მიჯაჭვული ბუნება: როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მარტივად და ხშირად გიყვარდებათ

0
812
Photo credit: Getty Images

მუდმივად სხვადასხვა მამაკაცი გიყვარდებათ და შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლით? ახალ ურთიერთობას იწყებთ ხანგრძლივი განზრახვით, მალე კი გესმით, რომ სულ სხვა ადამიანი შეგიყვარდათ? ჩვენ ვიცით, რაში შეიძლება მდგომარეობდეს თქვენი ასეთი მიჯაჭვულობის მიზეზი.

კალია-ჭრიჭინა

ყოველთვის, როცა გიყვარდებათ, გულწრფელად ფიქრობთ, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება. აზრადაც არ გაგივლით უბედური მსხვერპლის გამოყენება! ყველაფერი სერიოზულადაა, მართლა, 3 თვეში კი ოკეანეს გადაუფრენთ. თუმცა, თქვენს სისხლში იმდენი თავისუფლებაა, რომ იგი ათობით გოგონას ეყოფოდა. თან ამდენივე ენერგია მოგყვებათ. მოგწონთ მამაკაცების ჭკუიდან გადაყვანა, ამას სიცილ-კისკისით აკეთებს. არა-არა, ეს მონადირის ვერაგი სიცილი კი არაა, ყველა მამაკაცზე გაბრაზებული. ესაა იმ ჭრიჭინას უზრუნველი სიცილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ნამდვილი მამაკაცი არ ტირის და არ იტანჯება. იგი ღირსეულად იტანს ყველა “უნდა დავშორდეთ”-ს, უხმოდ მიდის და აღარასდროს ბრუნდება.

სამწუხაროდ, მშვიდი მამაკაცის პოვნა მარტივი არაა, ამიტომ რამდენჯერმე სერიოზული სკანდალის გადატანაც მოგიხდათ. თუმცა, მათ დიდად არ შეუწუებიხართ. თუ შეწუხდით, ძალიან ცოტა ხნით.

გამოსავალი არსებობს! თანაც, დიდი ალბათობით, ის თავისით გამოჩნდება, როცა იმ ერთადერთ ადამიანს შეხვდებით. უბრალოდ, ჯერ საკმარისად ზრდასრული არ ხართ სერიოზული ურთიერთობებისთვის, რომლებიც წინ გელით. სანამ მათ ძებნაში ხართ, ეცადეთ, ძალიან არ დაამსხვრიოთ მამაკაცების გულები.

სპორტული ინტერესი

ფიქრობთ, რომ, რაც უფრო მეტი რომანი გქონდათ, მით უფრო გამოცდილი და დაბრძენებული ხართ. მოგწონთ და გინდათ, ზუსტად ასეთი იყოთ: გამოცდილი და ბრძენი. სულის სიღრმეში, თქვენც ოცნებობთ ნამდვილ სიყვარულზე, თუმცა, სანამ ჭეშმარიტად შეიყვარებთ, სიყვარულის ყველა კიდის გამოცდა გსურთ.

გამოსავალი არსებობს! თქვენს სიტუაციაში მთავარია, დროულად გაჩერდეთ. გამოცდილება კარგია, მაგრამ ადამიანების მარიონეტებად ქცევა არ შეიძლება. იქნებ, თქვენი ჭეშმარიტი სიყვარული სწორედ ახლა თქვენ გვერდითაა?!

კაბიანი ფიქაფერი

ალბათ, გსმენიათ იმ მამაკაცების შესახებ, რომლებსაც, თავიანთი არამიწიერი ხიბლის წყალობით, ნებისმიერი გოგონას მოხიბლვა, მათთან ღამის გატარება, დილით კი სამუდამოდ გაქრობა შეუძლიათ. თქვენც ასეთივე ტაქტიკა გაქვთ არჩეული. რატომ მოხდა ეს? ძალიან დიდი ალბათობით, თქვენ გადაწყვიტეთ, შური იძიოთ კაცობრიობის მამაკაცურ ნახევარზე, რომელიღაც ძველი წყენის გამო. ბოლოს და ბოლოს, ზურა მართლა უსამართლოდ მოიქცა, როცა ქვიშის მოედანზე ნიჩბები არ გათხოვათ.

გამოსავალი არსებობს! შეგიძლიათ, სიცოცხლის ბოლომდე იძიოთ შური ნიჩბებისთვის, თანაც, არა კონკრეტულად ზურაზე, არამედ მთელ სამყაროზე. თუმცა, ისიც შეგიძლიათ, რომ დრო უფრო ნაყოფიერად გაატაროთ. აღიარეთ, თქვენც ხომ გინდათ, ვინმეს უყვარდეთ. მიეცით საკუთარ თავს ეს სისუსტე და არ განიზიდოთ მორიგი მამაკაცი, რომელსაც არ მოსწონხართ.

სრული იმედგაცრუება

არ გიმართლებთ. თქვენი ყველა მეგზური მართლაც დაუჯერებლად მოსაწყენი აღმოჩნდება ხოლმე. არა, თქვენი დაკმაყოფილება რთული კი არაა, უბრალოდ ასე ხდება ხოლმე. თქვენი ყოველი ახალი რომანი უბრალო ქალური ბედნიერების მოპოვების მცდელობაა, რომელიც, ჯერჯერობით, წარუმატებლად სრულდება.

გამოსავალი არსებობს! ყველაფერი წინაა. ნუ ჩამოუშვებთ ცხვირს და ნუ დაკარგავთ იმედებს. ასევე, შეყვარებამდე სცადეთ, ყურადღებით დააკვირდეთ ადამიანს, მორევში არ გადაეშვათ. ასე ორივესთვის უკეთესი იქნება.

შეყვარების ჩვევა, რეალურად, არც ისეთი მავნეა. განსაკუთრებით, თუ მას თქვენთვის სიხარული მოაქვს, თუნდაც მცირე ხნით. უბრალოდ, ეცადეთ, შეიყვაროთ და დაშორდეთ პროცესის სხვა მონაწილეებზე დამანგრეველი შედეგების გარეშე.