„კომფორტული ქალი“: რატომ არ უნდა მოერგოთ არავის

0
335
photo credit: Getty Images

ფსიქოლოგი ანა პროსვეტოვა Girl.ge–სთან საუბარში ყვება, თუ რატომ არ არის „ქალური სიბრძნე“ ის, რაზეც ვფიქრობთ და რატომ არ გჭირდებათ თქვენ.

იყავი მოქნილი, ნაზი, მორჩილი, რბილი. ადაპტირდი, შეიცვალე, სიტუაციას მოერგე. გაუგე, გამოიცანი, მოუსმინე. რატომ?

რომ იყო ქალი, რომლის გვერდით ნებისმიერი მამაკაცი ბედნიერი იქნება, რომელიც არ წუწუნებს. გულს არ აწვრილებს, ხელს არ უშლის, მამაკაცის საზღვრებს არ არღვევს, საკუთარი პრინციპებით არ ტვირთავს. იდეალური ქალი! ძალიან მოსახერხებელი, კომფორტული ქალი.

ტრადიციულად, ამას ქალურ სიბრძნეს უწოდებენ. დროა, თვალები გაახილოთ და აღიაროთ, რომ სინამდვილეში საკუთარ საზღვრებს ვერ აცნობიერებთ და იცავთ. ეს ტოტალური ქალური პრობლემაა, რადგან ქალებს ვასწავლით მორჩილებას და სინაზეს. მათ ვეუბნებით: „შენ ხომ გოგო ხარ, დაუთმე!“ ბიჭებს ვუმტკიცებთ: „იყავი შეუპოვარი, პრინციპული!“. აი, გოგოები დაე, სიტუაციას მოერგონ. იმისთვის, რომ ქალი კაცის ცხოვრების სურათში ადვილად ინტეგრირდეს მენტალური და ემოციური მოქნილობა სჭირდება. „მამაკაცი პრინციპებით“ – კარგად ჟღერს. მას საკუთარი ცხოვრების წესები აქვს, რომელიც მამაკაცის ჟურნალებში წაიკითხა, საკუთარი საზღვრები აქვს, წმინდა მამაკაცური თემები. და ის ქალს ამ ჩარჩოებში „იღებს“, თუ ქალი მასში ჯდება. ან თუ მზადაა ორი კუთხე მოიჭრას, რამდენიმე საკუთარი შეხედულება გააპრიალოს, რომ ზოგიერთი მისი პრინციპი მიიღოს. თუ მზადაა მამაკაცის კომფორტისთვის საკუთარი საზღვრები დაარღვიოს.

ამავდროულად, თავად საზღვრების შეცვლას არ აპირებს. მისი წარმოდგენები, მისი პრინციპები ხომ მამაკაცის ურყევი პოზიციაა. აი, ქალის საზღვრები უბრალოდ ახირება, რომლის შეცვლაც ავატარის სურათივით შეიძლება.

მოზარდ გოგოებს მშობლები იშვიათად ასწავლიან, თუ რა არის პირადი საზღვრები. სწორედ ამიტომ, Girl.ge–ს რედაქცია გირჩევთ, პირველ რიგში, განვიხილოთ რა არის პირადი საზღვრები. ესაა პირადი შეხედულებების, პრინციპების, მოთხოვნილებების და ინტერესების ერთგვარი ნაკრები. პირადი საზღვრები შეიძლება გაჩნდეს ემოციურ, ფიზიკურ და ტერიტორიულ დონეზე. ანუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროსთან მიმართებაში ჩნდება ჩარჩოები, თუ როგორ აღიქვამთ რეალობას და რა არის მისაღები სხვებისგან.

ვიკა, 32 წლის.

„ეგორს რამდენიმე თვეა, რაც ვიცნობდი. ვხვდებოდი, ვურთიერთობდი. ძალიან ქარიზმატული და მიმზიდველია და, რაც აღსანიშნავია, ეს ძალიან კარგად იცოდა და ქალებთან წარმატებებით მუდმივად ტრაბახობდა. როცა წინა ურთიერთობები პირველად ახსენა, ვიფიქრე, რომ ეს მისი მხრიდან ნდობის გამოხატვა იყო. მეორედ იმაზე დაიწყო საუბარი, თუ როგორ უყვარდებათ ადამიანებს – ერთგვარი აბსტრაქტული თემა. მან ყოფილ შეყვარებულებთან ურთიერთობაზე დაწვრილებით მომიყვა, რომ ისინი სიგიჟემდე უყვარდა, თითქმის ჭკუიდან გადავიდა. გავაჩერე, ვთხოვე, რომ მსგავსი დეტალები ჩემთვის არ გაეზიარებინა. ვუთხარი, რომ ეს ჩემთვის ზედმეტი ინფორმაციაა. ძალიან განაწყენდა. მოგვიანებით, სხვადასხვა აბსტრაქტულ თემებზე საუბარი მისი სექსუალური და რომანტიკული მიღწევებით სრულდებოდა. ყოველჯერზე ვთხოვდი, რომ ეს არ მოეყოლა. პირველ რიგში, არ მესმოდა, რატომ აკეთებდა ამას. მეორეც, ვიღაც ქალსა და მასთან ურთიერთობაზე ინფორმაციით თავის გადატვირთვა არ მსურდა. ეს ჩემთვის ზედმეტია. რაიმეს გარკვევა რომ მინდოდეს, პირდაპირ ვკითხავ. მღვდლის როლში თავს უხერხულად ვგრძნობდი. ეს ძალიან ეწყინა. ის, რომ ჩემი კომფორტის ზონაში იჭრებოდა, არ აწუხებდა. ურთიერთობა თანდათან გაქრა. ჩვენი ხანმოკლე რომანის ბოლოს მითხრა, რომ უემოციო და გულგრილი ვარ, რადგან არ მსურს ისეთი მივიღო, როგორც არის და მისით არ ვინტერესებდი“.

აი, მანტრა, რომ ქალმა მამაკაცი უნდა მიიღოს „ისეთი, როგორიც არის“ – მშვენიერი პირველი ზარი, რომ გენერლის გეგმით საზღვრების გადაწევა მოგიწევთ. ვიკას შეეძლო ეგორის სექსუალური ბრძოლების შესახებ ჩუმად მოესმინა, შემდეგ საკუთარ ემოციებს ჩუმად გამკლავებოდა, თუნდაც თერაპევტთან „პარტნიორის მიუღებლობის გამო შინაგან პრობლემებზე“ ემუშავა. ეგორი ნებისმიერ ინფორმაციაზე უკონტროლოდ საუბარს გააგრძელებდა, მეორე მხარის რეაქციაზე დაფიქრების სურვილის არ ქონას ნდობად მიიღებდა. ურთიერთობა რომ გაგრძელებულიყო, მხოლოდ ვიკას მოქნილობის და მორჩილების ხარჯზე.

ლეიკა, 27 წლის.

„გასულ წელს კინაღამ გავთხოვდი. პირდაპირ გაქცეული პატარძლის ფილმის ისტორიაა. დევიდთან ურთიერთობა ძალიან სწრაფად აეწყო. ფაქტიურად, მესამე პაემნის შემდეგ ერთად ცხოვრება დავიწყეთ, ყველგან ერთად მივდიოდით, განუყრელები ვიყავით. 7 თვის შემდეგ დაქორწინება შემომთავაზა და დავეთანხმე. ქორწილის მზადების პროცესში ხშირად ამბობდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვალა. მეკითხებოდა, მესმოდა თუ არა, რომ ბევრი რამ შეიცვლებოდა. დავიწყე დაზუსტება, თუ რას მიმეორებდა მუდმივად. აღმოჩნდა, რომ ოჯახური ცხოვრების შესახებ მყარი პრინციპები აქვს. მაგალითად, მის გარეშე არსად არ უნდა წავსულიყავი. არც ერთი დღესასწაული, გართობა, სტუმრობა. გამოდის, საკუთარი მეგობრების წრე არ უნდა მქონოდა, თუნდაც ახლო დაქალებთან მარტო შეხვედრა არ შემეძლო. ასევე საერთო ანგარიში უნდა გვქონოდა, არანაირი პერსონალური საბანკო ბარათები. პატარ–პატარა დეტალები ყველაფერში გამოჩნდა. ქორწილის გაუქმება საქორწილო კაბის მოზომებისას გადაწყვიტე, რადგან დევიდს დაურეკავს და ჩემს მიერ შეკვეთილი დეკორი გაუუქმებია, კაბის მოდელში ცვლილებები თავად შეიტანა. გოგონას, რომელმაც კორექციები შეიტანა, უთხრა: „პატარძალი ხომ საქმროსთვის იცვამს? გამოდის, საქმრომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ კაბაში უყუროს პატარძალს.“ გოგონამ, რომელიც მასზე აღფრთოვანებით საუბრობდა, მითხრა, რომ პირველი საქმროა, ვინც სამოსის მომზადების პროცესში ასე ჩართული იყო. ამან შემძრა. მივხვდი, რომ მისი მითითებით ცხოვრება მომიწევდა, თუ რა ჩამეცვა, ვისთან მეკონტაქტა და სად წავსულიყავი“.

დევიდი, როგორც ბევრი ნიჭიერი მოძალადე, ქალის საზღვრებს თანდათან არღვევდა. თუმცა ქორწილის მოახლოებასთან ერთად უფრო თავშეუკავებელი გახდა და ლეიკა დააშინა. ლეიკა დროულად გონს რომ არ მოსულიყო და ისე ეფიქრა, როგორც „როგორი მტკიცე ნებისყოფის მამაკაცია, გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია“, ძალიან მალე შინაური ტირანის მძევალი გახდებოდა. ქორწინებაში ასეთი ურთიერთობიდან თავის დაღწევა უფრო რთულია, განსაკუთრებით ბავშვების ყოლისას.

მარინა, 42 წლის

„ჩემთან ყველაფერი კარგადაა. დიდი გოგო ვარ, საკუთარი თავის მეპატრონე. ყველა დომინატორს კილომეტრში ვხედავ. აქ, მოხუც ქალს შეცდომა მოუვიდა. 1,5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ მაქსმა ფრთხილად მიმანიშნა, რომ სკარლეტ იოჰანსონის ტიპის ქალები მოსწონს. დავეთანხმე, თავი დავუქნიე, ნამდვილად ლამაზი ქალია, არ ვკამათობ. დავფიქრდი, თუ საით მიყავდა საუბარი. ის, რომ უბრალოდ კინემატოგრაფიულ გემოვნებაზე საუბარი დამიწყო, არც მიფიქრია, ილუზიებით არ ვიკვებები. ერთხელ, თავისი სურვილის შესახებ პირდაპირ მითხრა: რომ ტუჩები დამებერა და თმა ქერად შემეღება. ისე სხეულის ფორმებით სკარლეტს ვგავარ და ისეთივე ლამაზი ვიქნები, როგორც ის! მისი აზრით, იმწამსვე სალონში უნდა გავქცეულიყავი და ტუჩები დამებერა და თმა შემეღება. მას კონტრ წინადადება შევთავაზე. ვუთხარი, რომ მის თხოვნაზე დავფიქრდები, თუ თავად ყელზე ტატუს გაიკეთებს, როგორც ჯორჯ კლუნს ფილმში „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“, და ყურს გაიხვრეტს. მითხრა, რომ ძალიან რთული ქალი ვარ და ჩემთან ურთიერთობა შეუძლებელია. მას კი სხვა სკარლეტის მოძებნა შევთავაზე“.

მადლობა მაქსიმს ასეთი სიტყვისთვის: „რთული“. მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტყვას ყურადღება მიაქციოთ. თუ რთული ხართ, გამოდის, საკმარისი სიმამაცე, ამპარტავნება და საღი აზრი გაქვთ, რომ საკუთარი საზღვრები დაიცვათ და ვიღაცის მოთხოვნების გამო არ დაამსხვრიოთ.

Girl.ge–ს რედაქცია გირჩევთ, ერთად გავარკვიოთ, თუ თითოეულ რთულ ქალს როგორი პირადი საზღვრების ნაკრები უნდა ჰქონდეს და რა კრიტერიუმებით შეიძლება მათი შემოწმება.

ფიზიკური. დიახ, წყვილში, უახლოეს ურთიერთობაშიც თითოეულ პარტნიორს თავისი ფიზიკური საზღვრები აქვს. შეხების უფლება, ჩახუტება და ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი პარტნიორთან შეთანხმებით და ორივე მხრის თანხმობით უნდა მოხდეს. ქალი ხშირად ხვდება, როდის არ ღირს მამაკაცთან შეხება – პირდაპირი გაგებით, მას ხომ არასასურველი კონტაქტისგან თავის არიდების უფლება აქვს. ქალი კი თავის საზღვრებს ხშირად იცვლის. მსუბუქად ჩახუტებაში ვლინდება, როცა ქალი განწყობაზე არაა, მცდელობაში ქალი მუხლებზე დაისვათ, მიიზიდოთ. უკიდურეს შემთხვევაში, ეს პირდაპირი სექსუალური და ფიზიკური ძალადობაა.

ტერიტორიული. პირადი სივრცე, საკუთარ კომფორტულ კუთხეში ყოფნის უფლება, პირადი ნივთების ხელშეუხებლობა. მამაკაცს სახლში ხშირად აქვს „მამის სავარძელი“, „მამის ადგილი სუფრაზე“, „მამის კაბინეტი“. დედა, როგორც წესი, ასეთ პირად ადგილებს მოკლებულია. მაშინაც კი, თუ ოთახში, სააბაზანოში ან აივანზე იკეტება, რომ განმარტოვდეს, ვიღაც მის საზღვრებს აუცილებლად არღვევს.

მორალური. მას მიეკუთვნება ჩვენი შეხედულებები, მოსაზრებები, ღირებულებები, ტრადიციები. მათი დარღვევა კომპრომისზე წასვლისას გვიწევს. ეკლესიაში სიარულის დაწყება, თუ ქმრის დედას სურს, ძაღლის მოშორება, თუ ამას ქმარი არ მიესალმება. მსუბუქ ფორმატში მუდმივად კრიტიკის მოსმენა და თქვენი აზრის გაუფასურება. ეს დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ. მამაკაცი გამოწვევად, ქალის მხრიდან აგრესიას იღებს, როცა მის აზრს არ ეთანხმებით. უბრალოდ საზღვრების დადგენას თავდასხმად მიიჩნევენ. ამ მხრივ თვალსაჩინოა ქუჩაში გაცნობის კლასიკური მაგალითი:

– გოგონა, მოდი გავიცნოთ ერთმანეთი!

– მადლობა, არ მსურს!

– რა ბოროტი ხარ, რატომ პირდაპირ ასე უხეშად?

ემოციური. ყველამ ვიცით, რომ იდეალური ქალი მოწყენილი არასდროსაა, არ ბრაზდება, არაფრის ეშინია, არავინ ეზიზღება, არ ნერვიულობს, არ შფოთავს, არ ღიზიანდება. მოკლედ, არ განიცდის ემოციების იმ სპექტრს, რომლებიც საზოგადოებაში უარყოფითად ან მიუღებლად მიიჩნევა. როგორი მოსახერხებელია, არა? ნებისმიერ შეტყობინებაზე გამგებიანი ღიმილით და მორჩილ ამოსუნთქვით პასუხობს. განა შესაძლებელია, რომ ნორმალურმა ზრდასრულმა ადამიანმა „ნეგატიური ემოციები“ არ განიცადოს? არა, გამორიცხულია. გამოდის, ქალი ამ გრძნობებს მაქსიმალურად თრგუნავს, რომ მისი რეაქციები კაცისთვის კომფორტული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის დისკომფორტზე, გრძნობებსა და შფოთვაზე ყურადღების მიქცევა მოუწევს. ეს კი კაცის ცხოვრებას ართულებს. მამაკაცისთვის უფრო მარტივია პირადი ემოციური საზღვრების გახაზვა ქალის ღიმილის ხაზთან და მისი ემოციების არანაირი ფორმა არ მიიღოს.

სოციალური. ჩვენი სამეგობრო და თანამშრომლები, სოციალური ცხოვრება, ყველა კონტაქტი და კომუნიკაცია. მაშინაც კი, თუ მხოლოდ ერთი მეგობარი პარტნიორის გაღიზიანებას იწვევს და გოგონა მასთან ურთიერთობას წყვეტს, ეს უკვე მისი საზღვრების დარღვევის აშკარა ნიშანია.

პარტნიორის საზღვრების გაგება და პატივისცემა ეს თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმართულების ახირება არაა. ეს ჯანსაღი ურთიერთობის მთავარი ნორმაა. უბრალოდ უნდა განსაზღვროთ: გვსურთ ვიყოთ ისეთი, როგორიც ვართ თუ უნდა ვიყოთ კომფორტული?

მათთვის, ვისაც საკუთარი საზღვრების დაცვა უჭირთ, პიროვნების უფლებების კანონპროექტი შეიმუშავეს. მისი პუნქტები დაგეხმარებათ ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, რაც საკუთარ უფლებებში თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

თქვენ უფლება გაქვთ:

  • ზოგჯერ საკუთარი თავი პირველ ადგილას დააყენოთ.
  • დახმარება და ემოციური მხარდაჭერა ითხოვოთ.
  • უსამართლო მოპყრობასა თუ კრიტიკაზე პროტესტი გამოთქვათ.
  • საკუთარი მოსაზრება ან შეხედულება გქონდეთ.
  • შეცდომები დაუშვათ.
  • ხალხს უფლება მისცეთ, საკუთარი პრობლემები თავად გადაჭრან.
  • თქვათ: „მადლობა, არა“, „მაპატიეთ, არა“
  • სხვების რჩევებს არ მოუსმინოთ და საკუთარი შეხედულება დაიცვათ.
  • დარჩეთ მარტო მაშინაც კი, როცა სხვებს თქვენთან ურთიერთობა სურთ.
  • საკუთარი გრძნობები გქონდეთ იმის მიუხედავად, სხვებს ესმით თუ არა.
  • გადაწყვეტილება ან ქცევის წესი შეცვალოთ.
  • მოლაპარაკებებში ცვლილებები შეიტანოთ, თუ რამე არ მოგწონთ.

არასდროს ხართ ვალდებული:

  • 100%–ით შეუდარებელი იყო.
  • ყველას გაჰყვეთ.
  • თქვენთვის უსიამოვნო ხალხს სასიამოვნო გაუკეთოთ.
  • გიყვარდეთ ადამიანები, ვინც ზიანს გაყენებთ.
  • ბოდიში მოიხადოთ, როცა ისეთი იყავით, როგორიც ხართ.
  • სხვების გულისთვის თავდაუზოგავად იშრომოთ.
  • საკუთარი სურვილებისთვის თავი დამნაშავედ იგრძნოთ.
  • თქვენთვის უსიამოვნო სიტუაციას შეეგუოთ.
  • სხვისი გულისთვის საკუთარი შინაგანი სამყარო შეწიროთ.
  • შეურაცხმყოფელი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.
  • გააკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ამის საშუალებას დრო გაძლევთ.
  • გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შეგიძლიათ.
  • სულელური მოთხოვნების შესრულება.
  • იმის გაცემა, რისი გაცემაც სინამდვილეში არ გსურთ.
  • ვიღაცის არასწორი ქცევის გამო მძიმე ტვირთის ტარება.
  • საკუთარ „მე”–ზე უარი თქვათ.