ლუქსს არაფრით ჩამოუვარდება – 7 ეფექტური ნიღაბი 30 ლარის ფარგლებში

0
374
Photo credit: Shutterstock

ზამთარში თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ყინვა და სახლის გათბობა მათთვისაც განსაცდელია. როგორც წესი, ისინი ძალიან შრება, მსხვრევადი და გაუფერულებული ხდება. ეს რომ არ მოხდეს, რეგულარულად გაიკეთეთ თმის ნიღაბი. დღეს Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ ეკონომიურ პროდუქტებს, რომლებიც ლუქს-კლასს არაფრით ჩამოუვარდება!

დამატენიანებელი ნიღაბი, TRESemme

Photo credit: Shutterstock

მიუხედავად იმისა, რომ ეს საშე ერთჯერადია, ჩვენ თავისუფლად ვიყენებთ მას სამჯერ, ბეჭებამდე თმაზე. საშუალება, როგორც ჩანს, იმდენად კონცენტრირებულია, რომ მისი მცირე რაოდენობაც საკმარისია ეფექტისთვის. ნიღაბი შესანიშნავად ცურავს თმაზე, ხსნის ჩახლართულ ღერებს და, რა თქმა უნდა, ატენიანებს, თანაც რამდენიმე წუთში. დამატებითი პლუსი -არ შეიცავს ცვილსა და სილიკონს.

Be Curl Bio 1’Min Hair Mask, Natura Siberica

Photo credit: Shutterstock

შეფუთვაზე Curl-ს ხედავთ და ფიქრობთ, რომ ეს საშუალება მხოლოდ ხვეულთმიანებისთვისაა? ცდებით! ეს ერთწუთიანი ნიღაბი მოუხდება აბსოლუტურად ყველას, რადგან იგი ძალიან მსუბუქია და ძალიან კარგად ატენიანებს. მას თმაზე 5 წუთით ვიჩერებთ, სანამ ვბანაობთ, ამ დროში თმა გაიხსნება და დატენიანდება. ნიღაბს ძალიან სასიამოვნო ტყის კენკრის სურნელი აქვს.

დამატენიანებელი ნიღაბი Botavikos

Photo credit: Shutterstock

Botavikos-ს შესანიშნავი საშუალებები აქვს თმის მოვლისთვის, იქნება ეს შამპუნი თუ კონდიციონერი. აი, ცოტა ხნის წინ კი მათი ნიღაბი გამოვცადეთ და საოცრებაა! იგი მარტივად ნაწილდება, სწრაფად ხსნის ჩახლართულ ღერებს და ზომიერად ატენიანებს თმას. მნიშვნელოვანია, რომ იგი არ ამძიმებს თხელ თმას და არ ტოვებს ცხიმიან ფენას. ჩვენ სასიამოვნოდ გავოცდით!

აბრეშუმი თმისთვის, DNC

Photo credit: Shutterstock

ეს საკმაოდ უჩვეულო ნიღაბია, თუმცა, იგი დაუჯერებლად ამკვრივებს თმას (თუ ხვეულთმიანი ხართ, აძლიერებს დახვევას), აბრეშუმის ცილების ზემოქმედების ხარჯზე, რომლებსაც ეს პროდუქტი შეიცავს. საშუალება უნდა წაისვათ სუფთა სველ თმაზე და გაიჩეროთ 20 წუთით, კომპონენტებმა მოქმედება რომ მოასწროს. შეგიძლიათ, ეს პროდუქტი გამოიყენოთ ურეცხი ცილოვანი მოვლისთვის – ფიგურული დახვევისთვის.

Fructis Superfood “ბანანი”, Garnier

Photo credit: Shutterstock

Garnier-ს ძალიან პოპულარული ხაზი Fructis Superfood აქვს, 3 1-ში საშუალებით, რომელსაც შეუძლია ნიღბის, კონდიციონერისა და ურეცხი მოვლის ჩანაცვლება. აქვე აღვნიშნავთ, რომ თხელთმიანებს არ ვურჩევთ ასეთი ძლიერი საშუალების გამოყენებას – იგი დაამძიმებს ღერებს. ნიღაბი კარგად ატენიანებს და ამშვიდებს თმას.

SOS 3 Minute Miracle, Aussie

Photo credit: Shutterstock

იდეალური პროდუქტია ძალიან მშრალი თმისთვის, რომელსაც დაუყოვნებლივ სჭირდება დატენიანება. შეღებილი თმისთვის ეს უბრალოდ აუცილებელი პროდუქტია. გამოყენების შემდეგ, თმა რბილდება, ელვარდება და აბრეშუმისებრი იერი ედება, ამასთან, არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ შეფუთვის ძალიან მოსახერხებელი ფორმატი – გამოდის იმდენი, რამდენიც ერთი გამოყენებისთვისაა საჭირო.

წიწაკიანი ნიღაბი Naturalis, Compliment

Photo credit: Shutterstock

ეს ნიღაბი მოეწონება მათ, ვისაც თმის ცვენისა და მისი ნელი ზრდის პრობლემა ეცნობა. პროდუქტი შეიცავს წიწაკას, რომელიც მცირე წვის შეგრძნებას გვაძლევს, რაც თმის ზრდის აჩქარებას უწყობს ხელს. ჩვენ ამ ნიღაბში დამატენიანებელი ეფექტიც მოგვწონს – მისი გამოყენების შემდეგ, თმა აბრეშუმისებრი ხდება.