ტესტი: ვინ ხართ, მოსამსახურე, პრინცესა თუ დედოფალი?

0
887

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, ვინ ხართ ახლა.

მოსამსახურის, პრინცესას და დედოფლის მახასიათებლების შესახებ წაიკითხეთ და განსაზღვრეთ, თუ რომელ ტიპს მიეკუთვნებით. ვინ არის თქვენთან უფრო ახლოს? ტესტის ბოლოს თქვენი პიროვნების ანალიზი გაიგეთ.

  • მოსამსახურე ოცნებობს კეთილ ფერიაზე, პრინცესა – მშვენიერ პრინცზე, დედოფალი არ ოცნებობს, მოქმედებს.
  • მოსამსახურეს სასწაულების სჯერა, პრინცესასთან სასწაულები ნამდვილად ხდება, დედოფალი სასწაულებს თავად ახდენს.
  • მოსამსახურე  სუსტია, მაგრამ გარედან ძლიერი ჩანს, პრინცესა ძლიერია, მაგრამ გარედან სუსტი ჩანს, დედოფალი ნიღბებს არ ატარებს.
  • მოსამსახურე ადრე მოდის, პრინცესა იგვიანებს, დედოფალი დროულად მოდის.
  • მოსამსახურე ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, პრინცესა – სხვებს, დედოფალი დასკვნებს აკეთებს.
  • მოსამსახურეს არ შეუძლია გამარჯვება, პრინცესამ წაგება არ იცის, დედოფალი არ პაექრობს.
  • მოსამსახურეს დრაკონები არ აინტერესებს, პრინცესა დრაკონებს ჭამს, დედოფალი დრაკონებთან მეგობრობს, რადგან მოსამსახურეს დრაკონები არ აინტერესებს, პრინცესას მათი ეშინია, ხოლო დედოფალი მათ იმორჩილებს.
  • მოსამსახურე თუნდაც ლამაზი, თავს უშნოდ მიიჩნევს, პრინცესა თუნდაც უშნო, თავს ლამაზად მიიჩნევს, დედოფალს დრო არ აქვს, რომ სარკეში ჩაიხედოს.
  • მოსამსახურე შეიძლება ვერ დაინახოთ, პრინცესა შეუძლებელია ვერ დაინახოთ, დედოფალი შეუძლებელია ვერ დაინახოთ, როცა სჭირდება.
  • მოსამსახურე მორჩილია, პრინცესა თავნება, დედოფალი დისციპლინირებული.
  • მოსამსახურეს შექების მიღება სურს, პრინცესას – ყურადღების, დედოფალს – გამოცდილების.
  • მოსამსახურე დამცირებას იტანს, პრინცესა შურს იძიებს, დედოფლის დამცირება შეუძლებელია.
  • მოსამსახურეს უყვარს, პრინცესა უფლება იძლევა, რომ უყვარდეთ, დედოფალი არ ფიქრობს – ვინ ვის.
  • მოსამსახურეს ყველაფერი ესმის და ითმენს, პრინცესას ესმის მხოლოდ ის, რაც სურს გაიგოს, დედოფალს ყველაფერი ესმის და მიდის.
  • მოსამსახურეს მოთხოვნა არ შეუძლია, პრინცესა ლოდინს ვერ იტანს, დედოფალმა იცის, ყველაფერს თავისი დრო აქვს.
  • მოსამსახურეს გაზრდა არ სურს, პრინცესას – დაბერება, დედოფალმა იცის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
  • მოსამსახურე სამყაროს შავ ფერში ხედავს, პრინცესა – ვარდისფერში, დედოფალი – შავ, ვარდისფერ და სხვა დანარჩენ ფერებში.
  • მოსამსახურესთან ურთიერთობა მარტივია, პრინცესასთან რთული, დედოფალთან საინტერესო. იყო მოსამსახურე რთულია, იყო პრინცესა მარტივი, იყო დედოფალი, როგორც მინიმუმ, აზრი აქვს.

ტესტის შედეგები

თუ ფიქრობთ, რომ მიეკუთვნებით მოსამსახურეს:

მოსამსახურე წარმოადგენს ჯერ კიდევ განუვითარებელ პიროვნებას, პიროვნებას ბავშვური თვითშეფასებით. მნიშვნელობა არ აქვს, ახლა რამდენი წლის ხართ, მთავარია, როგორ იქცევით და ფიქრობთ. მოსამსახურე – ადამიანი–ბავშვი, მისთვის დამახასიათებელია დაბალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გრძნობების კონტროლის უუნარობა ან სურვილის არ ქონა, ნევროზი. ასეთი ადამიანი უფრო ყურადღებიანი, კონცენტრირებული უნდა გახდეს, სხვების დახმარების იმედად ყოფნა უნდა შეწყვიტოს. სიტყვას და საქმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

თუ ფიქრობთ, რომ მიეკუთვნებით პრინცესას:

პრინცესა თითქმის შემდგარი პიროვნებაა. ისეთი ნიშნები, როგორიცაა დამოუკიდებლობა და პრობლემების გადაჭრის უნარი, მკაფიოდ გამოხატულია. პრინცესა მაინც ახალგაზრდაა და არა ზრდასრული, როგორც დედოფალი. ზრდასრულ ადამიანს ხომ პასუხისმგებლობის, მზრუნველობის და მხარდაჭერის უფრო ფართო წრე აქვს.

თუ ფიქრობთ, რომ მიეკუთვნებით დედოფალს:

დედოფალი – ზრდასრული პიროვნება, ცხოვრებაში სრულად შემდგარი ადამიანი. სიმწიფე დაუყონებლივ არ მოდის და სამწუხაროდ, ყველა ვერ აღწევს. დედოფალი – გონიერი და მიზანდასახული ქალი, რომელსაც მიზნების დასახვა და მათი მიღწევა შეუძლია.