
გსურთ გაიგოთ, რამდენად შეეფერებით თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთმანეთს? Girl.ge–ს რედაქცია თავსებადობის შესამოწმებლად საუკეთესო მეთოდებს გთავაზობთ.
ახმატოვის ტესტი

ლეგენდის თანახმად, ანა ანდრეევნა ახმატოვამ მოკლე ტესტი მოიფიქრა, რომლითაც ყველა მეგობარს ამოწმებდა. დარწმუნებული იყო, რომ ყველა ადამიანი იყოფა ორ ტიპად. ჩვენ ასეთი კატეგორიული არ ვიქნებით, მაგრამ ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
ანა ახმატოვის ტესტში მხოლოდ სამი კითხვაა. მათ უპასუხეთ, შემდეგ პარტნიორს ჰკითხეთ.
- ყავა თუ ჩაი?
- კატა თუ ძაღლი?
- პასტერნაკი თუ მანდელშტამი?
ჩაი, ძაღლი, პასტერნაკი – საიმედო, ფსიქიკურად სტაბილური და თავდაჯერებული ხალხის არჩევანია. ისინი ოპტიმისტები, გულწრფელები, თავდაჯერებული არიან და გადაწყვეტილების მკვეთრად შეცვლა არ ახასიათებთ. შესაძლოა ცოტა მარტივი, სამაგიეროდ პრაქტიკული და წარმატებული იყვნენ.
ყავა, კატა და მანდელშტამი – მათ ემოციურად პესიმისტები ირჩევენ. ახასიათებთ დეპრესიისა და სულიერი ტანჯვისკენ მიდრეკილება, სიტუაციას დრამატიზება და მოსაზრებების შეცვლა. დახვეწილი, შემოქმედებითი ბუნების ადამიანები არიან, რომელთაც მორალური პრინციპების უგულებელყოფა მარტივად შეუძლიათ.
მოკლედ, პატარა საქმეა, მაგრამ საკითხავია: თქვენს პარტნიორს პასტერნაკის ან მანდელშტატის რაიმე წაკითხული თუ აქვს? თუმცა, თუ არა, ნამდვილად არ შეგეფერებათ!
სიყვარულის ენა
ექიმი გერი ჩაპმენი ირწმუნება, რომ სიყვარულის გამოსახატად 5 ენა არსებობს: სიტყვა, დრო, საჩუქრები, დახმარება და შეხება. ჩვეულებრივ, მთავარი ენა, რომლითაც სიყვარულს გამოვხატავთ წარმოადგენს იმ ენას, რომლითაც მისი მიღება გვსურს. თუ სიყვარულის გამოხატვის მეთოდები თქვენს მოთხოვნებს არ ემთხვევა (და პირიქით), გაგიჭირდებათ.
ნუმეროლოგია

ქალის და კაცის თავსებადობის საკუთარი წესები ნუმეროლოგიაშიც არსებობს. პირველ რიგში, თქვენი პირადი კოდი უნდა გამოთვალოთ. დაბადების თარიღის, წლის და თვის ყველა რიცხვი დააჯამეთ ისე, რომ ერთი ციფრი მიიღოთ. მაგალითად, თქვენი დაბადების თარიღია 20.05.1988 ციფრები დააჯამეთ: 2+5+1+9+8+8=33 3+3=6. თქვენი პიროვნების კოდია 6. ახლა იგივე პარტნიორის დაბადების თარიღზე გააკეთეთ.
ამის შემდეგ, ნახეთ, რას ამბობს ნუმეროლოგია თქვენს შესახებ და რამდენად შეესაბამებით ერთმანეთს.
- პიროვნების კოდი 1
ასეთი აქტიური ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა მისი ლიდერული თვისებები აღიაროს. თვითრეალიზაცია, ჰობის ქონა, კარიერის გაგრძელება, თვითგანვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მას უნდა მოუსმინონ. სჭირდება პარტნიორი, რომელიც მის სამსახურზე, ჰობზე არ იეჭვიანებს, კიდევ უკეთესი, თუ მოტივაციას მისცემს.
- პიროვნების კოდი 2
სჭირდება გაგება, რომ მასთან ილაპარაკონ. შესაგრძნები შეგრძნებები უყვარს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცი მეტ დროს მასთან ატარებდეს, ეხებოდეს. ხშირად უპირატესობას ანიჭებს მშვიდ დასვენებას. მშვიდი, ტაქტიანი, მგრძნობიარე და ყურადღებიანი პარტნიორი შეეფერება.
- პიროვნების კოდი 3
მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორმა მისი დაუოკებელი შემოქმედებითი ენერგია, კრეატივი გაიზიაროს. პარტნიორი, რომელიც მისი განწყობის, ხასიათის და იდეების ხშირ ცვლილებას გაუგებს. ასეთი პიროვნება მხიარული, აზარტული, აქტიურია და მას მხარი უნდა დაუჭიროთ ან ხელი არ შეუშალოთ.
- პიროვნების კოდი 4
არ უყვარს, როცა სულში ხელებს უფათურებენ. სიმშვიდე სჭირდება, თუ რაიმეს ანალიზი და დაფიქრება სჭირდება. შეეფერება ისეთი პარტნიორი, რომელიც გრძნობს, როდის დატოვოს მარტო.
- პიროვნების კოდი 5
თავისუფლების შეზღუდვას ვერ იტანს. მას შეუძლია იჯდეს და მოულოდნელად სადმე წასვლა, ვინმეს ნახვა მოისურვოს. სჭირდება პარტნიორი, რომელსაც მისი სპონტანურობა ესმის და იზიარებს. პარტნიორი, ვისაც თავგადასავლები, მრავალფეროვანი ცხოვრება, მოძრაობა და სპორტი უყვარს.
- პიროვნების კოდი 6
სახლში ყოფნა უყვარს. მეოჯახეა, სულიერი სითბო და სახლის მყუდროება სჭირდება. ისეთი პარტნიორი შეეფერება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახური ტრადიციები, რომელსაც სახლის მოწყობა უყვარს.
- პიროვნების კოდი 7
განმარტოება უყვარს, ზოგჯერ მოსაწყენი და მეწვრილმანეა. კონფლიქტი თუ მოხდება, მას დიდხანს გაანალიზებს და ილაპარაკებს. სჭირდება, რომ პარტნიორს მისი ესმოდეს.
- პიროვნების კოდი 8
მისთვის მნიშვნელოვანია სწავლა, გაფართოება. მას ბევრი ინტერესთა სფერო აქვს, ბევრი მეგობარი ჰყავს. როგორც წესი, საქმე ბოლომდე მიყავს. მისთვის მიზნების დასახვა და შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. მატერიალისტი პარტნიორი შეეფერება, რომ ერთად კაპიტალი გაამრავლონ და ცხოვრებაში გვერდიგვერდ იარონ. პარტნიორი ემოციურად სტაბილური უნდა იყოს.
- პიროვნების კოდი 9
გაგება სჭირდება, სიტუაციის გაანალიზება, სწავლა უყვარს. სჭირდება პარტნიორი, რომელიც მას დააფასებს. სხვების დახმარება უყვარს და ძალიან კარგი მეგობარია. პარტნიორი მშვიდად უნდა მოეკიდოს იმ ფაქტს, რომ მეორე ნახევარი სახლში მალე ვერ მოვა, რადგან დაქალს ეხმარება.
ჰოროსკოპი

ზოგიერთი ირწმუნება, რომ ჰოროსკოპი სრული სისულელეა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ყველა ეს ზოგიერთი თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები არიან. სინამდვილეში, თავსებადობის ჰოროსკოპი შეიძლება 100%–ით ზუსტი არ იყოს, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა.
ენერგო–ფიზიოლოგიური თავსებადობის ტესტი
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ვიქტორ ბოიკო მრავალი ტესტის და კითხვარის ავტორია. მის ნამუშევრებს ბევრი ფსიქოთერაპევტი პაციენტის მდგომარეობის დასადგენად იყენებს. მაგალითად, ბოიკოს ტესტი ემოციური გადაწვაზე – ფსიქოთერაპევტულ პრაქტიკაში დიაგნოზის დასასმელად ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტია. მისი თავსებადობის ტესტს ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ. შეგიძლიათ თქვენი თავსებადობა თავად შეამოწმოთ ან მისი გაკეთება პარტნიორს სთხოვოთ. ტესტის გავლა შეგიძლიათ აქ.
თავსებადობა ფსიქოტიპების მიხედვით
ფსიქოტიპების შესახებ მრავალი თეორია არსებობს, მაგრამ ყველაზე მარტივი და პოპულარულია თეორია, რომელშიც სულ 6 ტიპია: ქალი დედა, ქალი და, ქალი შვილი, შესაბამისად, კაცი მამა, კაცი ძმა, კაცი შვილი. მოკლედ, თავად სახელებიდან ჩანს, რომ ქალი დედა კაც მამას ყურადღებას საერთოდ არ მიაქცევს, ხოლო კაცი ძმა ქალი შვილისთვის საკმარისად საიმედო არაა.