აირჩიეთ სკივრი და გაიგეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

0
750

ბედი ყოველთვის მინიშნებებს და რჩევებს გვაძლევს, მაგრამ ზოგჯერ მათ ვერ ვამჩნევთ ან ვერ ვხვდებით. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტესტს, რომელიც ასეთი შეტყობინებების ნაწილის გაშიფვრაში დაგეხმარებათ.

მომავალი არაპროგნოზირებადია, მაგრამ მსურველს რამდენიმე მეთოდით მომავლის გაგება შეუძლია. ჯადოქრების და მკითხავებს გარდა არსებობს საკმაოდ მარტივი ტესტები, რომლებიც უახლოეს მომავალზე გიწინასწარმეტყველებთ.

კონცენტრირდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ. ინტუიციის დახმარებით აირჩიეთ სკივრი, რომელიც გაგიმხელთ, რა გელით უახლოეს მომავალში.

აირჩიეთ სკივრი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.

თქვენ აირჩიეთ

სკივრი № 1

საკუთარ ბედნიერებას უკვე დიდი ხანია ელოდებით. მზის ამოსვლისას მხოლოდ ერთზე ოცნებობთ, რომ პირადი ცხოვრება მოიწყოთ. საყვარელი ადამიანის თბილი ჩახუტება და პოზიტივი გაკლიათ.

იმედი არ გაიცრუოთ, მალე დადგება დრო, როცა ყოველი დღე ფეირვერკული მოვლენებით სავსე იქნება. ბედი ასეთ შესაძლებლობას მოგცემთ. ყურადღებით დააკვირდით, შეცდომა არ დაუშვათ, თორემ შანსს დაკარგავთ.

სკივრი № 2

მალე პირად და პროფესიულ სფეროში ცვლილებები გელოდებათ. სწორედ ამიტომ, ამ მოვლენებისთვის წინასწარ მოემზადეთ. უკვე ბევრი სირთულე გადალახეთ, რამაც გაგაკაჟათ და ბევრი რამ გასწავლათ.

ბედის ტვირთს მამაცურად იტანთ, მაგრამ ყოველთვის უკეთესის იმედი გაქვთ. შესანიშნავი ადამიანი ხართ და სამყარო მალე უჩვეულო საჩუქარს გაგიკეთებთ.

სკივრი № 3

ცხოვრებაში წარმატების მიღწევას დიდხანს ელოდით, მაგრამ არაკეთილმოსურნეები ხელს გიშლიდნენ. წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებები მუდმივად ჩნდებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მთავარია, მკაფიო მიზანი დაისახოთ და ყველაფრის მიუხედავად მისი მიღწევა სცადოთ.

მიღწეულზე არ გაჩერდეთ. კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელია. საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ, ამიტომ ყველაფერი გამოგივათ. ძალიან მალე პატარა ბიზნესის დასაწყებად შანსი გამოჩნდება. საუბარია საქმეზე, რომელზეც უკვე დიდი ხანია ფიქრობთ.

სკივრი № 4

თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები მალე რომ განხორციელდეს, წვრილმანებით ტკბობა უნდა ისწავლოთ. თქვენი უკმაყოფილება არავითარ შემთხვევაში არ გამოაჩინოთ.

თქვენი მომავალი იქნება მშვენიერი, სამყარო დაგაჯილდოებთ ისეთი თვისებებით, რაც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. წარმატებას ნანატრი სიყვარული მოჰყვება.

სკივრი № 5

უკვე დიდი ხანია დაბნეული ხართ. თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ ხდება, რაც ლოგიკას ეწინააღმდეგება. დაიღალეთ და პოზიტივით დამუხტვა გსურთ. სამყარო დაგეხმარებათ და კარგ მეგობარს გამოგიგზავნით. მასთან ერთად გრძელვადიან მოგზაურობას დაგეგმავთ.

თავდაუჯერებლობა და წარუმატებლობები დაივიწყეთ. ახლა ცხოვრებაში თეთრი ზოლი დაიწყო და ბედის მიერ მომზადებულ გზაზე იარეთ.