წაისვით ტონალური კრემი პროფესიონალივით: 8 ინსტრუმენტი იდეალური მაკიაჟისთვის

0
370

სწორად წასმული ტონალური კრემი წარმატებული მაკიაჟის წინაპირობაა, რადგან, სწორი ტონის გარეშე, მთელი სახე უცნაურად გამოიყურება. დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ საუკეთესო ფუნჯებსა და ღრუბლებს, რომლებიც დაგეხმარებათ ტონის ისე წასმაში, როგორც ამას პროფესიონალი ვიზაჟისტები აკეთებენ. დაინტერესდით? მაშინ დაიწყეთ კითხვა.

ტექნო Т1, Annbeauty

Photo credit: Shutterstock

თუ გიჟდებით კოსმეტიკაზე, დიდი ალბათობით, გსმენიათ კოსმეტიკურ ბრენდ Annbeauty-ის შესახებ, რომელიც ფუნჯებს იაპონიაში ამზადებს. ფორმებსა და დიზაინს შეიმუშავებს ანა კარტაშოვა – ვიზაჟისტი, რომელსაც სილამაზის ინდუსტრიაში 20 წლამდე გამოცდილება აქვს. დეკემბერში კი ბრენდმა თავისი კოლექცია “ტექნო” წარადგინა, რომელიც ახალი თაობის სინთეტიკური ბეწვისგანაა დამზადებული. მჭიდროდ გატენილი ფუნჯი T1 შესანიშნავად უმკლავდება ნებისმიერი სისქის ტონის წასმას, იქნება ეს თხელი, სქელი თუ სტიკის. აგრეთვე, მისი გამოყენება შეიძლება კონსილერის გადანაწილებისთვის, ფერ-უმარილითა და სკულპტორით კრემისებრი კონსისტენციის შექმნისთვის. იგი მცირე ზომისაა, ამიტომ მოსახერხებლად ამუშავებს ისეთ რთულ ზონას, როგორიც ცხვირია.

ღრუბელი BeautyBlender

Photo credit: Shutterstock

მაკიაჟის საკულტრო ინსტრუმენტი BeautyBlender-ის სპონჟია. ჩვენ იგი ნაკრებში იმიტომ ჩავამატეთ, რომ ბაზარზე ის ერთ-ერთ საუკეთესო ღრუბლად ითვლება. ღრუბელი შესანიშნავად ანაწილებს კრემოვან ტექსტურებს უწონო საფრებლად, არ ტოვებს ნაწიბურებს. აგრეთვე, მისი გამოყენებით შეიძლება სახის პუდრის წასმა და კიმ კარდაშიანის სტილში ბეიქინგის გაკეთება.

ფუნჯი Petal 55 Created in Japan, She Uemura

Photo credit: Shutterstock

ბრენდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფუნჯი Petal 55 გვეხმარება არამხოლოდ კრემოვანი საშუალებების წასმაში, არამედ კანის მოვლაშიც. 189 000 ღერის წყალობით, ფუნჯი თანაბრად ანაწილებს პროდუქტებს და არ ტოვებს ნაწიბურებს. მას ძალიან მჭიდროდ გატენილი ჯაგარი აქვს, რის გამოც ტონალურის წასმა მოსახერხებელია როგორც კისერზე, ისე ცხვირის გარშემო კანზეც.
Cover + Conceal, Real Techniques

Photo credit: Shutterstock

Real Techniques-ის მრავალფუნქციური საშუალებების თაყვანისმცემლებისთვის შექიმნა 2 1-ში ფუნჯი: ერთი მხრიდან – განიერი ფუნჯი ტონალურისთვის, მეორედან – პატარა ფუნჯი კონსილერისთვის. ძალიან მოსახერხებელია თან წასაღებად, ამიტომ, ერთი ასეთი ფუნჯით რამდენიმე პროდუქტის წასმა შეგეძლებათ, ფუძითა და ტონალურით დაწყებული, ფერ-უმარილითა და ჩრდილებით დასრულებული.
Sexy Makeup Brush S1, Romanovamakeup

Photo credit: Shutterstock

გასული წლის ბოლოს, Romanovamakeup-მა გამოუშვა თავისი პირველი ფუნჯები Sexy Makeup Brush – სულ 8 ფუნჯი გამოვიდა, რომლებიც სინთეტიკური ჯაგრისგანაა დამზადებული. ტონალურისთვის გამოდგება S1 – მას მომრგვალებული ფორმა აქვს, ზომიერად მკვრივი და ძალიან რბილია, რის გამოც კრემი მარტივად და თანაბრად, ზოლებისა და ლაქების გარეშე ისმება.

Triangle Base, DECO. Pro

Photo credit: Shutterstock

ბრენდმა DECO.-მ გამოუშვა ახალი ფუნჯები PRO-ს ხაზით, კონკრეტულად ეს ფუნჯი კარგად ანაწილებს პრაიმერსა და ტონალურ ფუძეს. თუ მკვრივი საფარი მოგწონთ, ეს ფუნჯი ინსტამაკიაჟის მიღწევაში დაგეხმარებათ. ვფიქრობთ, ხვდებით, რომ ამ ფუნჯს სინთეტიკური ჯაგარი აქვს – იგი რბილი და სასიამოვნოა. სხვათა შორის, ფუნჯის დაწვრილებული ბოლო მარტივად აღწევს რთულ ზონებში – თვალქვეშ და ცხვირის ფრთებზე.

Big Boss Powder Brush & Cooling Roller, BeautyBlender

Photo credit: Shutterstock

ბევრმა არ იცის, რომ BeautyBlender-ს ფუნჯებიც აქვს. ჩვენ გამოვყოფთ Big Boss Powder Brush & Cooling Roller-ს, რომელიც, რეალურად, პუდრისთვისაა განკუთვნილი. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი გოგო უპირატესობას, ტონალური ფუძის ნაცვლად, მხოლოდ პუდრის გამოყენებას ანიჭებს, ამიტომ ჩავამატეთ იგი ჩვენს ნაკრებში. სინთეტიკური ჯაგრის დიდი ზომის ფუნჯი საშუალებას გაძლევთ, პუდრი მსუბუქ ვუალად წაისვათ, რომელიც არ გაუსვამს ხაზს კანის ტექსტურას. დაბოლოებაზე კი მეტალის სამასაჟე გორგოლაჭი აქვს, გამაგრილებელი ეფექტით, რომელიც დაგეხმარებათ შეშუპების მოხსნასა და კანსა და კისერზე სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებაში.

Foundation Brush, Bodyography

Photo credit: Shutterstock

Bodyography დაუჯერებლად ხარისხიანი, ვეგანური პროდუქტის მწარმოებელი ბრენდია, ამიტომ არ შეგვეძლო მისთვის გვერდის ავლა. ყველას არ უყვარს ტონალურის სპონჟით ან ფუმფულა ფუნჯით წასმა, ზოგს ბრტყელი, მცირე ზომის ფუნჯები ურჩევნია. თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, სცადეთ ეს ფუნჯი – იგი ძალიან მარტივად ანაწილებს პროდუქტს კანზე და არ ტოვებს ზოლებსა და ლაქებს.