
პიგმენტაციის შემცირება, ნაოჭების გაგლუვება და კანის ფერის გათანაბრება – ეს ყველაფერი კვებას შეუძლია.
“ვერც ერთი კრემი ვერ დაგეხმარებათ, თუ თქვენი რაციონი დაბალანსებული არაა. მე შევიმუშავე კვების 5 ძირითადი პრინციპი, რომლებიც კანს დაუბრუნებს 5 წლის წინანდელ მდგომარეობას, თუმცა, ეს წესები საკმაოდ მკაცრად უნდა დაიცვათ.”- ამბობს კასანდრა ბარნსი, ლონდონელი დერმატოლოგ-ნუტრიციოლოგი.
Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ კვების 5 ძირითად პრინციპს, რომლებიც მთელი სხეულის კანს გააახალგაზრდავებს.
1.არა შაქარს
არა ნიშნავს არა ნებისმიერი ტიპის შაქარს, არავითარი ნამცხვრები დღესასწაულებზე. ორგანიზმში შაქარი ნაოჭების უპირველესი დამხმარეა. რატომ ხდება ეს? მარტივია: კოლაგენის ბოჭკოები კრისტალებად იქცევა, ხოლო იმის ნაცვლად, რომ ეს ნივთიერება შეიკუმშოს და გაიწელოს, უბრალოდ იმსხვრევა მიმიკის დროს. სულ ესაა: მზა ჩაღრმავება, რომელიც 1-2 წელიწადში სრულყოფილ ნაოჭად იქცევა. შაქარზე უარის თქმის შემდეგ, ცვლილებებს მაშინვე ვერ შენიშნავთ: პირველ რიგში, გამანადგურებელი ბოჭკოები ქსოვილებიდან უნდა გამოვიდეს, ახლები კი უნდა გაჩნდეს და განვითარდეს. მე ასობით კვლევა ჩავატარე, რომლებმაც დაამტკიცა, რომ ტკბილეულზე აბსოლუტური უარის თქმის შემთხვევაში, ქალები ლამაზდებიან და ახალგაზრდავდებიან.
2.კი – ცხიმს
ცხიმოვანი მჟავები კანის ზედა ფენებში ლაგდება და აძლიერებს უჯრედის მემბრანის კედლებს. ამრიგად, ისინი იცავენ კანს თავისუფალი რადიკალებისგან, ინარჩუნებენ სითხეს, ზრდიან კანის ელასტიურობს. ასე, რომ ცხიმიანი თევზი, თხილეული, ავოკადო და სხვა არარაფინირებული მცენარეული ზეთები თქვენს რაციონში სამუდამოდ უნდა დაამკვიდროთ.
3.მეტი C ვიტამინი
არაფერი ეხმარება კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში, C ვიტამინზე მეტად. თქვენს ორგანიზმს იგი ნამდვილად აკლია, თუ ქალაქში ცხოვრობთ, ამიტომ, ან ციტრუსის რაოდენობა გაზარდეთ რაციონში (თუ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები არ გაქვთ), ან მიიღეთ С ვიტამინის აბები.
4.მეტი თუთია
თუთია უჯრედების სწრაფ განახლებაზე აგებს პასუხს. მისი წყალობით, კანი თანაბრდება, იძენს ჯანსაღ ფერს, ქრება ანთება და მუწუკები, ამიტომ, კანის გაახალგაზრდავებისთვის იგი აუცილებელია. დიდი რაოდენობით თუთიას შეიცავს შირბახტისა და გოგრის თესლი, მიწისთხილი, ჰუმუსი და მზესუმზირის თესლი.
5.მეტი ცილა
თქვენი წონის 1 კგ-ზე დღიურად 1 გ ცილა უნდა მიიღოთ. თუ ნაკლებს იღებთ, კანი გაცილებით სწრაფად დაბერდება. სწორედ ცილით შენდება კოლაგენის ახალი ბოჭკოები, ელასტინი, ცილა აუცილებელია ენერგეტიკული მიმოცვლისთვის. თანად, თევზისა და ხორცის კერძები დღეში ორჯერ უნდა მიიღოთ.