
ანცი, დრამატული, კლასიკური? მოდის ტრენერმა რომან მედნიმ შეადგინა 5 მოდური ლუქი თბილი ზამთრისთვის, ნებისმიერი გემოვნების მქონე ქალბატონისთვის.
სიცივის დადგომასთან ერთად, მოდურად ჩაცმა სულ უფრო გართულდა, თუმცა, ეს არ გაძლევთ იმის საბაბს, რომ ზამთარი გამორიცხოთ თქვენი მოდური წლიდან. სანამ ამინდი საშუალებას გვაძლევს, მოდით, ვიპოვოთ ოქროს შუალედი ტანსაცმლის კომფორტსა და ესთეტიკას შორის. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ 5 კომპლექტს რბილი ზამთრისთვის, რომელიც პირობითად დავყავით კიბის ტიპებად.
1. დრამატული

კარგად რომ გამოიყურებოდეს, დრამატიკს არ სჭირდება წინასწარ გათვლილი გადაწყვეტილებების მიღება. ამ სეზონზე მოდურია არქიტექტურული ფორმის სვიტრი, სწორ ჯინსებთან ერთად – ესაა იდეალური ვარიანტი ყოველდღიური ელეგანტური ლუქისთვის.
ლუქში წამყვან როლს თამაშობს ზედა ტანსაცმელი – ამ შემთხვევაში, ეს იქნება კლასიკური მოლურჯო კეიპი, თუმცა, მის ნაცვლად შეგიძლიათ “მამაკაცური” მაქსი მოდელები ან მილიტარის სტილის ვარიანტები. კომპლექტს იდეალურად ერწყმის მკაცრი და, ამავდროულად, თვალისმომჭრელი ჩანთა. ფეხსაცმელი შეიძლება უფრო დახვეწილიც იყოს, თუ ამინდი და გარემოებები გაძლევთ ამის საშუალებას.
2. კლასიკოსი

ძალიან მოდური ნაკრებია, რომელიც მოიცავს წითლის მონათესავე ელფერებს, ნაღებისფერსა და აქტუალურ თეთრ ფეხსაცმელს. იგი შესანიშნავია იმ შემთხვევებისთვის, როცა მკვეთრი, მაგრამ არც ისე კლასიკური ლუქი გჭირდებათ.
კომპლექტს დაუვიწყარს ხდის ზამთრის გარდერობისთვის უჩვეულო ჩანთა – რბილი ელფერი და მოდური გეომეტრია. დიახ, ხანდახან იმისთვის, რომ საინტერესო ლუქი მიიღოთ, წესები უნდა უგულებელყოთ.
3. ბუნებრივი

ბუნებრივი ტიპაჟი თამამად შეურევს ლუქში სხვადასხვა სტილის დეტალებს. ავიატორული ქურთუკი ფერადი ბეწვით, ჩანთა სპორტული ქამრით, თუმცა ელეგანტური ფორმით, 70-იანების სილუეტის შარვალი და სვიტრი სკანდინავიური ფიგურებით – ეს ყველაფერი ჰარმონიულად აცოცხლებს ეკლექტიკურ სტილს.
მკაცრი ხაზებისა და წელში გამოყვანილი საფრის წყალობით, კომპლექტი შეკრული და ელეგანტურია.
4. რომანტიკოსი

ლუქი ფაქტურათა შერევას ეფუძნება: ფუმფულა ქურქი, რბილი ტრიკოტაჟი, გლუვი ტყავი და მოელვარე ატლასი. ნუ შეუშინდებით თეთრეულის მოტივების ჩართვას ზამთრის კომპლექტებში – ისინი ლუქს ქალურობის საჭირო ულუფას დაუმატებს.
მშვიდი ტონები სვიტრის სახით უმატებს მკვეთრ აქცენტს გარეგნობას, ოქროსფერო კლასიკური სამკაულები კი ხვეწს მას.
5. გამინი (ანცი)

გამინის ლუქში კლასიკა ერწყმის როკერული სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას. ფუმფულა ქურთუკი ზომიერად თავხედად და ელეგანტურად გამოიყურება. შემოკლებული სვიტრი და კლასიკური ვიწრო შარვალი დაბალი და გამხდარი გამინის სწორ სილუეტს ქმნის.
მამაკაცური განწყობა ემეზობლება ნაღების რბილ ელფერებს. ლუქს ავსებს წვრილი სამკაულები და მბრწყინავი დეტალები აქცენტის როლში.