
როგორც ჩანს, მომენტალური სტაბილურობისა და წინა წელს დაწყებული არეულობის შეწყვეტის მოლოდინი არ გამართლდა. 2021 წელს უკვე უწოდებენ 2020 წლის რეჟისორულ ვერსიას, დადებითი მოლოდინი სულ უფრო მცირდება. ზოგადად, რა ხდება და რით შეიძლება ამის ახსნა?
ბევრი ასტროლოგი მხოლოდ სკეპტიკურად შლის ხელებს: მათ გაგვაფრთხილეს, გჯერათ თუ არა, მოვლენები კი მაინც მიმდინარეობს, სამყაროს კანონზომიერების შესაბამისად. თუ ეს მოვლენები აბსურდად გეჩვენებათ, მისი შემოწმება შეგიძლიათ ასტროლოგიური პროგნოზების შედარებით, ამის შემდეგ კი მოლოდინები შეგეცვლებათ. რა თქმა უნდა, ასტროლოგიური გაგებით, 2021 წელი სერიოზულად განსხვავდება 2020-ისგან, თუმცა, მათ აერთიანებთ მძლავრი გარე პლანეტების უწყვეტი აქტივობა: სატურნი, იუპიტერი და ურანი. სწორედ ურანი გამოირჩევა სიტუაციაზე სტაბილური და მტკიცე გავლენით.
რა უნდა ვიცოდეთ ურანის როლის შესახებ 2021 წლის “სპექტაკლში” და რისთვის უნდა მოვემზადოთ? სჯობს, წინასწარ ჩავარდეთ პანიკაში, თუმცა, ეს სასაცილო ნამდვილად არ არის. Girl.ge-ის რედაქცია, სამწუხაროდ, ახლა თქვენს იმედებს დაამსხვრევს ნათელი მომავლის შესახებ.
რატომაა ურანი ამდენად მნიშვნელოვანი?
ეს შორეული გარე პლანეტა ასტროლოგიაში მჭიდროდაა დაკავშირებული პროგრესთან, ევოლუციასთან, განვითარებასთან, რევოლუციურ ცვლილებებთან, მოულოდნელ გამოგონებებთან. სამეცნიერო-ტექნიკური წინსვლა ნებისმიერ სფეროში – ესეც ურანის საქმეა. ურანის შოკისმომგვრელი მერყეობა აქტივაციის დროს იმდენად მძლავრ გავლენას ახდენს მთელ ასტროლოგიურ სურათზე, რომ რყევას თავიდან ვერ ავიცილებთ.
მზის გარშემო 1 სრული წრის დასარტყმელად, ურანს 84 წელი სჭირდება. გამოდის, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე ურანი დაახლოებით 7 წლის განმავლობაში ახდენს გავლენას. ბოლო ასეთი პერიოდი 2018 წელს იდგა, როცა ურანი თავდაჯერებით შევიდა კუროს ნიშანში, ეს მოგზაურობა კი მიწის სტიქიის პირველ ნიშანში დღემდე გრძელდება. კურო სიმტკიცის, ტრადიციულობისა და პრაგმატიზმის, შრომისმოყვარეობისა და მიზანმისწრაფების ნიშანია, მისი მმართველობის ქვეშ კი ველური ურანი პირდაპირ გავლენას ახდენს ცხოვრების მატერიალურ სფეროზე, მათ შორის, ფინანსებზეც.
დამიწებულ კუროში ურანის განვითარება – ესაა კურსი მასშტაბური ცვლილებებისკენ, რომლებიც აუცილებლად შეეხება სამომხმარებლო სფეროს, ფინანსურ ბალანსს, გარემოს, ეს ყველაფერი კი 2026 წლამდე გაგრძელდება. გასულ 2 წელიწადში უკვე დარწმუნდებოდით ამ გავლენაში: ვალუტის რყევები, კრიპტოვალუტისადმი ინტერესის აფეთქება, კლიმატის საფუძვლიანი ცვლილებები, რამაც, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია სასოფლო მეურნეობაზე. მატერიალურ სამყაროში ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ერთ სფეროში მიმდინარე ცვლილებები კი აუცილებლად მოიყოლებს ცვლილებათა მთელ ჯაჭვს. 2021 წელს ყველა ეს მოვლენა გაძლიერდება, განსაკუთრებით, როცა ურანი ორ ბასრ კვადრატს შექმნის შემზღუდველ სატურნთან და გამაფართოებელ იუპიტერთან.
რომელ კვადრატებზეა საუბარი?
თუ პლანეტების ზოდიაქოს ნიშნებზე გავლენით მხოლოდ ახლა დაინტერესდით, უცნობმა ტერმინებმა, შეიძლება, დაგაბნიოთ. მარტივად აგიხსნით. როცა პლანეტები გარკვეული განლაგებით ეწყობიან, ისინი ქმნიან პირობით გეომეტრიულ ფიგურებს, რომლებსაც, ზოგადად, ასპექტებს უწოდებენ. რბილი ასპექტები – სექტილიები და ტრინები – მიგვანიშნებენ ჰარმონიასა და მსუბუქ ურთიერთობებს პლანეტებს შორის. კვადრატი კი მკაცრ ასპექტებს მიეკუთვნება, როცა მასში განლაგებულ პლანეტებს შორის თავს იჩენს შუღლი და ენერგიათა დაძაბული წინააღმდეგობები.
როცა პლანეტები სწორი კუთხეებით ურთიერთობენ, ამ კონფიგურაციას, ლოგიკურად, კვადრატებს უწოდებენ, მკაცრი კი სწორედ შუღლისა და წინააღმდეგობების გამო ეწოდება. კვადრატი არის პლანეტების რთული კონფიგურაცია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად დამღუპველი ან უბედურებისმომტანია. კვადრატები უკავშირდება მოქმედებას, ცვლილებებს, ისინი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მიმდიმარე პრობლემების გადაწყვეტის დროს.
იუპიტერისა და ურანის კვადრატი
ურანი კუროში 17 იანვარს შეხვდა იუპიტერს მერწყულში, და დაიწყო წვეტიანი კვადრატის პერიოდი. ბოლოს, ამ პლანეტებმა კვადრატი 2014 წელს შექმნეს, ახლა კი გვაქვს შესაძლებლობა, შევამოწმოთ, თუ რამდენად ახდა ასტროლოგია რეალურ მოვლენებში. დიახ, ეს იყო ცვლილებების, რთული გადაწყვეტილებების, ამავდროულად, განვითარებისთვის ძალიან ხელსაყრელი წელი. იმის შემოწმება, თუ რამდენად გამოიყენა ხალხმა ეს შესაძლებლობა, მარტივია.
წელს იუპიტერი მერწყულში მოითხოვს რადიკალურ ცვლილებებს მედიცინაში, ტექნოლოგიებსა და მართვის სისტემებში. კუროში მყოფ ურანს, ამავდროულად, სჭირდება ცვლილებები, თუმცა, კუროს საფუძვლიანობა სერიოზულად ანელებს ამ რევოლუციურ ლტოლვებს. დიდი ალბათობით, საზოგადოებაში გარდაუვალი იქნება ცვლილებების მომხრეებსა და ტრადიციების მიმდევრებს შორის დაძაბული წინააღმდეგობა.
სატურნისა და ურანის კვადრატი
იუპიტერი შეწყვეტს თუ არა თავის გავლენას, სულ რამდენიმე კვირაში, საქმეს ხელს მოჰკიდებს სატურნი და კვადრატები ჯაჭვივით გაჰყვება ერთმანეთს: 17 თებერვალი, 14 ივნისი, 24 დეკემბერი. ბოლოს სატურნისა და ურანის კვადრატი 2000 წელს შედგა, ამიტომ ახლა რთულია ემოციური მდგომარეობის გახსენება ამ პლანეტების მსგავსი კონფიგურაციის დროს.
წელს სატურნი ცდილობს ჩვენს შეზღუდვას, თუმცა, იგი მერწყულში იმყოფება, ეს ნიშანი კი პროგრესისა და წინსვლის მოყვარულია. მოკლედ, ახლა ერთგვარი სარკისებრი წყვილი გვყავს – ტრადიციულმა კურომ, რომელიც არ ესალმება მყისიერ ცვლილებებს, თავისი ნიშნის ქვეშ მიიღო რევოლუციური ურანი. ესაა ძალიან დაძაბული და წვეტიანი კვადრატი, როცა ყველაფერი გარდაუვალი წინააღმდეგობის ფაზაშია.
რა მოვუხერხოთ ამ კვადრატებს?
ისღა დაგვრჩენია, თავდახრილი ველოდოთ შეზღუდვებს, შეფერხებებს, ყოველგვარ წინააღმდეგობებს, რომლებიც არამხოლოდ რეალურ, არამედ ვირტუალურ სამყაროსაც შეეხება. ახალი წესები, კანონები, დადგენილებები – ეს რთული და წინააღმდეგობებით სავსე წელი იქნება მათთვის, ვინც ესალმება ცვლილებებს, მათ წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, არ დაუშვას ისინი.
რეალურად, ყველაფერი ამდენად ცუდად არაა. ურანის კვადრატების დაძაბულობა დაგეხმარებათ თქვენი დამოკიდებულების შეცვლაში ფულის მიმართ, დადებითი თვალსაზრისით. თუ მფლანგველი ხართ, ახლა დროა, შემგროვებელი გახდეთ, და, პირიქით, მოეშვათ ზედმეტ სიძუნწეს, რაც წელს აუცილებლად წაგადგებათ. 2021 წელი გპირდებათ ელვისებრ ტრანსფორმაციას ფინანსურ ბაზრებზე, განსაკუთრებით მაღალ მერყეობას იგრძნობს უძრავი ქონებისა და კრიპტოვალუტის ბაზარი.
2021 წლისთვის ყველაზე სასარგებლო რჩევა ასე ჟღერს: ეცადეთ, მოერიდოთ უკიდურესობებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით მათ. ურანის კვადრატები იდეალურ შავ-თეთრ ილუზიას შექმნის, რომ არსებობს მხოლოდ მანათობელი სიკეთე ბნელი ბოროტების წინააღმდეგ, ყოველთვის გაიხსენეთ ოქროს წესისა და ვარიანტების სიმრავლის შესახებ. გეჩვენებათ, რომ მხოლოდ უკიდურესობაა შესაძლებელი? სასწრაფოდ შეცვალეთ მსოფლმხედველობა და დაინახავთ უსაზღვრო შესაძლებლობას, სასურველის მისაღებად.