რა განსხვავებაა მწვანე და შავ ზეთისხილებს შორის

0
973
Photo credit: Getty Images

მას შემდეგ, რაც გაიგებთ, თუ რა განსხვავებაა მწვანე და შავ ზეთისხილებს შორის, ცხოვრება ძველებური აღარ იქნება. სინამდვილეში, ხომ ერთი და იმავე ხის ნაყოფები არიან. ნუთუ მთელი ცხოვრება გვატყუებდნენ? რა თქმა უნდა, არა! უბრალოდ საკვების შესახებ ცნებები ჩვენს ცნობიერებაში ყოველთვის სწორად არ ფორმირდება. ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ასეთ საკითხებზე არც კი ვფიქრობთ.

Photo credit: Getty Images

Girl.ge-ს რედაქციაში ძალიან გვიყვარს სხვადასხვა თავსატეხები, მითები და ცდომილებები. გადავწყვიტეთ, გავარკვიოთ, თუ რომელი კვების პროდუქტები იწვევენ ეჭვებს ხშირად. მაგალითად, იცით თუ არა, რომ ბაჰარის წიწაკა სინამდვილეში წიწაკა არაა? მოდით, გავარკვიოთ!

რით განსხვავდება მწვანე და შავი ზეთისხილები

პირველ რიგში, მწვანე და შავ ზეთისხილებს დავუბრუნდეთ. როგორც მწვანე, ასევე შავი ზეთისხილი იზრდება ხეზე, რომელსაც ოლივა ევროპული (Olea europea) ეწოდება. ერთმანეთისგან გამოყენების მეთოდით განსხვავდებიან. როგორც წესი, მკვახე, მწვანე ფერის ნაყოფს აკონსერვებენ. მწიფე, შავ ნაყოფს არომატული ზეითუნის ზეთის მოსამზადებლად იყენებენ.

Photo credit: Getty Images

„ხომ არსებობს დაკონსერვებული შავი ზეთისხილი!“ – იტყვით თქვენ და მართალი იქნებით. აქ, ყველაფერი მომზადების ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. მოკლედ, დასაკონსერვებლად შავ და მწვანე ზეთისხილებს ჯერ კიდევ მკვახეს აგროვებენ. დამუშავების პროცესში ნაყოფი შავ ფერს იღებს.

რა განსხვავებაა ჩაებს შორის

შავი, მწვანე ანა თეთრი ჩაი ყველასთვის ცნობილია. კარგი ხო, თეთრი ჩაის შესახებ ბევრს არ სმენია. თუ ადამიანის წინ ორ ფინჯან ჩაის დადებთ, ალბათ გამოიცნობს, თუ რომელია მწვანე და რომელი შავი. ისინი ხომ სუნით, ფერით და გემოთი განსხვავდებიან.

არადა ჩაის თითოეული სახეობა ერთი და იმავე მცენარიდან მიიღება – ჩინური კამელია (Camellia sinensis). უფრო მეტიც, ჩაი ულუნიც (წითელი ჩაი) თავისი მსუბუქი რძის გემოთი და ნაზი არომატით იგივე კამელიაა. რაზეა დამოკიდებული სასმელის მაჩვენებელი? საქმე დამუშავების ტექნოლოგიასა და პროცესზეა დამოკიდებული.

Photo credit: Getty Images

თეთრ ჩაის ყველაზე ნაკლებად ამუშავებენ და არ ჟანგავენ. შედეგად, მასში ყველა ბუნებრივი ანტიოქსიდანტი ნარჩუნდება. ამავდროულად, ჩაის მკვეთრად გამოხატული გემო და ფერი არ აქვს. მწვანე ჩაის მინიმალურად ჟანგავენ, ხოლო დამუშავების შედეგად მწკლარტე გემოს და არომატს იძენს. ანტიოქსიდანტების შემცირების ხარჯზე კოფეინის დონე იზრდება.

ულუნი ნაწილობრივ ფერმენტაციას გადის, კიდევ უფრო მეტ კოფეინს იღებს და მეტ ანტიოქსიდანტს კარგავს. შავი ჩაი სრულად გადამუშავებულია. შესაბამისად, ეს ხდის შავს. გარდა ამისა, ჩაის ფოთლების დამუშავება მასში ტანინების და კოფეინის გაჩენას იწვევს.

რა განსხვავებაა წიწაკებს შორის

ვნახოთ, როგორ არის საქმე წიწაკის ჯიშებთან. როგორც უკვე მიხვდით, შავი, წითელი, მწვანე და თეთრი წიწაკა ერთი და იმავე მცენარის მარცვალია. თითოეულის განსაკუთრებულობა მისი სიმწიფის ეტაპსა და დამუშავების მეთოდზეა დამოკიდებული

შავ წიწაკას ჯერ კიდევ მწვანე, მოუმწიფებელი სახით კრეფენ, შემდეგ დაუყონებლივ მზეზე ახმობენ. თეთრი წიწაკა სრულად მომწიფებული წითელი წიწაკიდან მიიღება. შემდეგ თესლს წყალში ალბობენ და წითელ გარსს აშორებენ. სხვათა შორის, ამ მიზეზით თეთრი წიწაკა ზომაში უფრო პატარაა, ვიდრე შავი.

Photo credit: Getty Images

მწვანე წიწაკას მაშინ კრეფენ, როცა მცენარე მომწიფებას იწყებს და ფერის შეცვლა ჯერ ვერ მოასწრო. წიწაკამ ფერი რომ არ დაკარგოს, განსაკუთრებული მეთოდით ახმობენ. წითელ წიწაკასთან ყველაფერი გასაგებია. მას სრულად მომწიფებისას კრეფენ. შემდეგ სპეციალურ მარილწყალში ათავსებენ.

საინტერესოა, რომ ასეთ წიწაკას, როგორც წესი, კერძების გასაფორმებლად იყენებენ, მაშინ რას ყიდიან მაღაზიებში დაფქული წითელი წიწაკის სახით? სინამდვილეში, ეს უბრალოდ დაფქული ცხარე ჩილის წიწაკაა.

რაც შეეხება ვარდისფერ და ბაჰარის წიწაკას?

ვარდისფერი და ბაჰარი – წიწაკა საერთოდ არაა. პირველი ხის Schinus terebinthifolia ნაყოფია. გარეგნულად წიწაკის მარცვლებს, ასევე პატარა კენკრას ჰგავს. მოტკბო სანელებელია, გამაგრილებელი გემო აქვს ნაზი წიწაკის არომატით.

Photo credit: Getty Images

ბაჰარის წიწაკას პიმენტას ხიდან (Pimenta) აგროვებენ. ის შავი წიწაკისგან წარმოუდგენლად პიკანტური არომატით გამოირჩევა. გემოთი უფრო მსუბუქია და არც ისეთი მწველი, როგორც შავი წიწაკა. საინტერესო ფაქტი: თავად პიმენტას ხშირად კრისტოფერ კოლუმბის ხეს უწოდებენ. სანელებელი პირველად სწორედ მან აღმოაჩინა.

სეზამის, ქუნჯუტის სახეობები

ბოლო დროს სწორი კვების მომხრეები რაციონში შავი სეზამის დამატებას გვირჩევენ. ამასთან, თეთრი სეზამი აქტუალურობას არ კარგავს, მაგრამ შავთან მაინც წაგებულია. წინა პროდუქტების მსგავსად თეთრი და შავი სეზამი ერთი და იგივეა.

Photo credit: Getty Images

უბრალოდ შავი სეზამი აქერცვლის პროცესს არ გადის. ანუ მასზე რჩება მუქი გარსი, რომელიც თავისი სასარგებლო თვისებებით ვაშლის ქერქს ჰგავს. შავი თესლი ბევრ კალციუმს შეიცავს, რაც თეთრი სეზამის მაჩვენებელს 60%–ით აჭარბებს. გარდა ამისა, სეზამი მდიდარია სხვადასხვა მიკროელემენტებით და ვიტამინებით. სხვათა შორის, სეზამს იყენებენ არა მხოლოდ კერძისთვის უჩვეულო გემოს მისანიჭებლად, არამედ სხვადასხვა უსიამოვნებების პროფილაქტიკისთვის.

თეთრი და ყავისფერი ბრინჯი

დღეს დესერტად ბრინჯი გვაქვს! დარწმუნებული ვარ, არა ერთხელ უკვე გსმენიათ, რომ ყავისფერი ბრინჯი თეთრზე უფრო სასარგებლოა. როგორც ხვდებით, ეს სხვადასხვა მეთოდით დამუშავებული ერთი და იგივე ბრინჯია. თეთრი ბრინჯი დამუშავების პროცესს გადის, გარეგან გარსს კარგავს, ხოლო ყავისფერი – არა. ამის წყალობით მსუბუქი კაკლის არომატი აქვს.

Photo credit: Getty Images

გარდა ამისა, ყავისფერ ბრინჯს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი უფრო ნელა შეიწოვება სისხლში შაქრის დონის მკვეთრად გაზრდის გარეშე. პირადი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყავისფერი ბრინჯი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ის ძალიან გემრიელი და არომატულია. მისი წებოვანი ტექსტურა ფაფის ჩახარშვის საშუალებას არ მოგცემთ.

ვიმედოვნებთ, ამ სტატიით ბევრი ახალი რამ გაიგეთ. ახლა უკვე იცით, არა მხოლოდ რით განსხვავდება მწვანე და შავი ზეთისხილი, არამედ ბევრი უჩვეულო ფაქტი საკვებ პროდუქტებზე. ამის შესახებ მეგობრებს აუცილებლად უთხარით და შემეცნებითი ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!