
ქართულ ლაბას („ხალადეცი“) ან როგორც ვუწოდებთ „მუჟუჟს“ ჩვეულებრივ დღესასწაულებსა და ახლო მეგობრების კომპანიაში ვამზადებთ. მუჟუჟს ძალიან უხდება ძლიერი სასმელები, მათი გასინჯვა კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება: როგორც საუზმეზე, ასევე ვახშამზე.
ეს ნოყიერი კერძი ნებისმიერ მშიერ ადამიანს დაანაყრებს, მათაც კი, ვისაც რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის „აკიდება“ აშინებს. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ლაბას გამარტივებულ რეცეპტს. დიდებული წასახემსებელი კარგი კომპანიისთვის.
მუჟუჟის რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 4 ღორის ფეხი
- ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 10 მარცვალი შავი წიწაკა
- 5 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
- დაფნის ფოთოლი
- 150 მლ წითელი ძმარი
- მარილი
მომზადება:
1. ღორის ფეხებით დაიწყეთ. როგორც ხვდებით, ის სუფთა უნდა იყოს და ჯაგრის მცირე ნიშანიც არ უნდა ჰქონდეს. თუ რთულად მისადგომ ადგილებში ვერ ამუშავებთ, უბრალოდ ზედმეტი კანი მოაჭერით. ფეხები ღამით წყალში ჩაალბეთ, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გარეცხეთ.

2. ღორის ფეხები ღრმა ქვაბში მჭიდროდ ჩააწყვეთ. სუფთა წყალი დაასხით ისე, რომ ღორის ფეხებს ზემოდან 2–3 სმ–თი ფარავდეს. ძლიერ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ ძალიან სუსტ ცეცხლზე 3 საათით ხარშეთ. ასე ბულიონი გამჭვირვალე გახდება. ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ. 2 საათის შემდეგ სუფთა ხახვი, წიწაკა და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ. კიდევ 1 საათში ცეცხლიდან გადმოდგით.
3. ხორცი გააგრილეთ, ბულიონი მარლაში გადაწურეთ. ხორცს ძვლები მოაშორეთ. ღორის ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით და საშუალო სიღრმის დიდ თეფშზე დააწყვეთ. ამ დროში დაპრესილი ნიორი და წითელი ძმარი ბულიონს დაუმატეთ.
4. ხორცს ბულიონის, ნივრის და ძმრის ნარევი დაასხით, ცოტა გაათანაბრეთ, რომ ლამაზი ფორმა მისცეთ და ზედმეტი არაფერი გამოშვერილი არ იყოს. თითქმის მზა მუჟუჟი მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ. როცა დრო მოვა, პორციებად დაჭერით და სუფრაზე რაიმე ძლიერ და სადღესასწაულო სასმელთან ერთად გაიტანეთ. ქართველებმა ეს ვიცით. კერძი მზადაა.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ჩვეული ლაბის მომზადების უფრო მარტივი ვარიანტია, არ მოგეჩვენათ. მუჟუჟი ლაბას ნამდვილად ძალიან ჰგავს, თუმცა ძმარი და ბოსტნეულის არ არსებობა სხვა ხიბლს აძლევს.
გარდა ამისა, ამ კერძის მომზადების კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს. თუმცა აქ, მზარეულის ტექნიკა თავის როლს ასრულებს. გამოცდილი მზარეული მზა ღორის ფეხებს ძვლებისგან ათავისუფლებს და თეფშზე ასე ტოვებს. ზოგიერთი თავისი საქმეს იმდენად ვირტუოზულად ასრულებს, რომ ღორის უძვლო ფეხები ერთ გემრიელ ნაჭრად რჩება!