობა – ყოველ კორექციაზე დაიმაგრეთ სულ უფრო ნაკლები კონა.
  • დაიწყეთ საკუთარი თმის გახშირება. ანუ, გადაიყვანეთ გარკვეული ზონები სრულყოფილი დაგრძელებიდან კორექციამდე – მაგალითად, სახესთან არასაკმარისი მოცულობის შესავსებად.
  • მუდმივად კვებეთ თმა მოვლის საშუალებებით – იგი აუცილებლად დაგეხმარებათ საკუთარი თმის მსხვრევადობის შემცირებაში, გამოკვებასა და დამძიმებაში. ამ მიზნებით გამოგადგებათ პროტეინების შემცველი პროდუქტები.