როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში: 5 ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი

0
1048

ქათქათა ღიმილი დიდი ხნის წინ იქცა მოვლილი ქალის სავიზიტო ბარათად, მოვლილ ხელებთან ერთად. თუმცა, ბევრს კბილების პროფესიონალური გათეთრების საშუალება არ აქვს, სხვებს კი ეშინიათ კბილის მინანქრის დაზიანება და პრინციპულად ამბობენ უარს ასეთ პროცედურებზე. როგორ მოვიქცეთ, თუ ღიმილის “განახლებაა” საჭირო?

გამოსავალი არსებობს: ტექნოლოგია მუდმივად ვითარდება, ამიტომ, კბილების ეფექტურად გათეთრება ახლა სახლის პირობებშიც შეიძლება. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ კბილების სახლის პირობებში გათეთრების 5 მეთოდს.

როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში?

1. პროფესიონალური მათეთრებელი პასტები

ქათქათა ღიმილისკენ ყველაზე ხელმისაწვდომი გზა. მართალია, დიდხანს მოუნდებით ცარცისა და სოდის გარეშე დამზადებული პროდუქტის შერჩევას, უპირატესობა ხომ ქიმიურ აგენტებზე დამზადებულ პროფესიონალურ ვარიანტებს უნდა მიანიჭოთ. ასეთი პასტები არ ვნებს მინანქარს და ეფექტურას ხსნის ნადებს. თუმცა, მისი გამოყენება არაა რეკომენდებული 1 თვეზე მეტი ხნით, თანაც, მხოლოდ ჩვეულებრივთან ერთად უნდა გამოიყენოთ.

2. მათეთრებელი ზოლები

სოციალური ქსელების წყალობით, კბილების სახლის პირობებში მათეთრებელი ეს საშუალება პოპულარობის პიკზეა. მისი გამოყენება ძალიან მარტივია: საკმარისია, ზოლები დაიწებოთ კბილებზე და 30 წუთით გაიჩეროთ. დიახ, ასეთი პროცედურა ორკვირიანი კურსით უნდა გაიაროთ, რის შემდეგაც კბილის მინანქარი საგრძნობლად გაღიავდება. მათეთრებელი ზოლების უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ, გარე ფაქტორების (მოწევა, ყავა, მღებავი სასმელები) არსებობის შემთხვევაში, ჩატარებული პროცედურების ეფექტი დაუყოვნებლივ ქრება. გარდა ამისა, ზოლები ყოველთვის მჭიდროდ არ ფიქსირდება, რაც მინანქრის უთანასწორო გათეთრებას გამოიწვევს.

3. მათეთრებელი გელი

მათეთრებელი გელიც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება სახლის პირობებში კბილების გასათეთრებლად. ამ პროდუქტების უმეტესობის შემადგენლობაში არსებული ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა წყალბადის ნაჯერი ზეჟანგი. იგი საშუალებას გაძლევთ იმ ლაქების მოშორებას, რომლებსაც კბილებზე ჩაი, ყავა, თამბაქო და მსგავსი ნივთიერებები აჩენს. პირველივე გამოყენების შემდეგ მიიღებთ შესამჩნევ ეფექტს, რამდენიმე პროცედურა კი სასურველ სითეთრემდე მიგიყვანთ. ამ მეთოდის ნაკლების უმეტესობა უკავშირდება მის არასწორად გამოყენებას ან უკუჩვენებების უგულებელყოფას, რაც იწვევს კბილების მომატებულ მგრძნობელობასა და პირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. ამიტომ, რეკომენდაციების მკაცრად დაცვა უბრალოდ აუცილებელია.

4. მათეთრებელი სტიკები 

რით შეიძლება კბილების გათეთრება სახლის პირობებში? კბილების ამ მეთოდით გათეთრება მოიცავს ინდივიდუალური კომპაქტური ჩხირების გამოყენებას. ჩხირი მცირე ზომის, მოსახერხებელი აპლიკატორია, რომელიც ფორმითა და ზომით მცირე ავტოკალამს ან ტუჩსაცხს გვაგონებს. მისი გამოყენებისას, წაისვით გელი კბილებზე აპლიკატორით და გაიჩერეთ რამდენიმე წუთით. ასეთი მეთოდი შესანიშნავ ეფექტს უზრუნველყოფს, კბილები 1-2 ტონით გათეთრდება. თუმცა, ჩხირს ხანმოკლე ეფექტი აქვს, ესე იგი, კურსი პერიოდულად უნდა გაიმეოროთ.

5. გათეთრების საშინაო სისტემა

აღნიშნული სისტემა კბილების პროფესიონალური გათეთრების პროცედურის ღირსეული ალტერნატივაა. როგორ გავითეთროთ კბილები სახლის პირობებში უსაფრთხოდ? კომპლექტში შედის სილიკონის დამჭერები, პროფესიონალური მათეთრებელი გელი და შუქდიოდური სტომატოლოგიური ჭრაქი. პროცედურა 15 წუთს გრძელდება, მოითხოვს დღეში 4 სეანსს, ორდღიანი კურსით, 6 თვეში ერთხელ გამეორებით. მისი უარყოფითი მხარე მხოლოდ მაღალი ფასია, ზემოხსენებულ პროდუქტებთან შედარებით.