აირჩიეთ გასაღები და გაიგეთ, რას ნიშნავს იგი შენთვის.

0
1198
Photo credit: The Minds Journal

თვალები სულის სარკეა. სწორედ მათი წყალობით აღვიქვამთ, ვსწავლობთ და გვიყვარდება. აი, რატომ გთხივთ ერთი თვალის არჩევას. დაე, თვალმა აგირჩიოთ თქვენ. ვინ ზრუნავს თქვენს სულზე? რასთან გრძნობთ თავს კავშირში? პასუხს შეუძლია თქვენი გაკვირვება, დამიჯერეთ!

1. ვნებით სავსე

თქვენში მკაფიო ცეცხლი ანთია. თქვენ ცოცხალი და მშიერი ინსტინქტები გაქვთ. სავარაუდოდ, პონტანური ხართ და ცხოვრებას ისე გრძნობთ, როგორც ყოველთვის გინდოდათ. თქვენი ლიბიდო ახლა იღვიძებს და უკვე შეგიძლიათ, მეტი გაიგოთ საკუთარი ჭეშმარიტი ზრახვების შესახებ, თუ რა გინდოდათ მომავალში. აგრეთვე, დიდი ალბათობით, გაბრაზებული ხართ იმის გამო, რაც წარსულში მოხდა, მას მარტივად ვერ ივიწყებთ. თუმცა, პატიება განკურნების გასაღებია!

2. საიდუმლოების წიგნი

ალბათ, ბევრი რამ შეწირეთ იმისთვის, ვინც ახლა ხართ. სიბრძნე, რომელიც თქვენი მოგზაურობის პერიოდში შეიძინეთ, ახლა თქვენივე მიზნების მისაღწევად გამოიყენება. დიახ, თქვენი მიზნები შეიცვლებოდა, თუმცა, ეს სიბრძნე ამაოდ არ უნდა გაფლანგოთ. გაათავისუფლეთ ადგილი მომავლისთვის, დაგეგმეთ მიზნები ხელახლა. ცხოვრების ძალიან შემოქმედებით ფაზაში ხართ. გვაჩვენეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ!

3. ბუნების ძალა

თქვენი ცხოვრებისეული ენერგია ყოველთვის იყო ბუნების ნაწილი. ახლა ეს უფრო უკეთ გესმით. ბუნების სულებით ხართ განწყობილი, ამ ძალის გამოყენება და სასწაულების მოხდენა შეგიძლიათ. ეს სასწაულები შეცვლის არამარტო თქვენს, არამედ სხვა ადამიანების ცხოვრებასაც. შესანიშნავი აურა გაქვთ, გაჟღენთილი ბუნების მწვანე ძალებით. გაიგეთ ბალახებისა და მცენარეების შესაძლებლობების შესახებ. ნახეთ, როგორ აღწევს თქვენი ენერგია მწვერვალებს.

4. ეთერის სული

ყოველთვის ცდილობთ, გაიგოთ მეტი იმის შესახებ, რაც ხდება. ყოველთვის ეძებთ ყველაფრის ღრმა აზრს. ხანდახან, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი ხართ. შეგვიძლია, პერფექციონისტიც გიწოდოთ.

5. ცოცხალი ამოცანა

იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელსაც სხვებთან ავრცელებთ, მანიპულაციის თქვენეული ტექნოლოგიაა. იცით, რა დამალოთ და რა – თქვათ. ამის გაკეთება დანიშნულებისამებრ არ შეგიძლიათ, თუმცა, ზედმეტად აფასებთ საკუთარ პიროვნულ თვისებებს იმისთვის, რომ სხვებსაც გააცნოთ. რაც უფრო მეტად გიყვართ ვიღაც, მით უფრო მეტ შანსს აძლევთ თქვენს გასაცნობად. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ მანამდე ცხოვრებაში გიგრძვნიათ, როგორ გიღალატეს. ამრიგად, თქვენ შექმენით ერთგვარი “დამცავი კედელი”. ეს მტკიცე, იდუმალი ექსტერიერი თქვენი დამცავი მექანიზმის ნაწილად გვევლინება.

6. მომხიბლავი სული

გარშემომყოფებს საკუთარი ამოუცნობი პიროვნებით იზიდავთ. თქვენი აურა იდუმალ სიბრძნესა და საიდუმლოებს ასხივებს. როგორღაც, ყოველთვის გამჩნევენ (მაშინაც კი, თუ ამას ვერ ხვდებით), რამდენადაც ინტენსიური ენერგია გაქვთ. უნდა ისწავლოთ თავდაჯერებულობა. გაიცანით საკუთარი ძალები, გაიგეთ მეტი იმის შესახებ, რაც თქვენში იმალება.

7. ღამის დარაჯი

შენიღბვის ოსტატი, სიბრძნისა და კონფიდენციალური ინფორმაციის მცველი ხართ. გიყვართ იმის ცქერა და დაკვირვება, თუ როგორ რეაგირებენ სხვები გარკვეულ სიტუაციებში. იცით, როგორ შექმნათ ილუზიები და როგორ “ითამაშოთ” ურთიერთობებში. მიუხედავად თქვენი გულახდილობისა, არ გინდათ, რომ ადამიანებმა თქვენ შესახებ ყველაფერი გაიგონ. გულის სიღრმეში უამრავი განძი გაქვთ.