
Girl.ge-ის რედაქცია დღეს წარმოგიდგენთ მირეი მატიეს მრგვალ კარეს, “ვიდალ სასუნის” თმის შეჭრის სტილს, ჟაკლინ კენედის მოცულობით ბობსა და კიდევ 15 ვარცხნილობას, რომლებიც მოდიდან არასდროს გადავა.
საკულტო ვარცხნილობები
1. ვერონიკა ლეიქი

ალბათ, ეს მე-20 საუკუნის ერთადერთი მსახიობია, რომელიც არა როლებით, არამედ მისი გარეგნობით დაგვამახსოვრდა: სწორედ მან (თანაც, შემთხვევით) შემოიღო მოდაში წინამო, რომელიც ერთ თვალს ფარავს. თავად მსახიობი თავის ვარცხნილობას “დამალობანას” უწოდებს და ეს სტილი დღემდე აქტუალურია.
2. მია ფეროუ

ფილმში “როზმარის ბავშვი” მონაწილეობის მისაღებად, მიასთვის ვარცხნილობა დიადმა ვიდალ სასუნმა შეიმუშავა, ისტორიაში ეს ვარცხნილობა სწორედ მისი სახელით შევიდა. დღეს “ვიდალ სასუნის” მოდურ ვარიაციას იქცა “პიქსი”, თუმცა, სწორედ მია ფეროუ რჩება დღემდე ულტრამოკლე, თუმცა, დაუჯერებლად ქალური და სექსუალური ვარცხნილობის ლეგენდარულ ხორცშესხმად.
3. მერილინ მონრო

საშუალო სიგრძის კარე, ულტრაღია ქერა და მსხვილი ხვეულები: მერილინის გარეგნობა მთელი მსოფლიოს ქალებისა და მამაკაცებისთვის დღემდე ქალურობისა და მომხიბლავობის ეტალონად მიიჩნევა.
4. ბრიჯით ბარდო

“ბაბეტა მიდის ომში” – საკულტო ფილმი მამაცი ფრანგი ქალის შესახებ, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძვის, დაგვამახსოვრდა არამხოლოდ სიუჟეტით, არამედ მთავარი გმირის თვალისმომჭრელი გარეგნობითაც. მისი ვარცხნილობა, რომელმაც იგივე სახელწოდება მიიღო, საუკუნო ჰიტად იქცა, დღესაც კი, გაფუებული თმა კეფაზე, უკან უთავბოლოდ გადაწეული დალალები და თავისუფალი ხვეულები – საღამოს ვარცხნილობის შესანიშნავი ვარიანტია.
5. მიერი მატიე

“მატიესავით შეჭრა” – ამ ფრაზით მიდიოდნენ მთელი მსოფლიოს გოგონები სილამაზის სალონებში, 60-იან წლებში კი მირეის ვარცხნილობას “მსოფლიოში ყველაზე პოპულარული” შეარქვეს. მრგვალი კარე, რომელსაც შურიანებმა “ქოთნით შეჭრილი თმა” უწოდეს, 50 წლის შემდეგაც აქტუალურია და ასე კიდევ დიდხანს იქნება.
6. ოდრი ჰეპბერნი

რთულია იმის თქმა, თუ ოდრის რომელი ვარცხნილობა იყო ყველაზე საკულტო: მოკლე ვარცხნილობით თუ მაღალი კონით. ერთი რამ კი უეჭველია: სწორედ ოდრიმ პირველმა დაამტკიცა თავისი გამოცდილებით, რომ ლუქის ცვლილება არ ნიშნავს საკუთარი თავის დაკარგვას, მოკლე თმა კი სავსებით ქალურია.
7. ტვიგი

მოკლე ვარცხნილობა, ასიმეტრიულად გადავარცხნილი, შეუდარებლად გლუვი: 16 წლის ტვიგიმ მოდაში ეს ვარცხნილობა ისე შემოიღო, რომ არც კი უფიქრია, საკულტო ლუქად თუ იქცეოდა. გოგონას ხომ დიდხანს არწმუნებდნენ თმის ასე შეჭრისთვის: ტვიგი ერთ-ერთი ლონდონური სალონის რეკლამისთვის შეიცვალა. სწორედ ამ გადაღებით დაიწყო ახალგაზრდა მოდელის თავბრუდამხვევი კარიერა და ვარცხნილობა მრავალი წლის განმავლობაში არ შეუცვლია.
8. ფერა ფოსეტი

მრავალდონიანი შეჭრა და მოშვებული ხვეულები: ფერას ფოტოების ცქერისას არ გვჯერა, რომ ამდენი წელი გავიდა: მისი ვარცხნილობა სავსებით თანამედროვედ გამოიყურება! მაშინ ფერას ვარცხნილობას ზედმეტად თავისუფალს, შეუხედავს, უთავბოლოს უწოდებდნენ, თავად მსახიობზე კი ამბობდნენ, რომ “თითქოს არასდროს ყოფილა სილამაზის სალონში”. მიუხედავად ამისა, ფოსეტის ლუქი საკულტოდ იქცა, თანაც ისე, რომ ბარბის ერთ-ერთ თოჯინას სწორედ მისი გარეგნობა მისცეს.
9. ჟაკლინ კენედი

ყველა დროისა და ხალხის ყველაზე მოდურმა პირველმა ლედიმ მოდაში მოცულობითი ბობი დაგვიტოვა: მერილინის კარესგან განსხვავებით, ჟაკლინის ვარცხნილობა თითქმის ყველას უხდება, საშუალებას აძლევს, გამოაჩინოს ან დამალოს შუბლი, და თითქმის არ მოითხოვს გადავარცხნას: სწორედ მსუბუქი უთაბოლობაა ამ ლეგენდარული ლუქის მარადიული ხიბლი.
10. დანი მინოუგი

გეომეტრიულად სწორი წინამო მოდაში დანი მინოუგის ხელით შემოვიდა, რომელმაც კარეს ყველაზე პოპულარული ვარიაცია შექმნა. საინტერესოა, რომ თავად დანის ეს ვარცხნილობა არ მოსწონდა და მალევე გაიზარდა თმა, თუმცაღა, ამდენად დასამახსოვრებელი ლუქი აღარ გამოუვიდა.
11. პრინცესა დიანა

დიანას ვარცხნილობა შეიმუშავა სემ მაიკნაითმა, ვარსკვლავურმა სტილისტმა, რომელთან ვიზიტზეც მადონას მასშტაბის ცნობილი ადამიანებიც კი რამდენიმე კვირით ადრე ეწერებოდნენ. მომავალი ლედი დისთვის მაკნაითმა გადაწყვიტა ვარცხნილობა “პაჟი”, რომელიც თავად მის სპენსერს ძველმოდურად და არააქტუალურად მიაჩნდა. თუმცა, დიადი მაესტრო მართალი იყო: ვარცხნილობა იდეალურად მოუხდა პრინცესას და სიკვდილამდე არ შეუცვლია ერთხელ ნაპოვნი სტილი. ვარცხნილობა კი საკულტოდ იქცა და მეორედ დაიბადა.
12. მეგ რაიანი

მოკლე, წყვეტილი ბობი – ასე უწოდებენ სტილისტები საკულტო ვარცხნილობას, რომელიც მეგმა ფილმისთვის “ფრანგული კოცნა” გაიკეთა (1995 წელს). მაშინ მსგავსი ტერმინოლოგია ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული, მთელი მსოფლიოს გოგონები კი სალონში “რაიანივით ვარცხნილობას” ითხოვდნენ. ინგლისურად, ამ ვარცხნილობას shaggy ეწოდება, რაც პირდაპირი თარგმნით “თმაგაწეწილს” ნიშნავს. სალონებში ოსტატების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ეს დღემდე პოპულარობით მეორე ვარცხნილობაა. ალბათ, ეს ერთ-ერთია იმ ლუქთაგან, რომლებიც მოდიდან არასდროს გადავა.
13. ჯენიფერ ენისტონი

რეიჩელის ლუქმა მსოფლიო შეძრა: მრავალდონიანი, ფენოვანი ვარცხნილობა, რომელიც იდეალურად დგება, ყოველგვარი გადავარცხნის გარეშე: ამაზე ვერც კი ვიოცნებებთ! რეიჩელივით მთელი მსოფლიოს გოგონები იჭრიდნენ თმას და ჩვენ გვჯერა, რომ ტენდენცია არაერთი ათწლეულის განმავლობაში შენარჩუნდება.
14. ვიქტორია ბექჰემი

გარეგნობაზე მრავალწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, “წიწაკამ” იპოვა მომგებიანი ვარიანტი: ასიმეტრიული ბობი, მოგრძელებული წინა ნაწილში, ვიკის სავიზიტო ბარათად და მთელი მსოფლიოს მოდური გოგონების სურვილის ობიექტად იქცა. ვარცხნილობა ვიზუალურად ავიწროებს სახეს, აწვეტიანებს და ხაზს უსვამს მის ნაკვთებს, რითაც მისი დაუჯერებელი პოპულარობა აიხსნება.
15. ჰოლი ბერი

“ჩემი ვარცხნილობა წმინდა წყლის ხულიგნობაა” – ასე განაცხადა ჰოლიმ ინტერვიუში და ვარცხნილობად ბუნტისთავი, ცოტათი ბიჭური და გამბედავი უწოდა. მსახიობმა თმა ზოგიერთი როლისთვის გაიზარდა, თუმცა საკულტო ლუქისთვის არასდროს უღალატია. ჰოლის თქმით, იგი დაიღალა გლამურული ხვეულებითა და გრძელი თმის მოდით, მოკლე ვარცხნილობასა და არაფორმალურ ლუქში თავს თავისუფლად გრძნობს.
16. ქეით მოსი

მაკიაჟი, რომელიც არ არის, და ვარცხნილობა, რომელიც, თითქოს, არ არის: მოუფრთხილებლობა, რომელიც ქაოსს ესაზღვრება: ქეით მოსმა ააფეთქა პოდიუმები, როცა ამდენად არასრულყოფილი ლუქი აბსოლუტურად სრულყოფილად გამოიტანა. “გმირული გლამური”, როგორც ეს სტილი მოგვიანებით მონათლეს, ტენდენციაში არც ისე დიდხანს შენარჩუნდა, თუმცა, მოდუნება და უთავბოლობა მსოფლიო ტრენდში სამუდამოდ დარჩა.
17. ჯულია რობერტსი

თუ ხვეულებია, არეული, გაფუებული და დაუმორჩილებელი იყოს! ხვეულები არასდროს ყოფილა ისეთი ლამაზი, როგორიც ჯულია რობერტს ჰქონდა, და დღემდე ვრავინ მოახეხა ამ ლუქის უფრო მომგებიანად ქცევა. ჯულიამ მოდაში შემოიღო ღია შუბლი და უკან გადაყრილი თმა. ეს სამუდამოა!
18. თეილორ სვიფტი

წარბებს ჩაცდენილი წინამო: თითქოს, 10 წლის წინ გვეტყოდნენ, რომ შუბლის ბოლომდე დაფარვა მოდიდან გადასული და შეუხედავი იყო. თუმცა, თეილორმა ლამაზის შესახებ ჩვენი წარმოდგენა შეცვალა: მისი ბობი, ხან მოკლე, ხან გრძელი, თუმცა, შეუცვლელი ვარცხნილობით, არანაკლებ საკულტოდ იქცა, ვიდრე ვიკი ბექჰემის ბობი. მადლობა, თეილორ!