2021 წლის თებერვლის ახალმთვარეობა: სასარგებლო წამოწყებები და შემოქმედებითი ენერგია

0
575
Photo credit: Getty Images

ახალი წამოწყებებისა და მიზნების დასახვისთვის არ არსებობს ახალმთვარეობაზე უკეთესი დრო. ასტროლოგიაში ახალმთვარეობა მთვარის ციკლის დასაწყისია, როცა შეუიარაღებელი თვალით ცაზე მთვარის დანახვა შეუძლებელია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთვარე დაიკარგა – უხილავი მთვარე ინარჩუნებს თავის მძლავრ გავლენას და, თუ მის ენერგიას სწორად გამოიყენებთ, მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწევთ.

უახლოესი ახალმთვარეობა 11 თებერვალს გველის, რაც მერწყულის, არასტანდარტული მიდგომის, კრეატიულობის, მომატებული კომუნიკაბელურობისა და ცხოვრებისადმი მარტივი დამოკიდებულების ნიშანში მოხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერწყული ამ ახალმთვარეობას უაზროდ აქცევს, პირიქით, იგი საშუალებას მოგცემთ, სირთულეებს ზედმეტი დრამატიზმის გარეშე მოეკიდოთ.

2021 წლის თებერვლის ახალმთვარეობა შესანიშნავი დროა მომავლის ასაწყობად ახალი საშუალებების პოვნისთვის, ხოლო, თუ ისინი უკვე გაქვთ, დროა, დაიწყოთ აქტიური მოქმედება. სხვა ადამიანებთან და საზოგადოებებთან ურთიერთქმედება ნაყოფიერად მუშაობასა და აქტიურად დასვენებაში დაგეხმარებათ. ლუნაციის პერიოდს ემთხვევა მერწყულის თებერვლის სტელიუმის მწვერვალი – ამ ნიშანში დაჯგუფდება 6 გავლენიანი ციური სხეული. ეს საშუალებას მოგცემთ, თამამად მიმართოთ მერწყულის მეამბოხე ენერგია შემოქმედებითი საქმიანობისკენ.

რატომაა ახალმთვარეობა ამდენად ნაყოფიერი? ეს მოვლენა გამოირჩევა ციური სტაბილურობით, რამდენადაც იგი სწორედ მაშინ დგება, როცა მთვარე და მზე სტაბილურ წონასწორობაში იმყოფებიან, შეერთების ეს ასპექტი იმას ნიშნავს, რომ ორივე ობიექტი ზოდიაქოს ერთი და იმავე ნიშანთან მიმართებით ერთსა და იმავე გრადუსშია განლაგებული. ამრიგად, ახალმთვარეობა ყოველთვის ზოდიაქოს მიმდინარე ნიშანში ხდება. ამას აუცილებლად მოაქვს ზრდის, განვითარებისა და პერსპექტიული შესაძლებლობების დადებითი ენერგია.

რა თქმა უნდა, სხვა კოსმიური მოვლენები თავიანთ გავლენას მაინც ახდენენ, რამდენადაც ციური სხეულები მუდმივად განსხვავებული კონფიგურაციებით ლაგდებიან, თუმცა, იმას, რომ ახალმთვარეობა ჩვენზე შესამჩნევად და დადებითად მოქმედებს, ასტროლოგიის ყველა სპეციალისტი აღიარებს.

როგორ მოქმედებს ახალმთვარეობა ჩვენზე? ხანდახან, საკუთარ თავს უსვამთ კითხვას, თუ რატომ გეცვლებათ განწყობა, რატომ გეძინებათ ან, პირიქით, უძილობა გაწუხებთ? სცადეთ თქვენი მდგომარეობის შესაბამება მთვარის ციკლთან, თქვენ იპოვით მკვეთრ და პირდაპირ კავშირს. ეს დაგეხმარებათ საქმეების გათვლაში, პირადი თავისებურებების გათვალისწინებით.

ახალმთვარეობის განწყობა

ასტროლოგიაში სწორედ ახალმთვარეობა ითვლება ერთგვარ სტაბილურ წერტილებად, რომლებიც თავს უყრის გააზრების, შეფასებისა და დაგეგმვის უნარებს. ამისთვის საჭიროა სიმშვიდე, ყურადღების მოკრებისა და კონცენტრირების უნარი. თუ განმარტოება და ხანგრძლივი ფიქრი გჭირდებათ, ეს სწორედ ახალმთვარეობის გავლენაა, იგი მოგიწოდებთ ყურადღების მოკრებისა და ღრმად ჩასუნთქვისკენ, მთვარის ახალი ციკლის დაწყებამდე. თუ განმარტოების სურვილმა შეგიპყროთ, ნუ ეცდებით თქვენი შინაგანი ინტროვერტის დამარცხებას. უარი თქვით წვეულებაზე და გადადეთ სტუმრად წასვლა რამდენიმე დღით, ახლა სიმშვიდე და გაწონასწორება ყველაზე სასარგებლოა.

ძილიანობა ყოველ ახალმთვარეობაზე

მთვარის შუქი უკან იხევს, მეფდება სიბნელე, ფიზიოლოგიურ რითმები, ტრადიციულად, ხარისხიანი ძილისთვის სიბნელეს მოითხოვს, რაც ცხოვრების ენერგეტიკულ სპექტრზეც აისახება. თუ საბნის ქვეშ ბალიშის ჩახუტება გსურთ, შესაძლოა, დასვენების დროა, რომელიც თავად მთვარემ უზრუნველყო თქვენთვის.

მოტივაციის გაღვიძება ახალი მიღწევებისთვის

ეს სავსებით არ ეწინააღმდეგება ძილიანობას სიბნელის პიკში. დაძინების სურვილი ერთგვარი საწყისსია მნიშვნელოვანი დისტანციის წინ, თქვენ კი აუცილებლად იგრძნობთ ახალ ძალებს მიზნების მისაღწევად. კოსმიური იმპულსი არ დაგაყოვნებთ, განსაკუთრებით, თუ მაინც მოუსმენთ წინა რჩევას და თავს დასვენების უფლებას მისცემთ. ახალმთვარეობა მოკლე პერიოდია ზრდის დაწყებამდე, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ყველა შემოქმედებით საქმიანობაში.

დადებითი განწყობა, ზრუნვა საკუთარ თავსა და სამყაროზე

ახალმთვარეობისას იღვიძებს იმედი, ამ დროს კი მშვენიერი შანსი გაქვთ “საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასთან” შესახვედრად. გინდებათ, ყველაფერი გააუმჯობესოთ, გამოიინოთ ზრუნვა, გახდეთ უფრო კეთილი, ლამაზი და დადებითი – ეს ახალმთვარეობის გავლენაა. თუ თქვენში ეს მისწრაფება არ ჩაცხრება, მიიღებთ იმპულსს, რომელიც წინ გიბიძგებთ. თუ ძალების ნაკლებობას განიცდით, ამ პერიოდმა უნდა აანაზღაუროს ნეგატივი, ყველაფერი ისე უიმედოდ აღარ მოგეჩვენებათ. ეცადეთ, ამ პერიოდში შეზღუდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ნეგატივს გახვევენ თავს. გააკეთეთ ის, რაც მეტ ოპტიმიზმს გჩუქნით, არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა!

მზად იყავით შემდეგი ახალმთვარეობისთვის

ცხოვრებისეული აქტიურობის ყველა ფაზის განაწილება მთვარის კალენდრის შესაფერისად არც ისეთი ამაო წამოწყებაა, როგორც გგონიათ. თუ იცით, როდის ითრგუნებით, აღარ ჩასვამთ ამ დღეების განრიგში იმ საქმეებს, რომლებიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. და პირიქით, სულიერი ამაღლების პერიოდში, თავს უფლებას მისცემთ, გადატვირთვის გარეშე შეასრულოთ სამსახური ორმაგად და მისგან სიამოვნებაც კი მიიღოთ.

2021 წლის ახალმთვარეები:

  • 11 თებერვალი;
  • 13 მარტი;
  • 11 აპრილი;
  • 11 მაისი;
  • 10 ივნისი – ემთხვევა მზის დაბნელებას;
  • 9 ივლისი;
  • 8 აგვისტო;
  • 6 სექტემბერი;
  • 6 ოქტომბერი
  • 4 ნოემბერი;
  • 4 დეკემბერი – ემთხვევა მზის დაბნელებას.