
Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც თქვენს პიროვნულ თვისებებს გამოავლენს. უბრალოდ დაფიქრდით და გვიპასუხეთ: რომელს დაუთმობდით ადგილს საზოგადოებრივ ტრანსპორტში: გოგონას, ფეხმოტეხილ ადამიანს, მოხუცს თუ ფეხმძიმე ქალბატონს?
1. მოხუცი
თუ ადგილს მოხუცს დაუთმობდით, თქვენ ნამდვილად გაქვთ თანაგრძნობის უნარი. პატივს სცემთ სხვა ადამიანებს და ყოველთვის სიამოვნების ეხმარებით მათ. თქვენთვის სხვების კეთილდღეობა გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი. ძალიან ემოციური ხართ და მარტივია თქვენი სულის სიღრმეში ჩაწვდომა. ბუნებით მგრძნობიარე და მოწყვლადი ადამიანი ხართ.
2. ფეხმძიმე ქალი
ფეხმძიმე ქალს ადგილს ის დაუთმობდა, ვისაც პასუხისმგებლობის შეგრძნება აქვს. თქვენ ყოველთვის გონიერი ხართ და ნებისმიერ სიტუაციას განსხვავებული მხარიდან უყურებთ. ობიექტური ხართ და თითოეული ადამიანის მდგომარეობაში შესვლა, ყველაფრის საკუთარ თავზე განცდა შეგიძლიათ.
3. ტრავმირებული ადამიანი
თუ ადგილს ფეხმოტეხილ მამაკაცს დაუთმობდით, თქვენში ლიდერის თვისებები ჭარბობს. ყოველთვის შეგიძლიათ სიტუაციის კონტროლი და გამოსავლის პოვნა. შეგიძლიათ ადამიანების ორგანიზება და სასურველი შედეგის მიღება. სავსებით მეგობრული ხართ და გიყვართ ახალი ადამიანების გაცნობა.
4. გოგონა
თუ ადგილს ახალგაზრდა გოგონას უთმობთ, ესე იგი, ნამდვილად გიყვართ საკუთარი თავი. მოგწონთ, როცა ყურადღებას გაქცევენ, როცა თქვენით აღფრთოვანდებიან. ძალიან კეთილშობილი ხართ და შეგიძლიათ აბსოლუტურად ყველა ადამიანის ცდუნება. ხალხს თქვენში რაღაც იზიდავს, რაც ძალიან მოგწონთ. თავს თავდაჯერებულად გრძნობთ და ყოველთვის მტკიცედ დგახართ ფეხზე.