ნოსტალგია: კოსმეტიკური ჰიტები, რომლებზეც 20 წლის წინ თქვენი მშობლები ნადირობდნენ

0
1092

თმის ფერადი ტუში, Mia-ს კოსმეტიკა და Glam Shine-ის ბრჭყვიალა ტუჩსაცხი… Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, ნოსტალგიას მისცემოდა და თქვენთვისაც გაეხსენებინა, თუ რომელი კოსმეტიკური საშუალებები იყიდებოდა 2000-იან წლებში ყველაზე ხშირად.

თმის ფერადი ტუში

თმისთვის სპეციალურ ფერად ტუშს ბევრი ბრენდი უშვებდა და მისი შეძენა ბევრგან შეიძლებოდა. მოდაში იყო ლურჯი, მწვანე და ვარდისფერი წინამოები და თმის რიგები, დღესასწაულებსა და დისკოთეკებზე კი ყველაზე მაგრებს ნამდვილი საგანძური ერგებოდათ – ოქროსფერი და ვერცხლისფერი ფლაკონები. სხვათა შორის, ეს ფორმატი ახლაც აქტუალურია: რამდენიმე წლის წინ, სილამაზის ინდუსტრიაში ეს ტუშები დაბრუნდა.

თმის ლაქი ბრჭყვიალებით

თმის მკვეთრი ტუშის აუცილებელი დანამატი იყო ბრჭყვიალებიანი თმის ლაქი: მას ისხამდნენ თმის ცალკეულ მონაკვეთებზე, მთელ სიგრძეზე ან მხოლოდ წინამოზე. დახლებიდან ელვის სისწრაფით ქრებოდა ყველა ვარიანტი: ჭრელი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი. ყველაზე მოდურები კი არამხოლოდ თმაზე, არამედ ტანსაცმელზეც ისხამდნენ მას.

წამწამების ტუში Great Lash, Maybelline

Maybelline-ის ბესტსელერი 2000-იანი წლებიდან, რომელიც დღემდე უწყვეტად იყიდება. Great Lash ფუძე ტუშია, რომელიც წამწამებს “ობობის სახსრებად” არ აქცევს და არ ჩამოყრის. აგრეთვე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სუპერთვისებაც – ფლაკონის დიზაინი, რომელიც არ დაგავიწყდებათ!

მბზინავი ტუჩსაცხი Glam Shine, L’Oreal

ნულიან წლებში ბრჭყვიალი კარგი იყო, ზედმეტი ბზინვა კი მოვეტონად არ ითვლებოდა. ტუჩების ბრილიანტისებრი ბზინვა მარტივად მიიღწეოდა – უბრალოდ Glam Shine-ის ნებისმიერი ვერსია უნდა შეგეძინათ. მისი ფორმულა, თანამედროვე საცხებთან შედარებით, ნაკლებად მედეგი იყო, თუმცა, ეს ხელს არ უშლიდა წარმატებით გასაღებასა და ქალური კოსმეტიკის რჩეულად ქცევაში.

სახის მოვლის საშუალებები, Mia

“სპეციალურად ახალგაზრდა კანისთვის!” – გახსოვთ სლოგანი? იგი მოსწონდათ როგორც მშობლებს, ისე მოზარდებსაც, რომლებსაც სახის კანის მოვლის განსაკუთრებული საშუალებები უნდოდათ. მკვეთრი ფლაკონები მფლობელის განწყობას ამაღლებდა და სხვა გოგონებში შურს იწვევდა.

ტუჩის ბალზამი Les Plaisirs Nature Fraise, Yves Rocher

მგონი, ეს მარწყვის საოცრება Yves Rocher-ისგან ყველას ჰქონდა. Les Plaisirs Nature Fraise ტუჩებს ატენიანებდა და მათ ოდნავ შესამჩნევ მოვარდისფრო ელფერსაც სძენდა, არც სულის გაყიდვა იყო საჭირო მის საყიდლად. ღირებულებისა და ხარისხის გასაოცარი ბალანსი ვის არ მოეწონებოდა.

ტუჩსაცხი მენთოლით Gloss Menthol, Bourjois

Gloss Menthol Bourjois-სგან ერთ-ერთი პირველი ფლამფერი (ტუჩის გამადიდებელი საშუალება_ გახლდათ. სასიამოვნო სიგრილე და ოდნავ შესამჩნევი ჩხვლეტა – რამდენიმე წუთში ტუჩები უფრო გლუვი და სავსე ჩანდა. მცირე წებოვნებას კი არაუშავს.

კოსმეტიკის ნაკრები, Ruby Rose

მბრწყინავი ჩრდილები, ფერ-უმარილი, რამდენიმე ფერის ტუჩსაცხი, ტუში… უამრავი ვარიანტი არსებობდა. ეს ყველაფერი კი ერთ კომპაქტურ (ან არც ისე) კოლოფში იყო მოთავსებული, რომელსაც ზოგიერთი ქალბატონი ჩანთით ატარებდა თან. მაძღარი ფერები და ელვარება, რომელსაც, ახლა როგორც ამბობენ, კოსმოსიდანაც დაინახავდით – აი, ეს იყო იმ წლების ტრენდები, სანამ მოდა ჯერ კიდევ შორს იყო nude-მიმდინარეობისგან.

ტუჩსაცხი, Kiki

რა არის მაკიაჟი ტუჩსაცხის გარეშე? შიმერული ტუჩსაცხი კიკი კეკლუცად იცქირებოდა ყველა კოსმეტიკის ჩანთიდან. ლურჯი და ნარინჯისფერი, ალისფერი და ფუქსია ყოველთვის პრიორიტეტული იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ გამოცდილმა სტილისტებმა, ამ საშუალების მოდიდან გადასვლის შემდეგ, შვებით ამოისუნთქეს.

ტუალეტის წყალი Freya, Oriflame

Freya, Oriflame-ის ერთ-ერთი ჰიტი, დიდხანს იყო მომხმარებლების რჩეული არომატი. აბა როგორ?! ყვავილისა და ბალახის ნოტებიანი არომატი, რომელსაც ხაზს უსვამდა ჯანჯაფილის, პაჩულის, კედრისა და სანდალოზის აკორდები, მაშინ მკვეთრად და არაბანალურად ჟღერდა. მოდური ფლაკონი კი დღესაც ამაყად დაამშვენებს ტუალეტის მაგიდებს.